{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი

     

    მდებარეობა- სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი,

    ფართობი- 85 047 ათასი ჰა

    დაარსდა -1995 წელს

    მმართველი ორგანო  - დაცული ტერიტორიების სააგენტო

     

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკია ევროპაში, მოიცავს 6 ადმინისტრაციულ ერთეულს, კერძოდ ბორჯომის, ხარაგაულის, ხაშურის, ახალციხის, აბასთუმნის და ბაღდათის ტერიტორიებს.
    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და ქმნის მცირე კავკასიონის მთების აღმოსავლეთ ნაწილს. მისი საერთო ფართობი შეადგენს 85,083 ჰექტარს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1%-ზე მეტია.ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები მდებარეობს ბორჯომსა და ხარაგაულში. პარკის ადმინისტრაცია მართავს ოთხი სხვადასხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიას - ბორჯომის ნაკრძალი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ნეძვის აღკვეთილი და გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი.
    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დაარსდა 1995 წელს და მისი მთლიანი ფართობია 85 083 ათასი ჰექტარი, რომელიც წარმოდგენილია კარგად შენახული და დაცული ტყის ჰაბიტატებით, იშვიათი და განუმეორებელი ფლორითა და ფაუნით, თვითმყოფადი და განუმეორებელი ლანდშაფტებით.
    ტურისტულ და მეცნიერულ ინტერესს იწვევს გეოგრაფიული და ეკოლოგიური ზონების მრავალფეროვნება, მდიდარი ცხოველთა სამყარო და მრავალფეროვანი მცენარეული საფარი. დაცულ ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ძეგლები პარკს ქართული კულტურით დაინტერესებულთათვისაც მიმზიდველს ხდის.
    პარკში შექმნილია ტურისტული ბილიკები და ინფრასტრუქტურა, მუშაობს 9 ტურისტული მარშრუტი, რომელთა გასწვრივაც მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, აქტიურად ხორციელდება ეკოსაგანმანათლებლო ქმედებები, აღირიცხება პარკში არსებული ფლორისა და ფაუნის იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები და ხორციელდება მათი In-situ კონსერვაცია.

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირველი ეროვნული პარკია კავკასიაში.რასაც ადასტურებს 2007 წელს მისი გაწევრიანება ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელში PAN Park. ეროვნულმა პარკმა 2010 წელს განმეორებით მიიღო PAN Park - ის სერტიფიკატი, რაც კიდევ ერთხელ ნიშნავს პარკის ბუნებრივი ფასეულობების და ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო აღიარებას.

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში და წარმოადგენს მცირე კავკასიის ნაწილს. ეს პარკი ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში - იგი 76 000 ჰექტარზე მეტს მოიცავს, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1%-ს შეადგენს.

     

    მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში. მრავალრიცხოვანი ენდემური და რელიქტური ფლორის ნიმუშები, აგრეთვე ფაუნის იშვიათი წარმომადგენლები შეგიძლიათ იხილოთ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტყეებში, მის სუბალპურ და ალპურ მდელოებზე.

     

    ისტორია და ბუნება


    დაცული ტერიტორიების ისტორია საქართველოში შუა საუკუნეებიდან იწყება. ეს იყო ძირითადად მეფეთა და ადგილობრივ ფეოდალთა სამონადირეო ადგილები. გარემოს დაცვის ახალი ეტაპი დაიწყო მეცხრამეტე საუკუნიდან, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა და რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. 1862 წელს ამიერკავკასიაში მეფის ნაცვლად დაინიშნა რუსეთის მაშინდელი იმპერატორის ძმა მიხეილ რომანოვი. მას ძალიან მოეწონა ბორჯომის თვალწარმტაცი ხეობა და იქ საზაფხულო რეზიდენციის აშენება გადაწყვიტა. 1871 წელს რუსეთის ხელმწიფე ალექსანდრე II-მ ძმას მთელი ბორჯომის ხეობა აჩუქა. მალე მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი ნაწილი შემოღობა და უნებართვოდ ხე-ტყის მოჭრა და ნადირობა აკრძალა. ას წელზე მეტი ხნის ბობოქარი ისტორიის გავლის შემდეგ ბორჯომ-სარაგაულის დამაარსებლებმა მიხეილ რომანოვის მიერ შექმნილი დაცული ტერიტორია კავკასიის რეგიონში პირველი ეროვნული პარკის დაარსების საფუძვლად გამოიყენეს.

     

    პირველი ეროვნული პარკი კავკასიაში

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ამ სახის პირველი პარკია კავკასიაში. იგი შეიქმნა 1995 წელს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და გერმანიის მთავრობის დახმარებით და ოფიციალურად გაიხსნა 2001 წელს.

     

    ტყეები

     

        

     

    ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შეიქმნა ველური (პირველყოფილი) ბუნების მრავალფეროვანების, განსაკუთრებით კი მისი მთის ხელუხლებელი ტყეების დასაცავად. ეროვნული პარკის ჩრდილოეთის ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) ლაშქრობისას თქვენ მოხვდებით შერეულ ფართოფოთლოვან ტყეში, რომელსაც ქმნან ძირითადად წაბლი, წიფელყ და რცხილა. მათში შერეულია მურყოვანი, ცაცხვი, კოლხური მუხა და ზოგიერთი სხვა. მარადმწვანე ქვეტყე წარმოდგენილია დეკით, წყავით და სხვებით. ისინი კოლხურ ტყეს მკვეთრად გამოკვეთილ სუბტროპიკულ ხასიათს აძლევენ. 1400 მეტრის სიმაღლეზე ტყის სარტყლის შუა საფეხურზე გავრცელებულია წიფლნარი. ძედა საფეხურზე კი გაბატონებულის შერეული ფართოფოთლოვან-წიწვობანი ტყეები.

     

    ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში პარკის ეს ნაწილში განსაკუთრებით თვალწარმტაცია. ეროვნული პარკის სამხრეთ ნაწილში კოლხეთის ფლორის ელემენტები მეტად შეზღუდულია. აქ განვითარებულია ქართული მუხის და ფიჭვის ტყეები. სუბალპურ სარტყელში მოხვედრილი ვიზიტორი (1800-2200მ) იხილავს სუბალპურ ტყეებს და დეკის ქვეტყეს, სუბალპურ მდელოებს, რომლებიც განსაკუთრებით ფერების მრავალსახეობით გამოირჩევა და სუბალპური მაღალბალახეულობას. შემორჩენილია აგრეთვე მთის დეკა, მთის მუხის ტყეები და ნაძვნარი.

     

    ფაუნა

    მრავალფეროვანია ბორჯომ-ხარაგაულის ფაუნა. ეროვნული პარკის მშვენება მისი ძუძუმწოვარა მაცხოვრებლები არიან. მსხვილი მტაცებლებიდან ნაკრძალში გვხვდება მგელი, ფოცხვერი და დათვი. ჩლიქოსნებიდან პარკის ტერიტორიაზე ყველაზე ხშირად შველსა და გარეულ ღორს  ნახავთ. ბორჯომის ხეობა ყოველთვის განთქმული იყო კავკასიური კეთილშობილი ირმის პოპულაციით. ირმის რაოდენობამ ამჟამად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 140-მდე მიაღწია. აქაურ კლდეებზე ოდითგანვე სახლობდნენ ნიამორები, თუმცა ამჟამად აქ მხოლოდ რეინტროდუცირებული ნიამორები ბინადრობენ, რომლებიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციასა და ბუნებისდაცვის მსოფლიო ფონდის  მხარდაჭერით მეზობელი სომხეთიდან იქნა შემოყვანილი. აქ გავრცელებული მსხვილი ძუძუმწოვრების უმრავლესობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შესული.

      წვრილი ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ რამდენიმე სახეობის თაგვი, ძილგუდა, სინდიოფალა, ტყის კვერნა, კლდის კვერნა, კავკასიური ციყვები. ფაქტიურად ყველგან გვხვდება მელა  და კურდღელი.

      ქვეწარმავლებიდან ეროვნულ პარკში ხვლიკის და გველის რამდენიმე სახეობა გვხვდება. მათგან აღსანიშნავია, კავკასიური ჯოჯო და ხმელთაშუაზღვის კუ.

      ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მკვიდრი ფრინველებიდან აღსანიშნავია ისეთი იშვიათი სახეობები, როგორიცაა მთის არწივი, ორბი , სვავი  და კავკასიური როჭო .

     

         

     

    ეროვნული პარკის ეს მრავალფეროვნება მნახველთაგან გაფრთხილებას მოითხოვს - ყველა მცენარეს და ცხოველს კანონი იცავს! ეროვნული პარკი კულტურულ ლანდშაფტებში გადაშენებული ბევრი სახეობისათვის ერთადერთ თავშესაფარს წარმოადგენს. მკაცრად იკრძალება ნადირობა და მცენარეების შეგროვება. გთხოვთ, თქვენი მოქმედებით არ დააფრთხოთ ცხოველები და არ დააზიანოთ მცენარეები.

     

        

     

    ფლორა

     

    ეროვნული პარკის ვეგეტაცია მნახველებს მრავალ სასიამოვნო სიურპრიზს პირდება და საშუალებას აძლევს, დატკბეს ბუნების მრავალფეროვნებით.

     

    ეროვნული პარკის ჩრდილოეთ ნაწილში (ხარაგაულის რაიონი) 400-1800 მეტრის სიმაღლეზე დომინირებს კოლხური ტყის მცენარეულობა. კოლხური ტყის თავისებურებაა ტყის საბურველქვეშ განვითარებული მარადმწვანე ბუჩქები: შქერის, ძმერხლის, ბაძგის და სხვა ქვეტყე. მნახველებისათვის განსაკუტრებით შთამბეჭდავია ეროვნული პარკის მონახულება აზაფხულზე დეკის ყვავილობის დროს. 200 მეტრის სიმაღლეზე თქვენ მოხვდებით სუბალპურ მდელოებზე. მათი შემქმნელი სახეობებია: კავკასიური კურდღლისფრჩხილა, ბაია, მარმუჭა, ფრინტა და სხვა. ეროვნული პარკის ყველაზე მაღალ ადგილას, სამეცხვარეოს მთაზე 2642 მეტრის სიმაღლეზე შეგიძლიათ დატკბეთ ალპური მდელოების მრავალფეროვანი მცენარეებით ივლისსა და აგვისტოში.

     

        

        

     --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

    დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.

      ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები.

      ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო. 

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტები
  • ხარაგაულის ტურისტული მარშრუტები
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი