{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ეკლესია-მონასტრები
     
    ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი

     

     

    ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტერი  ხუროთმოძღვრული ტიპი- ბაზილიკა

    ხუროთმოძღვრული სტილი - სამნავიანი ბაზილიკა

    თარიღდება - IX-X საუკუნეების მიჯნა
    ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ.IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია.ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.
    ტაძარი
    ნუნისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი IX-X საუკუნით თარიღდება, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას უფრო ადრეული პერიოდის ძეგლადაც მიიჩნევს. არსებობს გადმოცემა, რომელიც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელს უკავშირდება. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ წმინდა მეფე ჯართან ერთად ამ ადგილის გავლით მიდიოდა. საპალნით დატვირთულ სახედრებს ზურგი ჰქონიათ დაზიანებული. როდესაც ხევს მიდგომიან, სახედრები წყალში ჩაწოლილან და ჩქარა მოცოცხლებულან. სამკურნალო წყლის სასიკეთო შედეგს მიუქცევია მეფე დავითის ყურადღება და სოფელ ნუნისის ტაძრისთვის შესაწირი გაუღია. ნუნისის ტაძარი სამნავიანი ბაზილიკაა და არსებობის მანძილზე არაერთხელ დანგრეულა და აღდგენილა. უკანასკნელად ნუნისის ტაძარი დაწვა ომარ-ხანმა, 1785 წელს, ვახანის ციხის აღების შემდგომ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, ნუნისში იყო მონასტერი, რომელსაც არქიმანდრიტი განაგებდა. ეს ტაძარი თავად აბაშიძეების საძვალედ ითვლებოდა. XIX საუკუნის მიწურულს განახლებული ტაძარი აკუთხა წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) იმერეთის ეპისკოპოსმა.

    გიორგი ბოჭორიძემ XIX ს. 30-იან წლებში იმოგზაურა ზემო იმერეთში და მოგვცა ტაძრის აღწერილობა. ეკლესია სამნავიანი უგუმბათო ბაზილიკაა, ზომით 34 (საკურთხევლის კედლამდე), 24X14 არშინი (დაახლ). მას სამხრეთით ჰქონია კარიბჭე და დასავლეთით საქალებო, მათგან მხოლოდ საძირკველიღა მოჩანს. ნაშენია კლდისა, შირიმის ქვისა და კირისაგან. კარი აქვს სამხრეთით და დასავლეთით. სარკმელი აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 3, დასავლეთით 2. ჩრდილოეთით 3 თაღი დაბჯენილი აქვს ექვს მსხვილ, ჯვარედინ სვეტზე. საკურთხეველს გარშემო შემორიგებული აქვს საჯდომები (კედლის ძირზე).
    ეკლესია ძველად გუმბათიანი შენობა უნდა ყოფილიყო, რასაც მოწმობს გვერდის ნავების აღმოსავლეთის ნაწილები, რომლებიც 21/2 არშინით მაღლა არის აწეული. გუმბათის ნაწილი მე-17 არშინის შემდეგ იწყება და მოიცავს 11 არშინს, შემდეგ 6 არშინი საკურთხევლის ნაწილისა არის (17.11.6,34).
    ეკლესია დანგრეული ყოფილა და განუახლებიათ 1900-იან წლებში. საკურთხევლის ნაწილი მეტად ყოფილა დანგრეული და განახლების დროს მისი აგებულება თვალსაჩინოდ შეცვლილა. განსაკუთრებით კანკელთან, გუმბათის ადგილი სულ ჩამოქცეული ყოფილა, აქ თაღი ხელახლა გადაუყვანიათ (ძველი აგებულების, ვარსკვლავის სახელი თაღი ხელუხლებლად შენახულია სამხრეთ ნავში).
    ეკლესიაში, სამხრეთ-დასავლეთი სვეტის წინ ყოფილა საფლავი უცნობი პირისა, რომელსაც სდებია მარმარილოს დაფა წარწერით. დღეს ამ დაფიდან მცირედი ნატეხებიღა არის შენახული. ეკლესიაში არის ქვის ნახეტი მაქსიმალური ზომით 15X21 სმ, ასომთავრული წარწერის ნაშთით:
    ,,წარსა მართ(ე)ბლ(ა)დ ძეთა ჩ(ვ)ენ თა, აღ საზრდ(ე)ლ(ა)დ ჩ(ვ)ენი შ(ე)ნდ(ო)ბ(ა)ს ყ(ო)ფთ“
    ეკლესიის გარშემო არის ოთხკუთხა გალავნის ნანგრევები, ნაშენი ყოფილა კლდე, რიყის, ქვისა და კირისაგან. უკეთ შენახულია სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები.
    ეკლესიის დასავლეთ-სამხრეთი კუთხის გასწვრივ, გალავნის გარეთ, არის შენობის ნანგრევი. მის მახლობლად არის ორი აკლდამა, რომელსაც ადგილობრივ «ეკვტერს» უწოდებენ. ამ აკლდამებს ჩაქცეული აქვთ დასავლეთი ნაწილი. ისინი თითქმის თაღამდე მიწაში სხედან».
    ტაძრის დღევანდელი მდგომარეობა
    კომუნისტების პერიოდში ტაძარი უმოქმედო იყო, რამაც შენობის დაზიანება გამოიწვია.1970-იან წლებში ძეგლთა დაცვის საზოგადოების მიერ ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია და მთლიანად გადაიხურა. მიუხედავად ამისა, მთლიანად შენობა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და საჭიროებდა პატრონობას. მეუფე ვახტანგის კურთხევით მამა პავლე(ალექსანდრე მაჩიტაძე) დაუყოვნებლივ შეუდგა მონასტრისა და მისი შემოგარენის მოწესრიგებას. მისი ძალისხმევით დასუფთავდა ეზო, გაიწმინდა ტაძარი. ნუნისის ღვთისმშობლის შობის მონასტრის ამოქმედების სასიხარულო ცნობა მოვიდა ეპარქიიდან. მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოს ვახტანგის (ახვლედიანი) კურთხევით, ტაბაკინის მონასტის ბერი პავლე (ალექსანდრე მაჩიტაძე) ნუნისის მონასტერში დამკიდრდა. გამოითქვა იმედი რომ კეთილმორწმუნე ადამიანების შეწევნით ტაძარი აღდგება და მასში კვლავ განახლდება უფლის დიდება.ტაძარი იყო მძიმე მდგომარეობაში და საჭიროებდა სასწრაფო სარემონტო და სარესტავრაციო ღონისძიებების გატარებას. ტაძრის აღდგენისათვის ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები.
    თქმულება
    ნუნისის ეკლესიიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ტყის სიღრმეში მდებარეობს ადგილი, რომელსაც «ბერების კლდეს» ეძახიან. მის კომპლექსში შედის კლდეში გამოკვეთილი სამი გამოქვაბული, ლეგენდის თანახმად ნუნისის ღვთის­მშობლის ტაძარი ოდითგან საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა «ბერების კლდეს».
    რამდენიმე წლის განმავლობაში აქ საძიებო სამუშაოებს აწარმოებდნენ «იბერიონთა საძმოს» წევრები, რომლის დროსაც ცხრა მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ლოდით ამოქოლილი შესასვლელი მიწისქვეშეთში და რომელიც, «იბერიონთა საძმოს» მტკიცებით, წინაპართა დატოვებულ საიდუმლოს უნდა წარმოადგენდეს. მათივე მტკიცებით ამ კლდის მიღმა დარბაზში დევს წიგნი, რომელიც სახარებაში მოხსენიებულია «ლაზარედ» და მზის შუქს ელოდება, რომ ნუნისი სამყაროს ცენტრია და აქ არის ნოეს კიდობანი. ეს მტკიცება ჯერ გამოკვლეული არ არის.
    ღვთისმშობლის შობის ნუნისის მამათა მონასტრის აღდგენისა
    და რესტავრაციის ფონდის საბანკო რეკვიზიტები:
    თიბისი ბანკის მთაწმინდის ფილიალი
    ანგარიშის ნომერი (ლარებში): 37836080100001
    საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი
    ანგარიშის ნომერი: 196777500
    SWIFT: BAGAGE22
    ანგარიშის ნომერი (უცხოურ ვალუტაში):
    37836180100001
    SWIFT: TBC BGE22
    TBC Bank Mtatsminda Branch
    Acc: 37836080100001 GEL
    Acc: 37836180100001 USD; EUR
    წინასწარ გიხდით მადლობას თქვენს მიერ გაწეული დახმარებისათვის.
    ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი.
    მამა პავლეს საკონტაქტო ტელეფონის ნომრები:
    899 24-41-18; 893 60-82-80
    ინფორმაცია აღებულია საიტიდან www.orthodoxy.ge ,გ. ბოჭორიშვლის ნაშრომებიდან და ქართული ვიკიპედიიდან.

     _________________________________________

     

    უბისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი

     

     

    უბისაწმინდა გიორგის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი სოფელ უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით

    ხუროთმოძღვრული ტიპი- დარბაზული ეკლესია

    თარიღდება -     IX საუკუნე

    ტაძრის არქიტექტურა


    ტაძარი დარბაზული ტიპისაა. მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს გალავნის ცენტრში აღმართული მთავარი ნაგებობა, რომელსაც აქვს მინაშენები სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. ტაძარი სხვადასხვა დროს გამოკვლეული აქვთ ხელოვნების ისტორიის მკვლევარებს: მარი ბროსეს, ს. გორგაძეს, ე. თაყაიშვილს, შ. ამირანაშვილს, ვ. ბერიძეს, რ. შმერლინგსა და სხვ.

    უბისის ტაძრის აშენების თარიღის შესახებ მკვლევარებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. პროფესორმა ს. გორგაძემ 1911 წელს ინახულა ტაძარი და მისი მეცნიერული აღწერა დატოვა. მისი მოსაზრებით, უბისის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას თავდაპირველად საფუძველი ჩაეყარა მე-9 საუკუნეში, როდესაც საქართველოში არაბთა ბატონობისაგან განთავისუფლების შემდეგ ფართომასშტაბით მიმდინარეობდა სამონასტრო-საგანმანათლებლო კერების მშენებლობა, რომელსაც სათავეში ედგა მწიგნობარი და საეკლესიო მოღვაწე გრიგოლ ხანძთელი. გრიგოლ ხანძთელს და მის მოწაფეებს, ქრისტეფორეს და თეოდორეს, აფხაზთა მეფის, დემეტრეს სამფლობელო ში, მარგვეთში, აუგიათ უბისის მონასტერი.

    გიორგი მერჩულე მოგვითხრობს: «მაშინ მამამან გრიგოლ სარწმუნოებისამებრ მეფისა აღაშენა მონასტერი და უწოდა სახელი მისი უბე და ილარიონ ვინმე იერუსალიმით მოსრული, სარწმუნო მოხუცი დაადგინა მამასახლისად».

    ხელოვნების ისტორიის მკვლევარის რ. შმერლიგნის გამოკვლევითაც, რომელიც შესრულებულია 1954 წელს და დაბეჭდილია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შრო­მების მე-16 ტომში, უბისის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი აგებულია IX-X სს. მიჯნაზე. მისი მოსაზრებით, სტილი და ასოთა მოყვანილობა, რომელიც გამოყენებულია სამონასტრო კომპლექსის ნაგებობაზე, დამახასიათებელი იყო IX-X საუკუნეებისათვის.

    აკად. შ. ამირანაშვილმა უბისის ორნავიანი ბაზილიკა XII საუკუნით დაათარიღა, რადგან უბისის სვეტზე შესრულებული წარწერა სწორედ ამაზე მიუთითებს: «მე საწყალობელსა სულითა სიმონ ჭყონდიდელსა მომემადლა ღვთისგან აღშენებად მონასტერი ესე და სუეტიცა ესე მეფობასა ღვთისა მიერ გვირგვინოსნისა დიმიტრი მეფეთა მეფისა ძის დიდისა მეფისა დავითისა ქორონიკონი იყო 361 ზე დაწელი სარკინოზთა 535».

    ეს წარწერა მიუთითებს, რომ აღნიშნული კოშკი ააგო სიმონ ჭყონდიდელმა 1141 წელს, დემეტრეს მეფობის დროს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ სვეტზე უნდა გაეტარებია ჭყონდიდელს სიცოცხლის ბოლო წლები. სვეტი არ ჰგავს უფრო ადრე გავრცელებულ მესვეტეთა თვით მწვალებლობისათვის განკუთვნილ სამყოფს.

    ვახტანგ ცინცაძემ 1969 წელს სპეციალური გამოკვლევა უძღვნა უბისის სვეტს, სადაც ვკითხულობთ: «უბისის სვეტი შირიმის ქვით ნაგები ოთხსართულიანი შენობაა, თითოულ სართულში თითო ოთახით, ჩვენამდე გადაუკეთებლადაა მოღწეული. სვეტში შესასვლელი პირველი სართულიდან ყოფილა. პირველ სართულში ყოფილა საკუჭნაო (2,2X2,2 მ), ღრმა და ფართო დარაბებიანი განჯინებით. იქ მისადგმელი კიბით ჩადიოდნენ მეორე სართულიდან, რომელიც საცხოვრებელ ოთახს წარმოადგენდა (2,55X3.00მ), დიდი ბუხრით, განჯინებითა და საპირფარეშოთი.


    ტაძრის შესასვლელი


    კარგად ყოფილა გაშუქებული სამი სარკმელითა და ფართო კარით. ამ ოთახიდან ქვის მოსახერხებელი კიბის საშუალებით ზედა ოთახში (3,05ჟ3,30 მ.) ადიოდნენ, რომელიც სალოცავად და სამუშაოდ უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. მის სამ კედელ ში თითო სარკმელი იყო დატანებული, აქვე ყოფილა ღრმა ნიშები, ალბათ, სქელტანიანი ხელნაწერი წიგნების დასაწყობად. დასავლეთის კედელ ში გაჭრილი კარი გადიოდა ხის გადაკიდებულ აივანზე, რომლიდანაც იგი გადაჰყურებდა მონასტრის მთავარ ტაძარს, მის იქით კი «მიტოვებულ» ქვეყანას. გადამხურავი თაღის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ასასვლელი ხვრელია, აქედან მისადგომი კიბით ზედა სართულში ადიოდნენ. ეს თავდასაცავად განკუთვნილი სართულია სალოდეებით, თითო-თითო კედელში. ყველაზე უკეთ შერჩენილია დასავლეთის კედელი, რომელიც შირიმის კრონშტეინზე აგურით გადაყვანილ თაღს წარმოადგენს».

    თამარ მეფეს დიდად ჰყვარებია უბისის სამონასტრო კომპლექსი და გაუსრულებია, გაუმშვენიერებია კიდეც. ამას ადასტურებს ხალხური ლექსი: «უბისს ავაგე საყდარი»...

    მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ხდებოდა წიგნების გადაწერა, არსებობდა ჭედურობის და ხატწერის სკოლები. ყურადღებას იქცევს მდ. ძირულას მარცხენა მხარეს, ტაძრის სიახლოვეს, «ყინყიბოურის» მაღალ გორაკზე შემორჩენილი ნანგრევები. აქ დაცულია ჭურები, რომელთა ტევადობა 100-200 ფუთს შეადგენს. სოფლის მოსახლეობის გადმოცემით, ამ ჭურებში მაშინდელი მოსახლეობა წყლისა და ღვინის მარაგს ინახავდა.
    უბისას ფრესკები
    XIV ს. მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს უბისის ტაძარი მოიხატა. შ. ამირანაშვილის გამოკვლევით, უბისის კედლის მხატვრობა შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ, მაგრამ აკადემიკოს ვ. ბერიძის აზრით, დიდი ხელოვანი ფერმწერი მხატვარი დამიანე თვითონ კი არ არის ამ მხატვრობის შემსრულებელი, არამედ მისი აღზრდილი და მოწაფე გერასიმე.
    ტაძარში წარმოდგენილია ყველა საუფლო დღესასწაულის ბრწყინვალე კომპოზიცია: ხარება, ბზობა, ჯვარცმა, აღდგომა, ნათლისღება და სხვა. ფრესკებს შორის გამოირჩევა «უბისის წმინდა გიორგის ფრესკა» და «საიდუმლო სერობა».

     
    ინფორმაცია აღებულია ქართული ვიკიპედიიდან

     ______________________________________________

     

    ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია

     


    სოფელ ვარძიის მშვენებაა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.ამ ეკლესიის ადგილზე წარსულში სამონასტრო კომპლექსი ყოფილა აკადემიკოს სიმონ ყაუჩიშვილის გამოკვლევით კომპლექსი XI-XIII საუკუნეებშია აგებული. ხალხური გადმოცემით ვარძიის სამონასტრო კომპლექსი თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. მეფე თამარი მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებიდა თავისი ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა.თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია.ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია.როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ. მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. ტაძრის გარშემო კი მესხეთიდან მოყვანილი თათრები დაუსახლებია. მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ,ამ ადგილისთვის თამარ მეფეს ვარძია უწოდები.1700 წელს ლეკთა დაქირავებულიმა ჯარმა ვარძიის მონასტერი გადაწვა . შემდეგში უძველესი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული გუმბათოვანი ეკლესია აუგიათ. მშენებლობისას გამოუყენებიათ ძველი ტაძრის ქვები. ეკლესიის სამრეკლოს კედლის წყობაში ჩატანებული ქვების წარწერით დასტურდება ძველი მონასტრის აშენების თარიღი XI-XIII საუკუნეები. ვარძიის მონასტერი საუკუნეების განმავლობაში იყო კულტურულ საგანმანათლებლო კერა . ჩვენამდე მოაღწია XVIII- ს–ში ვარძიაში შექმნილმა ქართუ– თურქულმა სასწავლო წიგნმა .
    1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა , სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ მამულით და ტყეებით კვიპროსის დედაღვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერში შესწირა. სოლომონ II განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან მოყოლებული,
    1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს , აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ და ასე იქმნებოდა სოფელ ვარძიის მატიანე.
    XIX –ს–ში მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში შავარდნილა, იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ და მონასტრის ქონება ნიავდებოდა.
    1905წლის რევოლუციის დროს გლეხებმა დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი კი გაიქცა. 1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა, ვარძიაში საცხოვრებლად დარშა ვინმე ძაბუნიდი.აქედან გაშნდა სოფელში გვარი– ძაბუნიძე.
    ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედი.იქ ზეიმობენ ,,დედაღვთისობის ‘’დღესასწაულს აღდგომიდან მესამე ორშაბათს.

     __________________________________________

     კახორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია 

     

     ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, განვითარებული შუა საუკუნეების ეკლესია.

    მდებარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნალის მახლობლად.

    ეკლესიის კედლებზე შემორჩენილია მოხატულობა.

    ფარცხნალს სამხრეთ-აღმოსავლეთ მხრიდან მედიდურად დაჰყურებს კახორის მთა, რომელზეც წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევებია. ერთ-ერთი გადმოცემა თამარ მეფის სახელს უკავშირებს  ამ მთაზე კახორის წმინდა გიორგის სალოცავის აგებას.

    არის თქმულება, რომ ,,კახორის“ მთაზე ეკლესიის მშენებლობის დროს ხალხი რიგში ჩამდგარა, ხელიდან ხელში აწვდიდნენ ქვას და ასე აუზიდიათ სამშენებლო მასალა.XX ს.30 - იან წლებში ეკლესია აუფეთქებიათ, ხატები ახლომახლო ტყეებში მიუყრიათ, ნაწილი ცეცხლისთვის მიუციათ.

    ამ ადგილზე წლების მანძილზე მხოლოდ მცირეოდენი ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი, ამჯერად ტაძარი აღდგენილია.

    ყოველწლიურად, 27 ივლისს, კახორის ეკლესიაზე კვირიკობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ორი დღის განმავლობაში ადამიანები უწყვეტ ნაკადად მიედინებიან კახორის მთისაკენ.

     

    ინფორმაცია აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული“ და ქართული ვიკიპედიიდან

     

     

     

     
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • მარგვეთისა და უბისის ეპარქია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი