{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ვახანი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ვახანის ტერიტორიულ ერთეულში - ზვიად არევაძე

    ტელ :595 45 73 68

     

     საკრებულოს ტერიტორია–820   94  ჰა.

    მოსახლეობა–556 კომლი  1034 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან   საკრებულოს ცენტრამდე –18 კმ.

    უახლოესირკინიგზის სადგური – მარელისი

    საკრებულოში შემავალი სოფლები: ვახანი, სერბაისი, ზედუბანი

    საკრებულო ცენტრი–ვახანი

     

    ვახანი–მდებარეობს   მესხეთის ქედის ჩრდილოეთ განშტოების საბუღრაოს ქედის ჩრდილო–დასავლეთ კალთაზე, მდინარე ვახანისწყლის (ჩხერიმელას  მარცხენა ჩენაკადი)მარჯვენა    მხარეს  ზ. დ.  620 მ. ხარაგაულიდან  18 კმ.

           სოფელში არმოჩენილია ძვ.წელთაღრიცხვის II-I    სს.არქეოლოგიური ინვენტარი. ვახანზე გადიოდაუძველესი სახმელეთო–საქარავნო გზა დასავლეთიდან  არმოსავლეთისაკენ: ხარაგაულ– მოსაკიდელი–ვახანი–ლიხის მთა–მცხეთა– თბილისი– სპარსეთი– ინდოეთი.

            ტოპონიმ ,,ვახანის შესახრბ ასეთი გადმოცემა არსებობს: სოფელს  ხშირად თავს ესხმოდნენ თურქები.ერთ –ერთი შემოსევის დროს ხალხს დაუძახია:  ,, ვაი ხანი ისევ მოდისო“ და სოფლის სახელწოდება ,,ვახანი“ აქედან  წარმომდგარა.

             სოფელში არის ცნობილი  ,,ვახანის  ციხის“ნანგრევები. ისტორიული წყაროების მიხედვით, იგი x-xi  სს.ძეგლია. იგისოფელ ვახანის მთის ზირას,ერთ–ერთი ამაღლებულიბორცვიდან ამაყად გადჰყურებს სოფელს.ამ ციხეში ღამე გაუთევია საქართველოსდ დიდებულ მეფეს– დავით არმაშენებელს.ვახანის ციხე xvi-xvIII   სს.წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის  ერთ– ერთ საზღვაო– სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით  ქართლისაკენ,მეორე კი მესხეთისაკენ რკინის ჯვრის გავლით.

                  XVIII-ს–ში  ვახანის ციხე ლეკ– ოსმალთა გაუთავებელ  თავდასხმებს განიცდიდა.

    1785წელსშემოდგომაზეციხის მიდამოებში საშინელი ტრაგედია  დატრიალებულა.20 000–იანი ლაშქრით  შემოსეულ ომარ– ხანს  დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია.ვახანის ციხესთან სისხლის რვრები დამდგარა, ამიტომ ამ მიდამოებს დრემდე ,, ნასისხლარ“ უწოდებენ. ვახანის ციხის მფლობელი  აბაშიძე დაუტყვევებიათ და უწამებიათ.

                ვახანის მოსახლეობა თანდათან მცირდებოდა  და იღუპებოდა მტერთან ბრძოლაში . ყველაზე დიდი რბევავა ვახანელებმა   სწორედ ომარ ხანის  შმოსევისას განიცადეს.

                      ვახანის ციხესთან ახლოს ა არის სათვალთვალო   კოშკი, რომელის  VI- VIII სს. განეკუთვნება. ასეთივე  კოშკებია    მეზობელ სოფლებში –ჭარტალში და ჩრდილში.

                      1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში , ,,ელაზნაურში ‘’  , მოხდა შეხვედრა  კავკასიის  მთავარ მართებელ  პავლე  ციციანოვასა  და იმერეთის უკკანასკნელ

    მეფეს სოლომონ    II შორის   იმერეთის სამეფოს  რუსეთის   მფარველობაში  შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს  ტრაქტატს , რომელიც  ,,ელაზნაურის ტრაქტატის“ სახელწოდებით არის  ცნობილი . ელაზნაურის  მახლობლად  არის   ადგილი   ,, ნალაგირევი“,  რომელსაც ეს  სახელი  1804 წლიდან ეწოდება ,  როცა  აქ  რუსეთის ჯარს  ბანკი  ჰქონდა .  ვახანის ციხეზე  ყოველწლიურად  აღნიშნავენ  ამაღლების დღესასწაულს . ბოლო პერიოდში  სოფელ ვახანში  აღდგენილი იქნა ელაზნაურის შავშეთის  წმ. გიორგის  და ლომისმთის წმ. გიორგის სახელობის  ეკლესიები  ლომისმთის სალოცავი ზ.დ.2100მეტრ სიმაღლეზეა.

            სოფლის სასფლაოს ტერიტორიაზე   ყოფილა ხის ეკლესია  რომელოც  მე–20 ს. 30–იან წლებში დაუნგრევიათ,   ახლა მის ადგილძე  არის ხის პატარა სალოცავი , რომელშიც ძველი ეკლესიის  მასალაცაა გამოყენებული.

            ვახანის ტერიტორიასთან  10,5 კმ–იანი საზღვრით დაკავშირებულია  ბორჯომ – ხარაგაულის   ეროვნული პარკი.

             სოფლის ტერიტორიაზეა  ნახიდურისა და  ნატაძრევის  ბუნებრივი ტბები. ვახანისწყლის ტერიტორიაზე  არის მარმარილოსებრი კირქვების საბადო , ხოლო

    ,, უკანჭალის“ მიდამოებში  სამკურნალო  გოგირდოვანი  აბანოები , რომლებსაც რევმატიზმის , თავის ტკივილისა და  კანის დაავადების  სამკურნალოდ იყენებენ .

               საინტერესოა  და ხანგრძლივი  ისტორია  აქვს  ვახანის სკოლას , რომელიც დაარსებულია  1900 წელს.

                   სერბაისი   – მდეებარეობს მდინარე  ვახანისწყლის ( ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი )

    ნაპირზე .  ზ.დ. 560 მ. ხარაგაულიდან  17 კმ. უახლოესი რკინიგზის  სადგურ მარელისიდან  6 კმ.

                 სოფელში  ერთმანეთისაკენ   მზირალი  რამდენიმე  სერია, რაც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ  თითქოს  ერთმანეთთან   ბაასობენ , ამიტომ დაარქვეს  სოფელს სერბაისი.

                 ზედუბანი –   მდებარეობს  მდინარე ვახანისწყლის  ჩხერიმელას  მარცხენა შენაკადი)

       ნაპირზე.ზ.დ.  500მ.  ხარაგაულიდან 16.კმ. უახლოესი რკინიგზის სადგურ  მარელისიდან 5 კმ.

                     სოფელი  ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება  XVIII ს–ში.  ამ ადგილს  ადრე  ,,მზის  უბანს“   ეძახდნენ. როცა მზე ამოდის , პირველად  ამ მიდამოებს ანათებს

    და ვინაიდან სოფელი დიდ გორაზეა  გაშენებული   ,,ზედა უბანს ‘’  ანუ ,,ზედუბანს“

    უწოდებენ .

                      საკრებულოში გავრცელებული გვარებია:   არევაძე, ალხაზიშვილი,ავალიშვილი,  ამყოლაძე , ბარბაქაძე, ბასიშვილი, ბასილაშვილი, ბლუაშვილი, ბოჟაძე,  გაჩეჩილაძე, გობიანი,

    გელაშვილი,  გოგოლაძე, გოგნაძე, გოლუბიანი, გუდაძე,  ებანოიძე,  ვეფხვაძე, ინასარიძე, იჩკიტიძე,კიკნაძე,  კლდიაშვილი, კოპაძე,  კუპატაძე,  ლომიძე, ლომსაძე, ლაცაბიძე,  მაღრაძე,

     მანჯავიძე,  მეგრელიშვილი,  მეტრეველი, მჭედლიძე,  მხატვრიშვილი, ნიქაბერიძე,  მურჯიკნელი, რობაქიძე, სხილაძე, ფერაძე, ქალიაშვილი, ქურდაძე,  ღამბაშიძე, ღონღაძე,

    ყიფიანი, ყრუაშვილი, შარიქაძე, ჩიჩილიძე, ჩიხლაძე, ცხიკვაძე,  ცუცქირიძე,  ცუცქირიძე, 

    ცხადაძე,  ჭიქავა, ხიხაძე, ხომასურიძე, ფუხაშვილი, ქიანცი.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი