{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბაზალეთი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - თამაზ ჭიპაშვილი

    ტელ:599852623

     

     
    ტერიტორია-471 00 ჰა.
    მოსახლეობა -508 კომლი 768 მცხოვრებით
    მანძილი ხარაგაულის საკრებულოს ცენტრეამდე-4კმ
    უახლოესი რკინიგზის სადგური - ხარაგაული
    ადმინისტრაციულ ერთეულში  შემავალი სოფლები : ბაზალეთი, ღარიხევი, ქროლი, წიფი.
    ადმინისტრაციული ერთეულის  ცენტრი-ბაზალეთი
    ბაზალეთი მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში. ზ.დ. 400 მ. ტოპონიმ ,,ბაზალეთის“ შესახებ ასეთი ვარაუდი არსებობს : ბაზალა ერთგვარი ხანჯალია. შესაძლოა ,აქ ოდესღაც სარკინეთ-სამჭედლო იყო,ხანჯლებსაც სჭედნენ და ბაზათიც ამიტომ დაერქვა;შესაძლოა, ეს სახელწოდება ბაზმა-დან მოდის. ბაზმა წმინდა ლამპარია. წითელა ბატონების დროს ასეთი შელოცვა იცოდნენ ,,წმინდა ბაზმალა,შენ გაუნათე გზა და წაუძეხ დიდ ბატონებსო.!!
    ვარაუდობენ, რომ სოფელს სახელი ბაზართან სიახლოვის გამოც შეერქვა.
    სოფლის ტერიტორიაზე არის ბუნების ღირსშესანიშნაობა: კარსტული ფორმები-მღვიმეები, ძაბრები და სხვა.
    ბაზალეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ძვ.წელთაღრიცხვის II-Iსს.არქეოლოგიური ინვენტარი. სოფელში შემორჩენილია უძველესი ციხისა და ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ნანგრევები,ახლადაგებული წმ.გიორგის სახელობის სალოცავი ბაზალეთის ქვედა უბანში,სადაც 6 მაისს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ.
    აგვისტოს პირველ შაბათს სოფელში აღინიშნება ,,ბაზალეთობის“ დღესასწაული.

    ღარიხევი

     სოფელი მდებარობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარე,ზ.დ. 440მ ხარაგაულიდან 7კმ.

    სოფლის სახელწოდება რელიეფის ფორმას ამართლებს. იგი თავისი მდებარეობით ღარს მოგაგონებთ. სოფელში არის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ,,კვიწინის“ და წმინდა გიორგის სახელობის ,,გამოჩინებულის“ ეკლესიები.
    ,,კვიწინის“ ეკლესია აგებული ყოფილა თლილი  თეთრი ქვით,მდებარეობის გამო იგი ზემოდან დაჰყურებდა დაბა ხარაგაულს და მის გარშემო მდებარე სოფლებს.1939 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მისი ქვა დაბა ხარაგაულის რაიონული კულტურის სახლის მშენებლობაზე გამოუყენებიათ.ამჟამად ,,კვიწინის“ეკლესია აღდგენილია. მასთან ახლოს , ეკლესიის სამხრეთით ღარიხევ-ბაზალეთის საზღვართან  ყოფილა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია,რომელსაც ,,გამოჩნებულის“ ეკლესიასაც უწოდებენ.თავის დროზე ეკლესია გუმბათიანი და მოხატული ყოფილა.1937 წელს, ეკლესიის გუმბათზე დაკიდებული უზარმაზარი ზარი ჩამოუხსნიათ, დაბაში დაუკიდიათ და წლების განმავლობაში საათის მოვალეობას ასრულებდა.,,კვიწინის“ეკლესიის ბედი სწევია ,,გამოჩინებულის“ეკლესიასაც,იგი მიწასთან გაუსწორებიათ. XX-ს.40-50-იან წლებში ეკლესიის ნაფუძვარზე შენობა ააგეს და შიგ კოლმეურნეობის გამგეობა განათავსეს.70-იან წლებში შენობას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი და ერთ ოთახში სამლოცველო მოეწყო,რრომელიც დღემდე ფუნქციონირებს. ეკლესიის ეზოში არის 1500 წლოვანი ურთხმელის ხე.
    სოფელში აღნიშნავენ მარიამობის და გიორგობის დღესასწაულებს.
    ღარიხევში არის საუკუნოვანი სკოლა. იგი დაურსებია ქაიხოსრო (ქუჩა) დეკანოსიძეს. მასვე შეუძენია შენობა სკოლისთვის, დაუქირავებია მასწავლებელი და სამი წლის განმავლობაში თავადვე უხდიდა  ხელფასს.
    ღარიხევის ერთ უბანში-თხელიურში არის სამკურნალო მნიშვნელობის აბანო ,რომელიც  გამოიყენება რევმატიზმის, რადიკულიტის და გამონაყარის სამკურნალოდ. ადრე აბანო მოქმედი იყო, ამჟამად აღარ ფუნქციონირებს.
     

    ქროლი

     

    მდებარეობს მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს. ზ.დ 500 მ.ხარაგაულიდან 5-6 კმ.
    სოფლის სახელწოდება უკავშირდება მის მდებარეობას. ის განფენილია მაღლობზე, სადაც განუწყვეტლივ ქარი ქრის, ანუ სუსტი სიო.
    სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც XVIIIს-ში ბერძენ მშენებლებს აუგიათ. ეკლესია მაღლობზეა აგებული და აქედან ექვსი სოფლის: ვარძიის, თეთრაწყაროს, ახალსოფლის, ხორითის, სარგვეშის და ხემაღლის ეკლესიები მოჩანდა. ეკლესია მოქმედი იყო 1935 წლამდე. 1941 წელს ეკლესია გაძარცვეს,გაიტანეს ძვირფასი ხათები და საეკლესიო ლიტერატურა. 1955წელს ეკლესია ჩაინგრა. ამჟამად მიმდინარეობს ეკლესიის აღდგენა. 
    სოფელ ქროლში არის კვარცული ქვიშის საბადო,მარაგით 3,8 მლნ მ³. საბადო დაიძიეს  1960-62 წლებში.

    წიფი

     

    მდებარეობს მდინარე ჩხერიმელისა და მისი მარჯვენა შენაკადის -ყარნების წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე ,მდინარე ყარნების ხეობაში.ზ.დ 460მ. ხარაგაულიდან 7 კმ.
    საკრებულოში შემავალი გვარებია: აბრამიშვილი, ასათიანი, ბაბლიძე, ბანცაძე, ბერაძე, ბოჟაძე, ბუხნიკაშვილი, გაბრიძე, გაჩეჩილაძე,
    გელაშვილი, გიორგაძე, გლუნჩაძე, გოგია, დგებუაძე, დევდარიანი, დეკანოსიძე, ეჯიბაძე, ვეფხვაძე,,
    ზუმბაძე, ზუმბულიძე, თაბაგარი, თაბუკაშვილი, თხელიძე, კაპანაძე, კასრაძე, კამკამიძე, კალანდაძე, კაპანაძე, კვირიკაშვილი,
    კურტანიძე, კუპრაძე, კობიაშვილი, კიკნაძე, ლომსაძე, ლოლაძე, ლურსმანაშვილი,
    მამუკაშვილი, მესხი, მანჯგალაძე, მჭედლიძე, მიქაბერიძე, ნანიტაშვილი, ოკრიბელაშვილი, პაქსაშვილი, სვანიძე,
    სულაქველიძე, ტალახაძე, ღამბარაშვილი, ყანჩაველი, შარიქაძე, შერგელაშვილი, შველიძე,
    შოშიაშვილი, ჩუბინიძე, ჩხიკვაძე, ჭიპაშვილი, ჭუმბურიძე, ხეცაძე.
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი