{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

     

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №35
    2014 წლის 2 სექტემბერი

    დაბა ხარაგაული

     


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის
    თანდართული დებულება (დანართი №1).
    მუხლი 2
    ძალადაკარგულედ გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №6
    დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების
    დამტკიცების შესახებ“ (ვებგვერდი, 11/03/2013).
    მუხლი 3
    ძალადაკარგულად გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №7
    დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის
    დებულების დამტკიცების შესახებ“( ვებგვერდი, 11/03/2013).
    მუხლი 4
    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი №1

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება
    მუხლი 1
    ზოგადი დებულებანი
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში
    შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს
    მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ–ეპიდემიოლოგიური მომსახურების,
    სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა
    განხორციელებას.

    2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, წინამდებარე დებულების და მუნიციპალიტეტის სახვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

    3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.

    4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი და ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

    5. სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.
    მუხლი 2
    სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციები

    და ამოცანებია:

    ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

    ბ) ეპიდსიტუაციისას ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება;

    გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების (საავადმყოფო,პოლიკლინიკა, სოფლის ამბულატორიები და ა.შ.) მონიტორინგი.

    დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო-სააღმზრდელო და სხვა დაწესებულებების მონიტორინგი სანიტარიულ-ჰიგიენური კუთხით;

    ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით, სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა- რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სანიტ.ზედამხედველობის განხორციელება;

    ვ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;

    ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

    თ) სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება;

    ი) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

    კ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;

    ლ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი;

    მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაცემების შეგროვება და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

    ნ) მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური რეაბილიტაციისთვის საჭირო მუნიციპალური პროგრამების შედგენა და მისი უზრუნველყოფა;

    ო) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;

    პ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    2. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელებისთვის სამსახურს უფლება აქვს:

    ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები;

    ბ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე მოამზადოს სათანადო წინადადებები და დასკვნები შესაბამის ინსტანციაში წარსადგენად;

    გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

    დ) მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით;

    ე) შეიმუშავოს წინადადებები და დასკვნები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამკურნალო- პროფილაქტიკური დაწესებულებების გახსნის, გაუქმებისა და რეორგანიზაციის შესახებ;

    ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

    3. სამსახური ვალდებულია:

    ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

    ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის სამართლებრივი აქტები;

    გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;

    დ) თავის ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
    მუხლი 3
    სამსახურის სტრუქტურა
    1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის და მთავარი სპეციალისტებისაგან.

    2. სამსახურის განყოფილება:

    ა) სოციალური დაცვის განყოფილება.
    მუხლი 4
    სამსახურის უფროსი
    1. გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი
    თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
    თანამდებობიბდან ათავისუფლებს გამგებელი.

    2. გამგეობის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი:

    ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

    ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

    გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

    დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

    ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

    ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებუილ სამუშაოთა შესახებ;

    ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

    თ) ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.

    მუხლი 5
    განყოფილების უფროსი
    1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
    თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    2. განყოფილების უფროსი:

    ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

    ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

    გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

    დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.

    ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების შესახებ;

    ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოსამსახურე.
    მუხლი 6
    სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
    1. თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის, პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

    2. სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

    3. სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.

    4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.

    5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა.

    6. სამზრუნველო ქსელის განვითარება, თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება დამოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

    7. მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება.

    8. ღონისძიებათა დაგეგმვა დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

    9. იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

    10. შრომის ბაზრის ანალიზი და შესაბამის წინადადებათა მომზადება.

    11. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი.

    12. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სამსახურის უფროსი
  • სოციალური დაცვის განყოფილება
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი