{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №31
    2014 წლის 2 სექტემბერი დ. ხარაგაული

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება
    (დანართი №1).

    მუხლი 2
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №21
    დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების
    დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე №29, 2010 წლის 24 სექტემბერი, მუხლი 815).
    მუხლი 3
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 მარტის №5
    დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
    საინფორმაციო უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ( ვებგვერდი, 07/03/2014)
    მუხლი 4
    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

    .

    .00

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ -
    სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს
    ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმისწარმოებას, მათ
    კომუნიკაციას ერთმანეთთან. მუნიციპალტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების
    ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან,
    სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან,
    გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.
    2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ
    დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

    3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    4. სამსახურს აქვს დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

    5. ადმინისტრაციული სამსახურის მისამართია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.

    მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

    1.სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსების, გამგებლის თანაშემწის, გენდერულ საკითხებში გამგებლის მრჩეველის , მთავარი და წამყვანი სპეციალისტებისაგან.
    2. სამსახურის განყოფილებებია:

    ა) იურიდიული განყოფილება;

    ბ) საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;

    გ) წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილება.

     


    მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები
    სამსახურის ფუნქციებია


    ორგანიზაციურ-ტექნიკურად უზრუნველყოს გამგეობის სამუშაო თათბირების, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება.
    მოამზადოს გამგებლის ადმინისტრაციული აქტები, საკრებულოში წარსადგენი ადმინისტრაციული აქტების პროექტები.
    უზრუნველყოს სამსახურებრივი დოკუმენტების , მოქალაქეთა, ორგანიცაციების, დაწესებულებების მიერ გამოგზავნილი წერილების და მომართვების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, მათი გადაგზავნა ადრესატისათვის, უზრუნველყოს დოკუმენტაციის შენახვა და საარქივო მასალის დამუშავება. უზრუნველყოს გამგეობის თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება.
    გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციებისა და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება.
    უზრუნველყოს მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვისა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
    მოახდინოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, ანალიტიკური, საცნობარო და ტექნოლოგიურ-პროგრამული უზრუნველყოფა. მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ინფორმაციის გავრცელება, მასობრივი ინფორმაციის ორგანოებთან მუშაოების ორგანიზება. უზრუნველყოს მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურება.
    უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება.
    მოამზადოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მასალები.
    უზრუნველყოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში
    გამგებლის წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა.
    უზრუნველყოს გამგებლის პრესკომფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი
    თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებყოვეთვიური პრესდაიჯესტის მომზადება და
    გამოქვეყნება.
    უზრუნველყოფს გამგეობის ვებგვერდისათვის ტექსტური მასალების, ასევე აუდიო და ვიდეო
    სიუჟეტების მასალების მომზადება.
    მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით
    განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

     


    მუხლი 4. სამსახურის უფროსი
    1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე,
    რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს
    გამგებელი.
    2. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

    ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

    ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

    გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა

    სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

    დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

    ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

    ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ;

    ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    თ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

    მუხლი 5
    განყოფილების უფროსი
    1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
    თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    2. განყოფილების უფროსი:

    ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

    ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

    გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

    დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.

    ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;

    ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
    მუხლი 6. იურიდიული განყოფილების ფუნქციები
    სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
    1.გამგებლის, გამგეობის სამსახურებისა და თანამდებობის პირების იურიდიულ კონსულტირებას,
    სამართლებრივი დასკვნების მომზადებას.

    2. გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან.

    3. მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში.

    4. მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

    5. მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 7. საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციები
    საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:


    შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას. შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას. დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის.
    დავალებების სათანადოდ გაფორმებას.
    დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის
    მომზადებას.
    გასული დოკუმენტების გაგზავნას.
    საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად.
    საქმეთა ნომენკლატურის შედგენას.
    ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას.
    საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას.
    გამგეობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე.
    გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების
    პროექტების მომზადებას, პირადი საქმეების წარმოებას, მოსამსახურეების ,,საჯარო სამსახურის შესახებ"
    საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის
    შემოწმებას, შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას,
    აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე.
    მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას, კონტროლს მოსამსახურეთა მიერ კანონით
    დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას
    და აღრიცხვას;
    კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში.
    გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას.
    მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების
    ორგანიზებას.
    გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და
    საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების
    მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას.

    მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

    მუხლი 8. წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
    1. გამგებლის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება:

    ა) წარმართავს წარმომადგენლების საქმიანობას;

    ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულების კავშირს გამგეობასთან; გ) ორგანიზებას უწევს წარმომადგენლების საქმიანობას;
    დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

    ვ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს;

    ზ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალური ქონების აღრიცხვას, ახორციელებს ამ ქონების დაცვას და აკონტროლებს მის მიზნობრივ გამოყენებას.

    თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სამსახურის უფროსი
  • ადმინისტრაციული სამსახურის თანამშრომლები
  • იურიდიული განყოფილება
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
  • საქმისწარმოების და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება
  • წარმომადგენლებთან კოორდინირების განყოფილება
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი