{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •          ბაზალეთის საჯარო სკოლა

     

     

     

     

    დირექტორი  

    იზოლდა ოკრიბელაშვილი

    პედაგოგთა რაოდენობა 19

    მოსწავლეთა რაოდენობა 40

    ტელ:555 16 29 76,   890 25 30 01,  577 977 489

     ელ–ფოსტა: izoldaokribelashvili@yahoo.com

     

      სკოლის დირექტორი – იზოლდა ოკრიბელაშვილი, რომელიც სკოლაში მუშაობს 1981 წლიდან, არის სერთიფიცირებული პედაგოგი და სერთიფიცირებული დირექტორი.   

      

     

        

    სკოლა ჩართულია საქართველოს განათლების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივ პროექტში G-pried-ი. პროექტის მიზანია კითხვითი უნარ–ჩვევებისა და მათემატიკური აზროვნების განვითარება პირველ – მეექვსე კლასში. პროექტი წარმატებით ხორციელდება 2013 – 2014 წლებში. ამ პროექტის ფარგლებში სკოლის დირექტორმა და პირველი – მეექვსე კლასის ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლებმა ნინო გურეშიძემ, ფიქრია და თეა ტალახაძეებმა, მაია ჭიპაშვილმა, ნინო ლოლაძემ, ინგა გლუნჩაძემ გაიარეს მაღალი დონის ტრენინგ კურსი, ჩაატარეს სამოდელო გაკვეთილები დამოუკიდებლად და ტრენერთა სკოლაში ვიზიტების დროს, მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები. სასწავლო ჯგუფის ფასილიტატორი არის ნინო გურეშიძე, რომელმაც გუნდური მუშაობის პრინციპით ისე წარმართა საქმიანობა, რომ მისი მუშაობა რესპუბლიკურ დონეზე განიხილა და მოწონებული იქნა.
    სკოლას აქვს კარგი ბიბლიოთეკა და წარმატებულად ხორციელდება წიგნიერების პროექტი (თეა ტალახაძე, იზოლდა ოკრიბელაშვილი, ნათელა ვეფხვაძე). სკოლაში მუშაობს 8 სერთიფიცირებული პედაგოგი. მოსწავლეთა 60% წარმატებულია. ამჟამად წარმატებით ხორციელდება სასკოლო და რესპუბლიკური პროექტები ,,სიკეთე გადამდებია“, ,,ისუნთქე O2.”,,დავასუფთაოდ მსოფლიო“, ,,კითხვის დრო“, ჩვენი ენა ქართული“, ,,გაახარებ – გაიხარებ“, ,,ჭრელი წინდა“, ,,საუკეთესო კლასი და დამრიგებელი“ და სხვა.(პროექტების ხელმძღვანელი თეა ტალახაძე, ჩართული მასწავლებელები: ანა გელაშვილი, ინგა ბუხნიკაშვილი, ფიქრია ტალახაძე, ნინო გურეშიძე, ნინო ლოლაძე, მაია ჭიპაშვილი, ნათელა ვეფხვაძე, ეკა მესხი)

     

    ,,ისუნთქე O2” –ში ჩართული მასწავლებლები და მოსწავლეები მიწვეულნი იყვნენ გარემოს დაცვის სამინისტროში ლექცია სემინარზე, თეა ტალახაძე რადიო ,,იმედში“, პედაგოგები თეა ტალახაძე და ანა გელაშვილი მიწვეულნი არიან პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

     

    სკოლა აქტიურად არის ჩართული გარემოსდაცვით ღონისძიებებში და პროექტში ,,ბაღის ფრინველები.“

     


    სკოლამ გაიმარჯვა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ წიგნიერების პროექტში, რის შედეგადაც სკოლის ბიბლიოთეკა აღიჭურვება საბავშვო წიგნებითა და ახალი თაროებით. მიღწეულია სკოლას, მშობლებსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობითი კავშირი.ტარდება ერთობლივი ღონისძიებები ადგილობრივი თვითმმართველობისა და სკოლის მონაწილეობით.
    სკოლა აქტიურად არის ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ კულტურულ და სპორტულ შეჯიბრებებში და კონკურსებში, აქვს შესაბამის წარმატებები.
    2006 წელს ჩატარდა სასკოლო შენობის რეაბილიტაცია. შეიცვალა ავეჯი და მთლიანად მოწესრიგდა სასკოლო ინფრასტრუქტურა.სკოლა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით და საგანმანათლებლო რესურსებით, რაშიაც დიდი როლი შეასრულა დაწყებითი განათლების პროექტმა G-pried - მა.
    სკოლამ სასკოლო და საერთაშორისო ოლიმპიადების ფარგლებში გუნდურ ინტეგრირებული პროექტებით გაიმარჯვა 2007 და 2008 წელს. ორ მასწავლებელს საქართველოს განათლების სამინისტრომ მიანიჭა წარმატებული მასწავლებლის წოდება და გადასცა ფულადი პრემია. სკოლაში ყოველ წელს ტარდება სასკოლო კონფერენციები. გვაქვს ყოველწლიური წარმატებები სასწავლო შემოქმედებით რესპუბლიკურ კონფერენციებსა და განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, საგნობრივ ოლიმპიადებში.

      

     

    ბაზალეთის საჯარო სკოლის ისტორია

     

      ბაზალეთის საჯარო სკოლის ისტორია იწყება 1922 წლიდან, მასთან შემოერთებული ღარიხევის დაწყებითი სკოლის ისტორია – 1908 წლიდან.

     2008   წელს აღინიშნა ღარიხევის სკოლის დაარსების 100 და ბაზალეთის სკოლის 86 წლის იუბილე. გამოიცა სპეციალური გაზეთი ,,კვალი ნათელი“, ჩატარდა სახალხო დღესასწაული ,,წინაპარი და შთამომავალი.“  ბაზალეთის სკოლის ახალი შენობა აშენდა 1987 წელს. 1989 წლის მაისში ჩატარდა დიდი ღონისძიება ერთიანობის დღესასწაული, სადაც მოწვეულნი იყვნენ მწერლები, მსახიობები და სკოლის სახელოვანი კურსდამთავრებულები. 1990 წელს ქართული მაისობის – თამარობის დღესასწაულზე ჩატარდა დიდი ეროვნული ღონისძიება ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, ამ დღეს მოხდა სკოლის პირველი კურთხევა.

     

      სკოლის ფეისბუქის ბმულია:

     https://www.facebook.com/profile.php?id=100003222488740

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
  • კიცხის საჯარო სკოლა
  • ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
  • ზვარის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • დაბის N 2 საჯარო სკოლა
  • ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
  • საღანძილის საჯარო სკოლა
  • ლეღვნის საჯარო სკოლა
  • ვახანის საჯარო სკოლა
  • მოლითის საჯარო სკოლა
  • წიფის საჯარო სკოლა
  • ხიდრის საჯარო სკოლა
  • ვარძიის საჯარო სკოლა
  • წყალაფორეთის საჯარო სკოლა
  • ლაშის საჯარო სკოლა
  • ნადაბურის საჯარო სკოლა
  • ღორეშის საჯარო სკოლა
  • ბორითის საჯარო სკოლა
  • ხევის საჯარო სკოლა
  • ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
  • სარგვეშის საჯარო სკოლა
  • უბისის საჯარო სკოლა
  • ხუნევის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი