{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ზოგადი ცნობები ხარაგაულზე

     

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  29 688. კაცი ცხოვრობს. სიმჭიდროვეა 28,2 კაცი 1 კმ-ზე, ანუ რაიონი სუსტად არის დასახლებული. შესამჩნევია სისტემატური დემოგრაფული კლების ტენდეცია. განსახლების ძირითადი არეალი ზ. დ. 200_600 მ_ის ფარგლებშია მოქცეული. ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტებია ფონა და სახვლარი. რომლებიც ზ. დ. დაახლოებით 1000-1100მ-მდე მდებარეობენ.

    სოფლის მეურნეობა

    რაიონისთვის ძირითადი დარგია სოფლის მეურნეობა. მუნიციპალიტეტის მთლიანი ტერიტორიის 1,5% სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენება. ამ ტერიტორიის 70,9% უჭირავს საძოვრებს, ხვნა-თესვისათვის განკუთვნილია 29,1% (წლიურ ნათესებს უჭირავთ 22,5% , მუდმივ ნარგავებს – 22,5%,მრავალწლიან ნარგავებს-6,6%) სოფლის მეურნეობის დარგებს შორის განსაკუთრებით განვითარებულია მეცხოველეობა და მეფუტკრეობა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მეფუტკრეობის მხრივ წამყვანი მუნიციპალიტეტია საქართველოში.სპეციალიზაციის დარგებია მევენახეობა, მეხილეობა, მესიმინდეობა, მეცხოველეობა.

    ვაზის  ჯიშებიდან გავრცელებულია:

    ცოლიკაური,ციცქა,იზაბელა,პინო,თეთრი და შავი ალიგოტე. მათი უმრავლესობისგან საშამპანურე ღვინის კარგი მასალა მზადდება.რაიონში ფართოდ არის გავრცელებული მეფუტკრეობა.

    ტურიზმი

    მუნიციპალიტეტისეკონომიკაშიმნიშვნელოვანიადგილიუჭირავსტურიზმს. ამასხელსუწყობსმუნიციპალიტეტისტერიტორიაზეარსებულიბორჯომ-ხარაგაულისეროვნულიპარკიდაკურორტინუნისი.

     

    მრეწველობა

    საბჭოთა მმართველობის დროს განვითარებული იყო მრეწველობაც. მოქმედებდა კვების, სამთო მრეწველობის, ხე-ტყის საწარმოები, ღვინის, რძისა და ავეჯის კომბინატები. დღესდღეობით მრეწველობის მასშტაბები მნიშვნელოვნად შემცირებულია. მიმდინარეობ სამშენებლო ქვის ბლოკების დამზადება, ხე-ტყის დამუშავება, იწარმოება მინერალური წყალი ზვარე.

    რაიონის სამრეწველო საწარმოებდან აღსანიშნავია მარელისის გრეხილი ავეჯის ფაბრიკა (რომელიც ამჟამად ძალზე მცირე დატვირთვით მუშაობს), მინერალური რესურსების საექსპლუატაციო უბნები:მარმალილოს(ხორითი),გრანიტის (ვახანი,მოლითი) , საბორდიურე , სამშენებლოქვის (ხანდები, კოზმანი), ყოფილი სამტრესტის ღვინის ქარხნის ბაზაზე მოქმედი სააქციო საზოგადოებაიმერი“ , ხე-ტყის დამამუშავებელი რამდენიმე მცირე საწარმო.

    რაიონში მაღალდონეზეა განვითარებული ხალხური რეწვა:საქასრიის, ვერტყვიჭალის, ციხისძირის, მაქათუბნის, ხევის მცხოვრებნი ცაცხვის, ბლის ხეების ქერქისგან, თხილის წნელებისგან უზადო ოსტატობით წნავენ კალათებს, გიდელებს, საყვავილეებს, საპურეებს, თიხისგან დამზადებულ დოქებს, ქოთნებს, ღვინისჯამებს, ქვევრებს. თიხის ჭურჭელს ამკობენ მოჭიქვით, მოხატვით, ამოკაწვრით და რელიეფური ფიგურებით.

    ხარაგაულის სტრატეგიული მდებარეობა

    მუნიციპალიტეტის ტერიტორია საკვანძო როლს ასრულებს საქართველოს სატრანსპორტო სისტემაში. ის აკავშირებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს წიფის გვირაბითა (3910 მ.) და ხანდების გვირაბით (740 მ.). აქ გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალის1 და ხაშური-სამტრედიის რკინიგზის მონაკვეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რკინიგზის რამდენიმე სადგურია: ხარაგაული, მოლითი, მარელისი, წიფა.

     

     

    კულტურული მემკვიდრეობა

    ხარაგაულის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი არქეოლოგიური ნაშთები ადასტურებენ , რომ ქართველი ერის მთელი არსებობის მანძილზე აქ სიცოცხლე ჩქეფდა . ხარაგაულის  რაიონში არის მღვიმე „დევისხვრელი“ , სადაც პირველყოფილი ადამიანი ბინადრობდა ადრეულ და ზედა პალეოლითის ხანაში .

    აღსანიშნავია ბეჟათუბნის ბრინჯაოს ნივთების განძი, რომელიც ძვ. წ XI-X სს-ით თარიღდება , სარგვეშის ცნობილი ნეკროპოლი, სადაც ანტიკური ხანის ბრწყინვალე ოქროს სამკაულები აღმოჩნდა, სოფელ ლაშის  ტერიტორიაზე აღმოჩენილი ბრინჯაოსაგან  ჩამოსხმული მინიატურული ვერძის ქანდაკება , რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის VII-V სს.განეკუთვნება ,ბორის განძი,რომელიც ძვ. წ. I და ახალი წელთაღრიცხვის III ს. თარიღდება.

    სოფელ სარგვეშში აღმოჩენილია ანტიკური ხანის მდიდრული სამარხი,რომელშიც იპოვეს ვერცხლის თასი, ბეჭდები, სამაჯურები, მძივები. ისინი ახ.წ.I საუკუნეს განეკუთვნება.

    რაიონის ტერიტორიაზე უხვადაა მიმოფანტულ ფეოდალური ეპოქის ძეგელები: უბისის სამნავიანი ბაზილიკა, ნუნისის ,,დედაღვთისა“, ვანის ,,წმინდა გიორგის“ და ბორითის ,,კოზმანის“ ეკლესიები. XI-XIII  სს. მნიშვნელოვანი ძეგლია ვარძიის სამონასტრო კომპლექსი, გედსამანიის , ტბეთის, ლაშის, ნებოძირის ეკლესიები და მრავალი სხვა.

    ხარაგაულის ტერიტორიაზე უხვადაა უძველესი სასულიერო, საერო და საფორტიფიკაციო ნაგებობები, ციხეები, კოშკები. ცნობილია, რომ ხარაგაულის ტერიტორიაზე მდებარე აუღებელი ციხეები საზღვრის მცველნი იყვნენ იმერეთის სამეფოში.

    ხარაგაულის რაიონზე გადიოდა ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო-საქარავნო გზა, ქრისტეს მოციქულის ანდრია პირველწოდებულის მობრძანებით ეს მიწა და ქრისტიანობის გარიჟრაჟზე მის მიერ ხარაგაულის მთებში აღმართული რკინის ჯვარი იცავს მის შემოგარენს.

     

    ფოლკლორი

    ხარაგაულში განსაკუთრებით მოკრძალებით ეპყრობიან ისეთ კულტურულ ფენომენს, როგორიც არის ფოლკლორი. რაიონში არის ფოკლორული და ხალხური სიმღერის ცნობილი ანსამბლები, უძველესი, დიდი ტრადიციების მქონე თეატრი.მოსახლეობა დღემდე ინახავს ხალხურ  ტრადიციებს.

    ხარაგაულის რაიონში გამრჯე, კეთილშობილი და სტუმართმოყვარეობით გამორჩეული ადამიანები ცხოვრობენ, განთქმულია იმერული სამზარეულო, თიხის კეცებზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპური, უძველესი ტრადიციებით დაყენებული ღვინის გემო და სურნელი, აქ სტუმარი ,,ღვთისაა“ და მისი მოსვლით ოჯახში ზეიმი ისადგურებს. მჭერმეტყველებით მოგხიბლავთ სუფრის წამმართველი  - თამადა.

    მობრძანდით, დატბით, საკუთარი თვალით ნახეთ საქართველოს ეს ულამაზესი რაიონი, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია და ქართულ ადათ-წესებსაც განსაკუთრებული კრძალვით ინახავენ.

     

    მასალა აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან ,,ხარაგაული“ და ქართულენოვანი ვიკიპედიიდან

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • მოსახლეობა
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი