{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ვარძია

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში - მზექალა გლუნჩაძე

    ტელ :599 06 29 27

     
    ტერიტორია–125871ჰა.

    მოსახლეობა-539 კომლი 1665  მცხოვრებით

    მანძილი  ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე –18კმ.

    ადმინისტრაციული ცენტრი–ვარძია

     

    ვარძია–მდებარეობს  სამხრეთ იმერეთის მთისწინეთში, მდინარე ბორიმელას მარცხენა  მხარეს ზ. დ.400მ, ხარაგაულიდან 18კმ.

         ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ სოფელი უკვე არსებობდა XI-XII სს.სოფლის მშვენებაა ღვთისმშობლის ეკლესია.ამ ეკლესიის ადგილზე წარსულში  სამონასტრო კომპლექსი ყოფილა აკადემიკოს სიმონ ყაუჩიშვილის  გამოკვლევით კომპლექსი  XI-XIII

    საუკუნეებშია აგებული. ხალხური გადმოცემით  ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

    თამარ მეფის ბრძანებით აუგიათ. მეფე თამარი მესხეთის ვარძიიდან მობრძანდებოდა თავისი

    ამალით და ღვთისმშობლის ხატს მოასვენებდა. თან მოჰყავდა მის მიერ გაქრისტიანებული

    ახალციხელი თათრები. მეფეს ღამე ჩხერის ციხეში გაუთევია. ძილში დასიზმრებია, სადაც უნდა აეშენებია ეკლესია. როცა იმ ადგილას მისულა, საოცარი სილამაზე გადაშლია თვალწინ.

    მეფეს აქ დაუსვენებია ღვთისმშობლის ხატი და უბრძანებია ეკლესიის აშენება. ტაძრის გარშემო კი მესხეთიდან მოყვანილი თათრები დაუსახლებია. მესხეთის ვარძიის საპატივსაცემოდ, ამ ადგილისთვის თამარ მეფეს ვარძია უწოდები. 1700 წელს ლეკთა დაქირავებულიმა ჯარმა ვარძიის მონასტერი  გადაწვა. შემდეგში უძველესი მონასტრის ადგილას თეთრი თლილი ქვით მოპირკეთებული  გუმბათოვანი  ეკლესია აუგიათ. მშენებლობისას  გამოუყენებიათ ძველი ტაძრის ქვები. ეკლესიის სამრეკლოს კედლის წყობაში ჩატანებული ქვების წარწერით  დასტურდება ძველი მონასტრის აშენების თარიღი XI-XIII საუკუნეები.

              ვარძიის  მონასტერი  საუკუნეების განმავლობაში  იყო   კულტურულ საგანმანათლებლო  კერა.  ჩვენამდე მოაღწია XVIII- ს–ში ვარძიაში შექმნილმა  ქართულ–თურქულმა  სასწავლო წიგნმა.

           1783 წელს, იმერეთის მეფემ სოლომონ   პირველმა , სოფელი ვარძია თავისი მონასტრით, ადგილ მამულით  და ტყეებით კვიპაროსის დედარვთისას ბერძნულ კიკოს მონასტერში შესწირა. სოლომონ II   განაახლა შეწირულობის წიგნი. ასე რომ, 1783 წლიდან  მოყოლებული,

    1914 წლამდე ვარძიაში ბერძენი ბერები იგზავნებოდნენ შვიდ წელიწადში ერთხელ. ისინი კრეფდნენ გადასახადს , აკეთებდნენ ჩანაწერებს ადგილობრივი მოსახლეობის შესახებ  და ასე იქმნებოდა სოფელ ვარძიის  მატიანე.

               XIX –ს–ში    მონასტერი მეტად უნუგეშო მდგომარეობაში ჩავარდნილა,  იმდროინდელი საგაზეთო წერილებიდან ირკვევა, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი  მონასტრის თლილ ქვებს გზის გასამშრალებლად იყენებდნენ და მონასტრის ქონება ნიავდებოდა.

               1905 წლის რევოლუციის დროს  გლეხებმა  დაარბიეს ვარძიის მონასტერი, არქიმანდრიტი კი გაიქცა. 1914 წელს ბერების მიმოსვლა შეწყდა, ვარძიაში საცხოვრებლად დარჩა ვინმე ძაბუნიდი. აქედან გაჩნდა სოფელში გვარი– ძაბუნიძე.

               ამჟამად ეკლესია აღდგენილია და მოქმედი. იქ  ზეიმობენ ,,დედაღვთისობის ‘’

    დღესასწაულს აღდგომიდან მესამე ორშაბათს.

                  სოფელში არის ადგილი, რომელსაც მოსახლეობა ,,ქოშიგორას“ ეძახის. ეს სახელწოდება თამარ მეფეს უკავშირდება. მეფეს ვარძიაზე  გავლით მგზავრობისას წვიმიანი დარი დასდგომია. გზები ატალახებული ყოფილა. ცალი ფეხი ჩაფლობია და  ოქროს ქოში შიგ ჩარჩენია. არ ამოიღოთო –უბრძანებია მეფეს. ის ქოში გლეხს უპოვნია  და თამარ მეფის საპატივსაცემოდ   ხალხს ამ ადგილისთვის ,,ქოშიგორა“ შეურქმევია.

                     სოფლის ღირსებაა განათლების საუკუნოვანი  კერა– ვარძიის სკოლა.

    საკრებულოში გავრცელებული გვარებია:   აბაშიძე, აბჟანდაძე, ავალიშვილი, ამაშუკელი, ბააკაშვილი, ბედიაშვილი, ბერაძე, ბუბულაშვილი, გაგოშიძე, გამცემლიძე, გოგოლაძე, გოგსაძე,  გრიგალაშვილი, დევდარიანი, დეკანოსიძე, ედიბერიძე,  ენუქიძე, კაკოიშვილი, კვანტიძე, კვინიკაძე, კვირიკაშვილი, კიკნაველიძე, კოჩაძე, კუტალეიშვილი, კვანტრიშვილი, ლევიძე, მაისურაძე, მაღრაძე, მაჩიტაძე, მაჭავარიანი, მდივნიშვილი, ნიქაბაძე, ოკრიბელაშვილი, პაპიძე, სალაძე, სარალიძე, სვანიძე, სიხარულიძე, ქათამაძე, ქელაშვილი, ქოჩიაშვილი, ღონღაძე, შველიძე, ჩაჩანიძე, ჩიჩილიძე, ციმაკურიძე, ცქიტიშვილი, ჭიჭინაძე, ხეცაძე, ხვიჩია, ხიჯაკაძე, ჯოხაძე, ძაბუნიძე.

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი