{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

    დებულება

     

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №38
    2014 წლის 2 სექტემბერი დ. ხარაგაული

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
    თანდართული დებულება (დანართი №1)
    მუხლი 2
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 სექტემბრის №
    26 დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის
    სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საკანონმდებლო მაცნე №29 . 2010 წლის 24 სექტემბერი
    მუხლი 820)
    მუხლი 3
    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი №1
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის
    დებულება
    ეს დებულება „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო
    ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ და
    „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და გამგეობის დებულების შესაბამისად, განსაზღვრავს
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შექმნისა და
    ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის
    ორგანიზაციას.
    მუხლი 1. ზოგადი დებულება
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური წარმოადგენს
    მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმართველობის
    კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
    შესახებ“ და „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს
    მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო
    სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული
    საკითხების გადაწყვეტას.
    2. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ საქართველოს
    ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო
    სამსახურის შესახებ“ და „ მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    გამგეობის დებულებისა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

    3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.

    4. სამსახური ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

    5. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და დადგენილი ფორმის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ბლანკი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით და სხვა საჭირო რეკვიზიტები.

    მუხლი 2. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციები
    სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციებია:
    1. უზრუნველყოს მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის
    მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება.

    2. უზრუნველყოს ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობა.

    3. გააკონტროლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულება.

    4. სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება.

    5. აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მომზადება და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფში გაგზავნა.

    6. რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის ) ორგანიზება.

    7. ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;

    8. 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა.

    9. მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება.

    10. სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტებში წარდგენა.

    11. სასწავლო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი.

    12. ხალხისა და სატრანსპორტო რესურსის მობილიზაცია, სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება.

    13. მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი ზომების მიღება, მათში დასმული საკითხების დროულად და კანონის ფარგლებში გადაწყვეტა.

    14. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე აწარმოოს მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა;

    15. სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში წესების დარღვევის ფაქტებზე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში კანონმდებლობით დადგენილი კომპენტენციის ფარგლებში მასალები გადასცეს სამართალდამცავ ორგანოებს;

    16. განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.

    მუხლი 3. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სტრუქტურა:
    1. სამსახური შემადგენლობაში შედის:

    ა) სამსახურის უფროსი;

    ბ) მთავარი სპეციალისტი; გ) წამყვანი სპეციალისტი.

    მუხლი 4. სამსახურის უფროსი
    1. სამსახურის უფროსი:
    ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე არსებული ამოცანების
    შესრულებისათვის;

    ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს მოხსენებით ბარათს ახალგაზრდობის სამხედრო სამსახურისათვის მომზადების, პირველადი სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სხვა სამუშაოს შესრულების შესახებ სათანადო ბრძანების პროექტს ბრძანების გამოტანის მიზნით;

    გ) გამგებელს წარუდგენს დასამტკიცებლად მობილიზაციის, აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე ბრძანების პროექტს;

    1. ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს:

    ა) სამობილიზაციო რესურსის სრულყოფილ და ხარისხიან აღრიცხვას; ბ) მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გაწვევას;
    გ) დადგენილი ფორმის ანგარიშების და მოხსენებების ხარისხიან და დროულ წარდგენას შესაბამის ორგანოებში;

    დ) სამხედრო სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას;

    ე) გაძლიერების აპარატის მომზადებასა და სამობილიზაციო გაშლის ბაზის სრულყოფას;

    ვ) სახელმწიფო (კერძო) სექტორის საწარმოების, დაწესებულებების მუშაკთა დაჯავშნის საკითხთა გადაწყვეტის შემოწმებას;

    ზ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის საშტატო ნუსხასა და ხარჯთა ნუსხაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

    თ) უფლებამოსილია თავისი კომპენტენციის ფარგლებში შეუფერხებლად გამოითხოვოს და მიიღოს საჭირო ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან მათი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებლივი ფორმის მიუხედავად.

    2.სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    მუხლი 5. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის თანამშრომლები ვალდებულია:
    1. აწარმოონ დადგენილი წესით სამობილიზაციო რესურსების აღრიცხვა, გაწვევა და ტექნიკის მიწოდება
    შეიარაღებულ ძალებში მშვიდობიანობისა და მობილიზაციის დროს იმ მოცულობითა და ვადებში, რომლებიც
    განსაზღვრულია დავალებით.
    2. დროულად და ხარისხიანად შეადგინონ დადგენილი ფორმის ანგარიშები და მოხსენებები შესაბამის
    ორგანოებში წარსადგენად.

    3. მოაწყონ სამობილიზაციო სწავლებები.

    4. შეასრულონ სამსახურის უფროსის დავალებები სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სამსახურის უფროსი
  • სამსახურის თანამშრომლები
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი