{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

                    ა(ა).ი.პ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

     

    დაარსების თარიღი1902 წელი

    მისამართი:

    ხარაგაული, 9 აპრილის  8

    ----------------------------------------------------------------

     

    საბიბლიოთეკო ქსელის თანამშრომლების  საშტატო ერთეული

    ცენტრალური ბიბლიოთეკა -15

    ცენტრალური ბიბლიოთეკის

    საბავშვო განყოფილებები 5

    ცენტრალური ბიბლიოთეკის   პატარა ხარაგაულის განყოფილებები 2

    სასოფლო ფილიალი-20

     სულ 42  თანამშრომელი

     

    ------------------------------------------------------------------------------ 

    ფონდები

     

    წიგნი – 266 470

    ჟურნალ–გაზეთები – 10 დასახელების

    -------------------------------------------------------------------

     

    მკითხველთა რაოდენობა

     

    ქსელის მასშტაბით  3771

    ცენტრალურ ბიბლიოთეკა–2078

    ---------------------------------------------------------------------

     

       ხარაგაულის  ცენტრალური  ბიბლიოთეკა  დღეს                

                                                                      

     

    ხარაგაულის ბიბლიოთეკის

     ისტორიიდან

     --------------------------------

    პირველი ბიბლიოთეკა ხარაგაულში 1902 წელს გაიხსნა.ეს იყო ხარაგაულის კულტურული ცხოვრების გამოცოცხლების დასაწყისი.

    1911 წელს დაარსდა ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზი .

     ოდნავ მოგვიანებით  ოჯახებშიკერძობიბლიოთეკები იხსნება.ამ პერიოდის ცნობილი იყო დეკანოსიძეებისდაებანოიძეებისპირადიბიბლიოთეკები.

    1932 წლისთვის სამკითხველოების რიცხვი 16-მდე გაიზარდა.ამავე პერიოდში  რაოდენობა ხარაგაულში მაშინდელი მთავრობის დადგენილებით ბიბლიოთეკას მიეცა მოზრდილი ორი ოთახი: წინგთსაცავისა და აბონიმენტის განყოფილებისთვის.

    1951 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა  საბავშვო ბიბლიოთეკა.

    1977 წლის სექტემბრიდან განხორციელდა საბიბლიოთეკო ქსელის ცენტრალიზაცია.სისტემაშ ირიცხებოდა 65 ბიბლიოთეკა–ფილიალი.

    1989წლიდან საბიბლიოთეკო სისტემაში დაიწყო სერიოზული უკანსვლა.ოპტიმიზაციის შემდეგ დაიხურა და გაუქმდა 41 სასოფლო ბიბლიოთეკა–ფილიალი.

    1998წლიდან საბიბლიოთეკო ქსელს ეწოდებოდა საბიბლიოთეკო გაერთიანება.დღეს ოცივე ტერიტორიულ ერთეულში არის ცენტრალური ბიბლიოთეკის სასოფლო განყოფილება.

    2014 წლის დასაწყისისათვის  საბიბლიოთეკო დოკუმენტების რაოდენობა 191 602 იყო,თანხით 434 427.

     

                                   

     

        სიახლეები ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

     

     

     

    ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  მდიდარია წიგნებით,ჟურნალ-გაზეთებით და ელექტრონული-საინფორმაციო ტექნოლოგიებით.მედიათეკაში წარმოდგენილია ფილმოთეკა და ხმოვანი ჩანაწერები,მულტიმედიური მოწყობილობა.

    ინტერნეტი და კომპიუტერული ტექნოლოგიები ხელმისწვდომია ყველა სახის მკითხველისთვის.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ყოველივე ეს ტექნიკა დიდ როლს ასრულებს ცენტრალური ბიბლიოთეკის ცხოვრებაში,კერძოდ,ხშირად იმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები,ღია გაკვეთილები და სხვა.

    საბიბლიოთეკო გაერთიანება ჩართულია ქართულ-პოლონურ პროექტში ,,მეტი სიახლოვე განათლებასთან,ინფორმაციასა და დასაქმებასთან,საქართველოს ბიბლიოთეკების პასუხი თანამედროვე გამოწვევებს“ ამ პროექტში მონაწილეობის გამო,პოლონურმა მხარემ ცენტრალურ ბიბლიოთეკას გადმოსცა 5 466 ლარის ღირებულების კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკის სრული აღჭურვილობა.აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გაიმართა სხვადასხვა ღონისძებები და კვლავ იგეგმება მომავალშიც.

     

    საბავშო ბიბლიოთეკის ახლადგარემონტებული სამკითხველო დარბაზი

    ცენტრალური ბიბლიოთეკის მინი პროექტი

     

      ,,მამები“  

    ხარაგაულში კულტურული ცხოვრების გამოცოცხლება დაიწყო 1902 წელს პირველი ბიბლითეკის დაარსებით. 1911წელს დაარსდა ბიბლიოთეკა სამკითხველო,გამგედ არჩეულ იქნა პლატონ ლეჟავა.
    ამავე პერიოდში ოჯახებში იხსნება კერძო ბიბლიოთეკები; მათ შორის ცნობილი იყო დეკანოსიძეების და ებანოიძეების პირადი ბიბლიოთეკები.
    1932 წელს ხარაგაულში მთავრობის დადგნილებით ბიბლიოთეკას მიეცა ორი მოზრდილი ოთახი წიგნსაცავისა და მკითველთა მომსახურებიასათვის. ბიბლიოთეკის გამგედ დაინიშნა მარო მანჯავიძე.
    1936–1962 წლებში ბიბლიოთეკის გამგე იყო ვასასი თხელიძე. 1962–1995 წლებში საბიბლიოთეკო სისტემას ხელმძღვანელობდა ლილი ბაქრაძე. 1995–2007 წლებში საბიბლიოთეკო სისტემის დირექტორია იზა ვეფხვაძე. შემდგომ წლებში ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობდნენ: ბესიკ სახვაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი,ბათუ კიკნაძე.
    1932 წლისთვის ხარაგაულის რაიონში სამკითხველოების რიცხვი 16–მდე გაიზარდა.1951 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა საბავშვო ბიბლიოთეკა,რომლის გამგედ დაინიშნა ვერა წერეთელი.1977 წლის სექტემბრიდან განხორციელდა საბიბლიოთეკო ქსელის ცენტრალიზაცია.სისტემაში ირიცხებოდა 65 ბიბლიოთეკა–ფილიალი.1989 წლიდან საბიბლიოთეკო სისტემაში დაიწყო სერიოზული უკანსვლა.ოპტიმიზაციის შემდეგ დაიხურა და გაუქმდა 41 სასოფლო ბიბლიოთეკა–ფილიალი.
    1998 წლიდან საბიბლიოთეკო ქსელს ეწოდა საბიბლიოთეკო გაერთიანება.დღეს ოცივე ტერიტორიულ ერთეულში არის ცენტრალური ბიბლიოთეკის სასოფლო განყოფილება.
    საბიბლიოთეკო დოკუმენტების რაოდენობა 2014 წლის დასაწყისისათვის ––191 602ც,(ასოთხმოცდათერთმეტიათასექვსასორი) თანხით––434 427 (ოთხასოცდათოთხმეტიათასოთხასოცდაშვიდი) .
    მკითხველთა საშუალო წლიური რაოდენობა მთავარ ბიბლიოთეკაში ––2 078 (ორიათასსამოცდათვრამეტი).ქსელის მასშტაბით ––3 771 (სამიათასშვიდასსამოცდათერთმეტი).
    საბიბლიოთეკო გაერთიანება ჩართულია ქართულ–პოლონურ პროექტში "მეტი სიახლოვე განათლებასთან ,ინფორმციასა და დასაქმებასთან–საქართველოს ბიბლიოთეკების პასუხი თანამედროვე გამოწვევებს".რასთან დაკავშირებითაც პოლონურმა მხარემ გადმოგვცა 5 466 (ხუთიათასოთხასსამოცდაექვსი) ლარის ღირებულების კომპიუტერული და საბეჭდი ტექნიკის სრული აღჭურვილობა.აღნიშნული პროექტის ფარგლებში გაიმათა და კვლავაც დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიება.

     

    ----------------------------------------------------------------------------------------------------------------––––––––––––––––––

     

     

       

     

    ვალუტის კურსი
    2.6673
    3.1466
    3.5678
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი