{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

    დებულება

     

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №37
    2014 წლის 2 სექტემბერი

    დაბა ხარაგაული

     


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის და
    ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1).
    მუხლი 2
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის
    №24 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ
    აქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე №29, 2010 წლის 24
    სექტემბერი, მუხლი 818).
    მუხლი 3
    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი №1

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება
    მუხლი 1
    ზოგადი დებულება
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა
    სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც
    უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურის და
    სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას,
    განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი
    დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

    2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “, საქართველოს კანონმდებლობით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და გამგეობის დებულებით.

    3. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი და ბეჭედი სამსახურის დასახელებით.

    4. სამსახურის ადგილსამყოფელია: დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქ. №15.

     

    მუხლი 2
    . სამსახურის უფლება - მოვალეობები
    1. განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ფუნქციაა:

    ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლების, კულტურის და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადება; დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;

    ბ) წინადადებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, საგანმანათლებლო, სკოლისგარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;

    გ) კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება;

    დ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;

    ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;

    ვ) სპორტულ და კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაცია;

    ზ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა, განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობა;

    თ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    2. სამსახურს უფლება აქვს:

    ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

    ბ) საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ადმინისტრაციული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია;

    გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

    დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
    მუხლი 3
    სამსახურის სტრუქტურა
    1. სამსახურის უფროსს და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
    2. სამსახური აერთიანებს:

    ა) სამსახურის უფროსს;

    ბ) მთავარ სპეციალისტს კულტურის საკითხებში; გ) მთავარ სპეციალისტს განათლების საკითხებში; დ) მთავარ სპეციალისტს სპორტის საკითხებში;
    ე) მთავარ სპეციალისტს ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში.

     

    მუხლი 4

    სამსახურის უფროსი
    1. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი არის
    ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე
    ნიშნავს და თანამდებობიბდან ათავისუფლებს გამგებელი.

    2. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

    ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

    ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

    გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

    დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

    ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ;

    ვ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე;

    თ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • სამსახურის უფროსი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი