{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბორითი 

     

     გამგებლის წარმომადგენელი  ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში - ხათუნა ჯობაძე

    ტელ : 595 36 01 42

     

    ტერიტორია–1732, 30 ჰა
    მოსახლეობა–813 კომლი 2491 მცხოვრებით.
    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე–28 კმ.
    უახლოესი რკინიგზის სადგური–ძირულა (18 კმ)
    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები– ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი, ციხისძირი.
    ადმინისტრაციული ცენტრი–ბორითი
    ბორითი–მდებარეობს მდინარე ძირულას მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ხელმოსმულას შსართავთან. ზ.დ. 480 მ.  ხარაგაულიდან 28 კმ. სოფლის სახელწოდების შსახებ არსებობს თქმულება: იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სოფელია , ხშირფოთლოვანი ტყე ყოფილა. ტყეში მრავლად ბუდობდა არწივის მსგავსი დიდი ფრინველი–ბორა. დროთა განმავლობაში ტყე გაჩეხილა და ფრინველის რაოდენობაც შემცირებულა. სწორედ ამ ფრინველის სახლიდან წარმოშობილა სოფლის სახელწოდება  „ბორ–ით–ი“. სახელწოდებას სოფლის მდებარეობაც ამართლებს. იგი გაშლილია  ულამაზეს გორებზე და ფრთაგაშლილ ფრინველს მოგვაგონებს.
    სოფელ ბორითის და ამაშუკეთის საზღვარზე არის წმინდა გიორგის სახელობის IX-X სს. სავანის ეკლესია, რომელიც ბერძენ ხელოსნებს აუგიათ. იგი მოხატული ყოფილა ფრესკებით. ეკლესიის  ზარი 40 კგ–ს იწონიდა, მისი ხმა უბისამდე აღწევდა. XX ს. 40–იან წლებში ზარი მოუპარავთ. საბჭოთა წყობილების  დროს ეკლესია მიწასთან გაუსწორებიათ, ეკლესიის ქვით ჯერ აბანო, შემდგ კი სოფლის საავმყოფო აუგიათ, მოგვიანებით ქვა დაბრუნებულ იქნა ტაძარში  და გამოყენების მისი აღდგენისათვის.
    სოფელში არის სამკურნალო გოგირდოვანი წყალი.
     საქასრია
     მდებარეობს მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს. ზ.დ.420 მ. ხარაგაულიდან 25 კმ.
    „ქასრი“ ძველქართულად სალეს ქვას ნიშნავს. „საქასრია“, ანუ სალესი ქვების ადგილი. სოფელში ახლაცვ არის მოწითალო ფერის ქვა, რომელსაც მოსახლეობა სალეს ქვად იყენებს. სოფელში არის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ნანგრევები. ცნობილია საქასრიის მარმარილოსებრი კირქვებიუს საბადო მარაგით 1,39 მლნ მ..... აქ წარმოდგენილია მარმარილოს ორი სახეობა–წითელი და სავი.
    სოფელში მაღალ დონეზეა განვითარებული ხალხური რეწვა.
     მაქათუბანი
     მდებარეობს მდინარე ხელმოსმულის (ძირულის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზ.დ. 640 მ. ხარაგაულიდან 26 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XIX  ს. დასაწყისში. სალოცავი აგებულია მთაში, მეჩხერ ტყეში, სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს.
    მაქათუბანში არის სამკურნალოგოგირდოვანი წყლები.

    უბისა

     მდებარეობს მდინარე ძირულის  ნაპირზე, ზ.დ.320მ. ხარაგაულიდან 23 კმ.
    სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის უბისის IX ს. დიდებული ტაძარი. იგი აუგიათ გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებს. დემეტრე I ეპოქაში უბისის მონასტერს სახეცვლილება განუცდია, სვეტი და მონასტერი სვიმონ ჭყონდიდელს აუგია.
    უბისის ტაძარი დარბაზული ტიპისაა, მის ძირითად ბირთვს  წარმოადგენს გალავანის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს  მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან  და ჩრდილოეთიდან.
    ყურადღებას იპყრობს  უბისის სვეტი : „უბისის  სვეტი შირიმის  ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოეულ სართულში თითო ოთახით. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა (ვ.ცინცაძე)
    უბისი მიმართ განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს  მ,ეფე თამარი, მისი ბრძანებით მონასრერში წყალგაყვანილობის სისტემა  შეუქმნიათ. სწორედ ამიტომ  არის  ნათქვმაი თამარის ეპიტაფიაში: „უბისს ავაგე საყდარი, უწყლოსა წაყალი ვადინე“. უბისი მონასტრის  წყალგაყვანილობის  თიხის მილები დაცულია ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
    XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის ეპოქაში უბისის ტაძარი მოიხატა. უბისი კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ  დამიანეს მიერ. აკადემიკოს ბერიძის  აზრით, უდიდესი ფერმწერი დამიანე თავად კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე გერასიმე. მეცნიერის აზრით, დამიანე იყო შემკვეთი, შემსრულებელი მისი მოწაფე.
     მხატვრობაში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისცემა და სხვა.
    ფრესკებს შორის გამოიჩევბა „უბისის წმინდა გიორგის  ფრესკა“  და „საიდუმლო სერობა“.
    უბისის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები.
    უბისის ტაძრის სიახლოვეს, მდ. ძირულის მარცხენა მხარეს, „ძინძიბურის“ მარალ გორაკზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომნელთა ტევადობა 1000–2000 ფუთს შეადგენს.
    სოფელში, მონასტერთანჰ  ახლოს არის ადგილი და ნანგრევები, რომელსაც მოსახლეობა  უბისის „ნათათრის“ ციხის ნანგრევებს ეძახის.
    უბისის შემოგარენი და შესანიშნავი ტაზარი თავისი გრანდიოზულობით , უნიკალური ფრესკებით მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენს მხილველზე.
    ვაშლევი
    მდებარეობს მდინარე ძირულას ნაპირზე. ზ.დ.480 მ. ხარაგაულიდან 36 კმ. ეს სოფელი ხალხური რეწვის კერაა საქართველოში. მოსახლეობა ქსოვს და წნავს ათასგავრ ჭურჭელს, როგორც საკუთარი მოხმარების მიზნით, ასევე გასაყიდად. ვაშლევში ხალხური რეწვის  რამდენიმე ხანდაზმული  ოსტატია შემორჩენილი , რომელთა მადლით დავიწყებას არ მიეცა  წვნა, ქსოვა, ხის დამუშავება, თიხის ჭურჭლის დამზადება.
    კვესრევი - მდებარეობს მდ. ძირულას ხეობაში. ზ.დ 560 მ. ხარაგაულიდან 28 კმ.
    ერეთა– მდებარეობს მდინარე დუმალას  (ძირულას მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე ზ.დ. 520 მ. ხარაგაულიდან 35 კმ.
    ციხისძირი–მდებარეობს მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს  ზ.დ 440 მ. ხარაგაულიდან 32 კმ. სოფელში არის შუა საუკუნეების  ციხის ნანგრევები და სოფლ;ის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს .
    ამაშუკეთი–მდებარეობს  ძიორულას მარცხენა  მხარეს  ზ.დ. 570 მ. ხარაგაულიდან 33–334 კმ.
    ლეგენდის მიხედვით, ეს ტერიტორია მე–17 საუკუნეში დასახლებულა მეგრულ–კოლხური წარმოშობის ხალხით. გადმოცემით, დასავლეთიდან  წამოსულებს  დიდხანს  უვლიათ საცხოვრებელი  ადგილის შესარჩევად, „ კოზმანის“ სალოცავზე ულოციათ, ხოლო როცა იქიდან გამოუხედავთ, მდებარეობა მოსწონებიათ და უთქვამთ: ა–მაშ–უკეთესი რაღა იქნებოდაო და ამ ადგილებში დასახლებულან, სოფლისთვის კი ამაშუკეთი უწოდებიათ. შემდგომ  მათ იმერეთის მეფისაგან აზნაურის წოდება მიუღიათ.
    ვახუშტის რუკაზე ამაშუკეთში  ნაჩვენებია აზნაურის სასახლე.
    სოფლის თავში არის  კოზმანის მთა, რომელზეც აღმათულია კოზმანის სალოცავი. ხალხში გავრცელებული  თქმულებით ის წარმართობის დროინდელი სალოცავია. კოზმანი მთვარის სალოცავი ყოფიოლა. საქართველოშუი ქრისტიანობის გავრცელებასთან  დაკავშირებით  კოზმანის სალოცავიც  ქრისტიანული გამხდარა, იქ ნოემბრის თვეში აღნიშნავენ „კოზმანობის“ დღესასწაულს.
    სალოცავის ახლოს, ციცაბო კლდეზე არის  ადგილი, რომელსაც მოსახლეობა „სახრჩობელას“ ეძახის. აქ თურმე დასასჯელად სიკვდილმისჯილები მიჰყავდათ.
    კოზმანის სალოცავის ძირში, ჩრდილო–დასავლეთის მხარეს არის ქვაბული,
    რომელიც თქმულების მიხედვით უკავშირდება „დევის ხვრელის“ გამოქვაბულს ხარაგაულში.
    „კოზმ,ანის ქვაბული მდებარეობს ზ.დ 670 მ, სოფელ ამ,აშუკეთის სამხრეთ აღმოსავლეთით. მისი შესასვლელია  ნაპრალი, რომლის სიმაღლე 1 მეტრია, სიგანე 60 სმ. ნაპრალს სამკუთხედის ფორმა აქვს.  გვირაბი სამხრეთ–აღმოსავლეთისაკენ იხსნება. სიღრმეში  გვირაბის   სიგანე  მატულობს  2–3 მეტრამდე. მე–15 მეტრზე მკვეთრად უხვევს დასავლეთით.   35––ე მეტრზე, მარცხნივ, მოზრდილი ბაქანია, რომელსაც 5–მეტრიანი ჭა ებმის. შესასვლელიდან 90–ე მეტრზე არის კალციტის  ქერქთ შემოსაზღვრული „აბაზანები“, ზოგი გამშრალია, ზოგში წყალი დგას. ზოგან ჭერის სიმაღლე 6–8 მეტრია. ქვაბული ნაღვენთებით ღარიბია. სტალაქტიტები ბევრგან მომტვრეულია. აქა–იქ არის სტალაგმიტები. გვირაბის ერთ ნაწილში  „ჭერი“ დაფარულია მაკარონისებრი სტალაქტიტების „ტყით“.
    გამოქვაბულის სიგრძე 190 მეტრია. მღვიმე საინტერესოა ბიოსპალეოლოგიური  თვალსაზრისითაც, იქ  ცხოვრობენ ობობები,  დოლიხოპოდები, არიან ღამურებიც.“.
    ამჯერად ქვაბულში შესვლა და  დათვალიერება  შედარებით გაძნელებულია. კოზმანის სალოცავთან  ახლოს არის კოზმანის სამშენებლო ქვის კარიერი.
    ხარაგაულის რაიონში გახსნილ სკოლასთან  ერთ–ერთ პირველთაგანი იყო  ამაშუკეთის  სამონისტრო სკოლა.
    საკრებულოში გავრცელებული გვარებია: ამაშუკელი, ანთაძე, ბარბაქაძე, გამცემლიძე, გაჩეჩილაძე, ორგაძე, ეკავა, ერისთავი, კუპრაძე,  კურტანიძე, ლურსმანაშვილი, მაჩაიძე, პაქსაშვილი, სახვაძე, სებისკვერაძე, სხიულაძე, შათირიშვილი, წერეთელი, ყურავა, ხაჩიძე,
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი