{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გაერთიანების შესახებ

    საქმიანობა

                   ბაღში შექმნილია შესანიშნავი გარემო და საუკეთესო პირობები   სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდა განვითარებისთვის.

                  პატარების აღზრდა-განვითარება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდოლოგიით, რომელიც მომზადებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სკოლამდელი და ინკლუზიური განათლების ცენტრში, თბილისის მერიისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.

    •          ბავშვები მიიღებიან  1,5 წლის ასაკიდან  6 წლამდე;
    •          ყველა ასაკობრივ ჯგუფში არის შუადღის ძილი;
    •          ყოველდღიური გამაჯანსაღებელი ვარჯიში;
    •          სამჯერადი  კვება;

     

     

    ჩვენს შესახებ

              ბავშვებს ემსახურებიან მაღალი კვალიფიციური პედაგოგები: ლოგოპედი, ფსიქოლოგი, ინგლისურის მასწავლებელი, მუსიკის და რიტმიკის პედაგოგები, ასევე ბაღს ყავს ექთანი.

            საბავშვო ბაღში ყოველი აქტივობა  ტარდება ბაღის წესდებით დადგენილი დღის რეჟიმის მიხედვით.

           ბაღს აქვს საკუთარი კეთილმოწყობილი ეზო, სხვადასხვა გასართობი საშუალებებით. ბაღი აღჭურვილია თანამედროვე ავეჯით გვაქვს მყუდრო და დაცული გარემო.

     

    პროგრამა

         ბაღი ორიენტირებულია ბავშვის გონებრივ, ფიზიკურ, ზნეობრივ და ეთიკურ აღზრდაზე. რის შედეგადაც მათ უყალიბდებათ სათანადო უნარ-ჩვევები ,რაც ხელს უწყოფს მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას და მომზადებას სკოლისა და მომავალი ცხოვრებისთვის.

          სწავლების შინაარსი თემატურია

                ახალ პროგრამაში შესული თითოეული თემა მოიცავს ბაღში განსახორციელებელი აქტივობების  მთელ პაკეტს , აქტივობათა სრული აღწერილობით და დაყოფილია შემდეგ კატეგორიად.

    •          ხელოვნება.
    •          მუსიკა და მოძრაობა.
    •          სამაგიდო აქტივობები.
    •          წიგნიერება მეტყველება.
    •          დრამატული აქტივობები.
    •          სენსორული აქტივობები.
    •          მეცნიერება.
    •          კონსტრუქციული აქტივობები.
    •          დილის და საღამოს წრეები.

      

     ღონისძიებები.

      წელიწადში ოთხჯერ ტარდება საჩვენებელი ზეიმები, ყოველი თემის გავლის შემდეგ პრეზენტაციები.შემოქმედ პედაგოგთა ძალებით შექმნილია   თოჯინების თეატრი  და საბავშვო მიუზიკლი, რაც  დადბით ზეგავლენას და ხალისიან  განწყობას უქმნის ბავშვებს.

    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

     

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი