{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ვაშლევის საჯარო სკოლა

     

    დაარსდა  1886 წელს

    მასწავლებელი -16

    მოსწავლე- 73

     

    ღირსეული  ტრადიციების  მქონე   სკოლის  საქმიანობას    ღირსეულად  აგრძელებს  დღევანდელი   პედაგოგიური  კოლექტივი.     ამჟამადსკოლაში  არის  16  მასწავლებელი  და  73  მოსწავლე.   ამ  მასწავლებელთაგან მაგისტრია, ბაკალავრი  და  3  საშუალო  პროფესიული . სკოლას ჰყავს   3  სერთიფიცირებულიმასწვლებელი ნინოწიქარიშვილიდარეჯან  წიქარიშვილი  და  ქეთევან  გოგოლაძე.   

         მასწავლებელი  დარეჯან   ქურციკიძე  დაჯილდოვებულია  იაკობ  გოგებაშვილის  საიუბილეო  მედლითა  და  საპატიო   სიგელით.  მასწავლებელს  ციცინო  ბუცხრიკიძეს   მიღებული  აქვს  იაკობ  გოგებაშვილის  საიუბილეო  მედალი  და    ღირსების  მედალი   საქართველოსპრეზიდენტის  2012  წლის  25  სექტემბრის  #25/09102  განკარგულებით.

       სკოლის  მასწავლებლების  ნაყოფიერი  შრომის  შედეგია ,   რომ  სკოლის   მოსწავლეები  მონაწილეობას  ღებულობენ  მოსწავლეთა  შემოქმედებით     და  სხვადასხვა  სახის  კონკურსებში.

       სკოლას   დიდი  კულტურული  ტრადიცია  აქვს.   სკოლაში  მოქმედებს  მოზარდმაყურებელთათეატრი  (ხელმძღვანელი - ბუცხრიკიძე ) ,  მუშაობს  ეკოლოგიური  სექცია  ( ხელმძღვანელი - წიქარიშვილი ).

       სკოლაში  ტარდება  მნიშვნელოვანი  ღონისძიებები.   ვმეგობრობთ  სკოლებთან :  სამაჩაბლო -  თამარაშენიერგნეთი,    ახალციხის  სოფელ  ჭაჭარაქის  სომხურენოვანი  სკოლა.

     

    ვაშლევის  საჯარო  სკოლის   ისტორია

       ორჯონიკიძის  რაიონი,   ბორითის   სასოფლო  საბჭო,   სოფელი  ვაშლევი,   1886  წელი,  ეკლესიასთან  არსებული  სამრევლო  სკოლა,  4  წლიანი   სწავლებით.  ასეთი  ტიტულით   მოევლინა  საზოგადოებას    ვაშლევის   საჯარო   სკოლა,   რომელიც  ემსახურებოდა  სოფლების  ვაშლევის,  საქასრიისა   და  ამაშუკეთის   მოსწავლეებს.

       1894  წელს   დაწყებითი  სკოლა  გადაკეთდა   8-წლიან   სკოლად.

        1978   წელს   უგზოობის   გამო   სკოლა   ჩამოიტანეს   საავტომობილო  გზასთან  100  მეტრში  და   აშენდა   ტიპიური  სკოლა   სოფელ  საქასრიაში   შემდეგ   მისამართზე -  ხარაგაულის  რაიონის   სოფელ  ვაშლევის  არასრული  სკოლა    მდებარე  სოფელ  საქასრიაში.

        ამ   წლების   განმავლობაში  ბევრი   ღირსეული  თაობა  აღზარდეს  ცნობილმა  დირექტორებმა  და  ღირსეულმა  პედაგოგებმა.

        2002  წლის   23  მაისი   სკოლის   ისტორიაში  ჩაიწერება   უმნიშვნელოვანეს  ფურცლად          (დირექტორი  ქეთინო  ლურსმანაშვილი) .   აღინიშნა  სკოლის   დაარსებიდან  115   წლის  იუბილე.

       

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
  • კიცხის საჯარო სკოლა
  • ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
  • ზვარის საჯარო სკოლა
  • ბაზალეთის საჯარო სკოლა
  • დაბის N 2 საჯარო სკოლა
  • ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
  • საღანძილის საჯარო სკოლა
  • ლეღვნის საჯარო სკოლა
  • ვახანის საჯარო სკოლა
  • მოლითის საჯარო სკოლა
  • წიფის საჯარო სკოლა
  • ხიდრის საჯარო სკოლა
  • ვარძიის საჯარო სკოლა
  • წყალაფორეთის საჯარო სკოლა
  • ლაშის საჯარო სკოლა
  • ნადაბურის საჯარო სკოლა
  • ღორეშის საჯარო სკოლა
  • ბორითის საჯარო სკოლა
  • ხევის საჯარო სკოლა
  • ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
  • სარგვეშის საჯარო სკოლა
  • უბისის საჯარო სკოლა
  • ხუნევის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი