{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ბორის საჯარო სკოლა

     

     

      

     

    დირექტორი

     

    ჰამლეტ ბერაძე

    პედაგოგთა რაოდენობა 24

    მოსწავლეთა რაოდენობა 115

    მისამართი: ხარაგაული, სოფელი ბორი

    ტელ: 595 90 33 81,   890 25 30 02,   577 671 633

     


    www.facebook.com/skolapansioni?ref=tn_tnmn

     

    სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1961 წლიდან.იგი 2003 წლამდე იწოდებოდა კიცხის საშუალო სკოლა ინტერნატად,2003 წლიდან იწოდებოდა როინ პავლაძის სახელობის კიცხის საშუალო სკოლა-ინტერნატად.


    2006 წელს სკოლების საჯარო სამართლის იურდიულ პირებად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სკოლა ჩამოყალიბდა ბორის საჯარო სკოლად და 2006 წლის მარტიდან იწოდება როგორც ბორის საჯარო სკოლა-პანსიონი.
    სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა:
    ბორის საჯარო სკოლა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სწავლას ახორციელებს, დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე. შესულია წესდების მესამე დანართში და ბავშვებს სთავაზობს პანსიონურ მომსახურეობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაციის „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ დახმარებით მოსწავლეებს სთავაზობს უფასოდ: კვებას, მედიკამენტებს,ოპერაციების დაფინანსებას,გამოკვლევების ჩატარებას, სტომატოლოგიურ დახმარებას.
    სეზონურად სკოლის ყველა მოსწავლეს ურიგდებათ ქურთუკები და ფეხსაცმელები და ასე შემდეგ,ამასთან ერთად მიმდინარეობს სახელობო სწავლების უზრუნველყოფა.კერძოდ პურის ცხობის შესწავლა,სტილისტის,ცეკვის, სიმღერის,ხატვის და კერვის უფასო წრეები.
    ასევე სკოლის სოციალურად დაუცველ კურსდამთავრებულებს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში უფინანსდებათ სწავლის საფასური.
    სკოლას წელიწადში ერთხელ სტუმრობს ამერიკელ მეგობართა ჯგუფი, რომლებიც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში სკოლაში ახორციელებენ სხვადასხვა ღონისძიებებს და ეცნობიან ახლოს სკოლის მოსწავლეებს.
    სკოლაში სწავლობს მოსწავლეების რამოდენიმე კატეგორია:
    1.მზრუნველობას მოკლებული ბავშვები,
    2. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის შვილები
    3. ტერიტორიული სიახლოვის გამო მოსიარულე ბავშვები
    სკოლა ბავშვებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამის სასკოლო სასწავლო გეგმას.
    სკოლის პრიორიტეტია გვერდში დაუდგეს გაჭირვებულ მოსახლეობას, შესთავაზოს მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება და გაუადვილოს მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღება. ასევე მოზარდის ინტელექტუალური პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება: მოსწავლეებისათვის სათანადო პირობების შექმნა, ინფორმაციის მოპოვებისა და იმ უნარ–ჩვევებისა და დამოკიდებულების გასავითარებლად, რომლებიც მას დასჭირდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მოსწავლეებისათვის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი ცოდნის გადაცემა; სკოლაში არასამთავრობო ორგანიოზაციის დახმარებით სახელობო სწავლების უზრუნველყოფა.
    სკოლა მუშაობას წარმართავს განათლების რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად.
    პრაქტიკაში ინერგება ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები და ინოვაციები. შექმნილია ძიების, შემოქმედებითი თანამშრომლoბის ატმოსფერო. პრაქტიკულადაა ხორცშესხმული მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ყველაფერი კეთდება მოზარდის ნიჭის, ინტერესების, სწავლის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის.
    სკოლა გამორჩეულია აქტიური და ინტერაქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ჩატარებული, თავისუფალი, მოდერნიზებელი გაკვეთილებით, სწავლებისა და აღზრდის თვისებრივად ახალ საფეხურზე დაყენებით.
    სკოლაში არსებობს სამოქალაქო კლუბი „სმარტკლუბი“რომელიც დიდი როლს თამაშობს სკოლის ცხოვრებაში კერძოდ:მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად ახორციელებენ სხვადასხვა სახის საინტერესო პროექტებს,ასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას,მონაწილეობენ გამწვანების აქციაში და ასე შემდეგ.
    თავისი არსებობის 50 წლის მანძილზე ბორის საჯარო სკოლამ სწავლებისა და აღზრდის შესანიშნავი ტრადიციები შექმნა.
    სკოლას გააჩნია 4ჰა-მდე მიწის ფართობი,აქვს სახნავ სათესი მიწები,სკოლის ეზოში განლაგებულია ოთხი შენობა: სასწავლო კორპუსი,საძინებელი კორპუსი,სასადილო,და სამეურნეო შენობა.სკოლას აქვს შიდა და გარე კალათბურთის მოედნები ასევე ფეხბურთის მოედანი.სკოლას აქვს ერთი ისტორიის კაბინეტი 15 კომპიუტერით,ასევე აქვს 13 კაბინეტი,ბიბლიოთეკა და მოწესრიგებული სველი წერტილები.სკოლას ყავს 58 თანამშრომელი.მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 110 ბავშვს,აქედან 15 ბავშვი სკოლაში ათევს ღამეს,სკოლაში არის ასევე სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი სადაც ირიცხება 22 მოსწავლე.
    www.facebook.com/pages/სოფელ-ბორის-საჯარო-სკოლა/274833609200495

    www.facebook.com/skolapansioni?ref=tn_tnmn

     

     

    სკოლის ისტორიიდან

    სკოლის მშენებლობა 1956 წელს დაიწყეს,დროებით შეჩერებული მშენებლობის გაგრძელება 1961 წელს დაევალა ახალგაზრდა პედაგოგიური გამოცდილების მქონე გოგი კალანდაძეს,რომლის უნარიანი და თავდაუზოგავი შრომის შედეგად 24 საათიანი მუშაობის გრაფიკით 1961 წლის პირველ სექტემბერს გაიხსნა კიცხის სკოლა ინტერნატი,რვა კლასის ბაზაზე და პირველი მოსწავლეები მიიღო I-IV კლასებში.პირველ პედაგოგებად დაინიშნენ:ლილი დევდარიანი,ზურაბ ფცქიალაძე,თამარ ბაქრაძე,ნანული ჩინჩალაძე,პავლე მაჭავრიანი,სასწავლო სააღმზრდელო ნაწილის გამგე იოსებ აბულაძე.

    დიდი სიყვარული,სითბო და ზრუნვა განაპირობებდა,იმას,რომ უამრავი ბავშვი მიიღო სკოლამ,თითოეულ კლასში 35-40 მოსწავლე,ამ მოთხოვნილების გამო 1969 წელს სკოლა ინტერნატი საშუალოდ გადაკეთდა და 1971 წელს პირველი კურსდამთავრებულები გაუშვა.

    საშუალო სკოლისთვის დამახასიათებელი ყველა კაბინეტ-ლაბორატორიებით იქნა აღჭურვილი. გალამაზდა და მცენარეული საფარით დაიფარა ეზო.სამოთხის ბაღს დაემსგავსა შემოგარენი და ამ სილამაზეს და წესრიგს კვლავ სკოლა-ინტერნატის დირექტორი გოგი კალანდაძე წარმატებით ართმევდა თავს,იმის გამო,რომ ზემო იმერეთში ერთადერთი ამ ტიპის დაწესებულება იყო.მოსწავლეთა შორის იყვნენ:აფხაზები,რუსები,სომხები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.

    1975 წელს სკოლა-ინტერნატს სათავეში აკაკი ჩხიკვაძე ჩაუდგა , რომლის ენერგიული და პრინციპული მუშაობის შედეგად მრავალი სიახლე დაინერგა.სკოლაში გაიხსნა სადღეღამისო სკოლამდელი აღზრდის განყოფილების ორი ჯგუფი,გაიხსნა უცხო ენის შემსწავლელი ლინგოფონის კაბინეტი,განმტკიცდა სკოლა-ინტერნატის მატერიალური ტექნიკური ბაზა და მრავალი სხვა.

    აკაკი ჩხიკვაძე დღეს 84 წლისაა და წარმატებით აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას,მოზარდებს უნერგავს წარსულის ცოდნას და მომავლის სწორად ჭვრეტის უნარს.

    1988 წლიდან სკოლა ინტერნატის ხელმძღვანელობას აგრძელებს ბატონი ვარლამ ვეფხვაძე ,რომელიც კარგად იცნობდა როგორც კოლექტივს,ისე მისი მუშაობის სტილსა და მეთოდებს მისი მოღვაწეობის პერიოდი დაემთხვა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს,სამოქალაქო ომებს,ეროვნულ მოძრაობას,მძიმე სოციალურ ეკონომიკურ პირობებში უხდებოდა მუშაობა მთელ კოლექტივს,ენთუზიაზმის ხარჯზე,უხელფასოდ თვეობით,მაგრამ ვერ ღალატობდა მოზარდთა ზრუნვას და სწავლა-აღზრდის საქმეს.

    ამ პერიოდში შემოვიდა სკოლაში პირველი ჰუმანიტარული დახმარება,პირველი არასამთავრობო ორგანიზაციები,რომლებმაც ადგილობრივი მწირი ბიუჯეტის შემდეგ ამოსუნთქვის საშუალება მისცა სკოლას.ბატონი ვარლამ ვეფხვაძის დამსახურებაა,რომ შეძლო კოლექტივთან ერთად შეენარჩუნებია მყარ საძირკველზე მდგარი სკოლა.

    სკოლამ მისი არსებობის მანძილზე ათობით და ასობით ახალგაზრდა გაუშვა ცხოვრების გზაზე,მრავალი წარმატებული ადამიანი მოღვაწეობს სახელმწიფო მშენებლობის სხვადასხვა სფეროში მათ შორის:ნ.კელენჟერიძე, ალ.მახათაძე, ალ.ნიქაბაძე, პ.გიორგაძე, მ.მაჭავარიანი, ზ.მაჭავარიანი, ლ.ფაიქრიძე, ქ.პავლაძე,

    წარმატებული სტუდენტები და ასპირანტები.

    მშობლიურ სკოლაში მოღვაწეობენ ა.სახვაძე, მ.ხიჯაკაძე, გ.ჭანკოტაძე.

     

    სკოლის დღეს  წარმატებულად ხელმძვანელობს   ჰამლეტ ბერაძე,რომლის ძალისხმევის შედეგია თუნდაც ის,რომ აფხაზეთის ომის მონაწილის რ.პავლაძის სახელობის კიცხის საშუალო სკოლა ინტერნატს მისი ადგილმდებბარეობის გამო დამსახურებულად მიეკუთვნა ბორის საჯარო სკოლა პანსიონის სახელი.

    ქვეყანაში უკანასკნელი პოლიტიკური ცხოვრების შედეგია ის, რომ სკოლის მატერიალურ ტექნიკური ბაზა თანამედროვე სტანდარტების დონეზე ადის,სკოლის კომპიუტერული სისტემა მოზარდთა განვითარების საწინდარია.

    სკოლა პანსიონი რომელიც ისტორიული ბორის ტერიტორიაზე 21-ე საუკუნის ახალ ფურცლებს ავსებს ფართო პერსპექტივები აქვს გადაშლილი.

     

     

     

     

    ინფორმაცია სოფელ ბორის შესახებ
    თემი კიცხი
    დაარსდა - ბრინჯაოს ხანაში
    ზღვის დონიდან 400 მ
    მოსახლეობა 475 კაცი
    დროის სარტყელი UTC+3
    ბორი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (კიცხის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე. მდინარე ბორიმელას (ჩხერიმელას შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 400 მეტრი. ხარაგაულიდან 10 კილომეტრი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესია. სოფელში არის საჯარო სკოლა-პანსიონი

    ბორში გვიანდელი ბრაინჯაოს ხანიდან მოყოლებული ადამიანის უწყვეტი ცხოვრების კვალი სჩანს. 1902–1903 წწ. და 1907–1909 წწ. აქ აღმოჩნდა არქეოლოგიური ნივთები. 1938 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაადგინა, რომ ეს სამარხეული ინვენტარი იყო. 1963 წლის არქეოლოგიური გათხრებით გაირკვა, რომ ბორის მიდამოებში ათიოდე ჰექტარზე ბუდეებადაა გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. სამარხები ორი სახისაა: ქვევრსამარხები და ორმოსამარხები. აღმოჩნდა ოქროს სამკაული, ვერცხლის ბრინჯაოსა და მინის ჭურჭელი. III საუკუნის ერთ–ერთ თასზე გამოსახულია საკურთხევლის წინ მდგარი ცხენი. თასზე არმაზული წარწერაა: „ბუზმიჰრ, კეთილი პიტიახში, სული მარადი“. სავარაუდოა რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო. ნივთები დაცულია ერმიტაჟში, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.

     

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
  • კიცხის საჯარო სკოლა
  • ზვარის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • ბაზალეთის საჯარო სკოლა
  • დაბის N 2 საჯარო სკოლა
  • ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
  • საღანძილის საჯარო სკოლა
  • ლეღვნის საჯარო სკოლა
  • ვახანის საჯარო სკოლა
  • მოლითის საჯარო სკოლა
  • წიფის საჯარო სკოლა
  • ხიდრის საჯარო სკოლა
  • ვარძიის საჯარო სკოლა
  • წყალაფორეთის საჯარო სკოლა
  • ლაშის საჯარო სკოლა
  • ნადაბურის საჯარო სკოლა
  • ღორეშის საჯარო სკოლა
  • ბორითის საჯარო სკოლა
  • ხევის საჯარო სკოლა
  • ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
  • სარგვეშის საჯარო სკოლა
  • უბისის საჯარო სკოლა
  • ხუნევის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი