{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ა.ა.ი.პ  ,,რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“

     

     

     

    თეატრის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობა:

    • ლიტერატურული სპექტაკლების დადგმა ,  მწერლობის, მეცნიერების, ხელოვნების პროპაგანდა;
    •  ფართო მასების მხატვრული აღზრდა;
    •  ლიტერატურული თეატრის ჟანრის განვითარება;
    •  მომავალი თაობების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა;
    •  ქართული ტრადიციების, ხელოვნების და ზოგადსაკაცობრიო  ზნეობრივი იდეალების  პროპაგანდა;

     

    ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი შეიქმნა 1995 წელს,

    ცენტრალური ბიბლიოთეკის ბაზაზე, მისი დამაარსებელი, სცენარისტი და რეჟისორია იზა ვეფხვაძე.

    1998 წელს თეატრს დიდი ქართველი მამულიშვილის რეზო თაბუკაშვილის სახელი მიენიჭა ,

    ხოლო 2002 წელს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით სახალხო თეატრის წოდება.

     

     

    ლიტერატურული თეატრი პოპულარიზაციას უწევს ქართულ და მსოფლიო კულტურას, მწერლობას, ხელოვნებას, მეცნიერებას, ხელს უწყობს ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
    თეატრს რეპერტუარში აქვს 53 ლიტერატურული სპექტაკლი, რომელიც ნაჩვენებ იქნა თითქმის 650-ჯერ საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა ქალაქებში.

    2012-14 წლებში თეარტმა განახორციელა კულტურის სამინისტროს 4 პროექტი „მთების ძახილი“ ( 2 ნაწილად), „ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს“... „ როცა ერთმანეთს ვჭირდებით“.
    ამ პროექტების ფარგლებში 30- ზე მეტი საღამო ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
    პროექტ „მთების ძახილი“-ს ფარგლებში, თეატრმა ლიტერატურული წარმოდგენები გამართა საქართველოს მთიან რეგიონებში: სვანეთში (მესტია და უშგული), მთიულეთში( ფასანაური, დუშეთი), ზემო იმერეთში (საჩხერე, წყალტუბო) , თიანეთში, ხევსურეთში (მუცოს ციხე), 7 რეგიონსა და 12 ტერიტორიულ ერთეულში. აღნიშნული საღამოები ფართოდ გაშუქდა საქართველოს ტელევიზიებით, საინფორმაციო სააგენტოებით, პრესით. თეატრმა და კულტურის სამინისტრომ მიიღო მადლიერი მაყურებლის არაერთი მადლობის წერილი (30 -ზე მეტი წერილი).
    2014 წელს, კი კულტურის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ ამ სიყვარულით შევცვლით სამყაროს“ ფარგლებში, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი იუბილისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლები გაიმართა საქართველოს 7 ტერიტორიულ ერთეულში, სადაც ებრაელები საუკუნეთა განმავლობაში სახლობდნენ, ესენია: ქუთაისი, სურამი, მარტვილი, სენაკი, ცაგერი, სამტრედია (კულაში),მცხეთა, ასევე გაიმართა თბილისში, ებრაელთა სათემო სახლში.ეს საღამოებიც ფართოდ გაშუქდა საქართველოს ტელევიზიებით ( იმედი, რუსთავი 2, ყველა რეგიონალური ტელევიზიით, ტელეკომპანია „რიონმა“ გააკეთა სპექტაკლის სრული ჩანაწერი) საქართველოში არსებული ყველა საინფორმაციო სააგენტოებით, პრესით, ქართულ-ებრაული ჟურნალ-გაზეთებით, მათ შორის ნიუ-იორკში გამომავალი გაზეთით „ დავითის ფარი“ თეატრმა და კულტურის სამინისტრომ მიიღო მადლიერი მაყურებლის არაერთი მადლობის წერილი , მათ შორის საქართველოში და უცხოეთში მცხოვრები ებრაელების და ებრაული ორგანიზაციების.
    პროექტის ფარგლებში „ როცა ერთმანეთს ვჭირდებით“ საღამოები გაიმართა საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებში ( სამაჩაბლო, აფხაზეთი), არასრულწლოვანთა კოლონიასა და ქალთა სასჯელაღსრუელბის დაწესებულებებში, ასევე მიუსაფართა სახლებში.
    გასულ წელს, თბილისში, თეატრმა ასევე გამართა პრემიერა ლიტერატურული სპექტაკლისა,
    „ ლევილის მთაწმინდა“, რომელიც მიეძღვნა ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა ხსოვნას.
    პროექტ „ მთების ბალადის“ ფარგლებში სპორტის სამინისტროსთან, მეცნიერებათა აკადემიასთან და მთამსვლელთა ფედერაციასთან ერთად არაერთი საღამო გაიმართა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც განვითარებულია ალპინიზმი. აღნიშნული სპექტაკლი ეზღვნება ლეგენდარულ მთამსველელებს ალიოშა, ალექსანდრა და სიმონ ჯაფარიძეებს.
    2014 წლის დეკემბერში, თეატრმა მეცხვარეებისათვის, შირაქის ველზე, საზღვრისპირა სოფელ კასრისწყალში გამართა მეცხვარეთა ასოციაცისთან ერთად ლიტერატურული სპექტაკლი. პარალელეურად მოვაწყვეთ აქცია „ აჩუქეთ წიგნი მწყემსებს“, რომელშიც მთელი საქართველო ჩაერთო, მათ შორის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, მწერალთა სახლი, არაერთი ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე და 1000-ზე მეტი უნიკალური წიგნი ჩავუტანეთ მეცხვარეებს და კასრისწყლის საჯარო სკოლას.
    თეატრი ტრადიციულად, ყოველწლიურად, მართავს ლიტერატურულ კონკურსს „ოდეონი “, რომელშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობენ შემოქმედი ადამიანები. კონკურსს აქვს თავისი ლოგო, ჰიმნი და სხვა ატრიბუტიკა.
    თეარტში აქტიური, შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, მის დამაარსებელს და ხელმძღვანელს -- იზა ვეფხვაძეს მინიჭებული აქვს „ღირსების ორდენი“, „ პატივდების ორდენი“, „ სახალხო დიპლომატიის სიგელი“, „ ხალხის რჩეულის წოდება“ და კიდევ არაერთი დიპლომი და სიგელი.
    თეატრის შესახებ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი წერდა:

     


    თეატრმა თბილისში, ქუთაისსა და ხარაგაულში არაერთ ცნობილ მწერალს გადაუხადა საიუბილეო თარიღები, მათ შორის მარჯანიშვილის, რუსთაველის და მესხიშვილის თეატრებში: ოთარ მამფორიას, რეზო ჭეიშვილს, ზურაბ კუხიანიძეს, გურამ დოჩანაშვილს, ლილი ნუცუბიძეს.
    აღნიშნული სპექტაკლები გახლავთ იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლები.
    თეატრის რეპერტუარშია ლიტერატურული სპექტაკლები ცნობილ მწერლებზე, მეცნიერებზე, ხელოვნებზე, ხელოვნების მოღვაწეებზე:
    „ჩვენი ოტია“ - ეძღვნება ოტია იოსელიანის ცხოვრებას და შემოქმედებას;
    „საქართველოს შიშველი სატევარი“ - ეძღვნება მერაბ კოსტავას ხსოვნას;
    „ამ მიწის ბედი ჩემი ბედია“ - ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას და შემოქმედებას;
    „ლევილის მთაწმინდა“ - ეძღვნება ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა ხსოვნას;
    „ამ მეგობრობით შევცვლით სამყაროს“ - ეძღვნება ქართულ-ებრაული ურთიერთობების 26
    საუკუნოვან ისტორიას;
    „მთების ბალადა“ -- ეძღვნება მთამსვლელ ჯაფარიძეებს;
    „ მოყვასისათვის შეწირულები“ -- ეძღვნება ზნეობრივ გმირებს, ადამიანებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე გასწირა მოყვასის გადასარჩენად ( გრიგოლ ფერაძე, მიხეილ თამარაშვილი, სერგო კლდიაშვილი, იოსებ ჟორდანია, მამა ილია კარტოზია, თევდორე ბერი, ცოტნე დადიანი, დემეტრე თავდადებული, 10 000 მოწამე და სხვა ისტორიულ გმირები);
    „ნუთუ ეს მე ვარ...“ - ეძღვნება ესმა ონიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
    „ ჩვენც ვიდავითებთ, დავით!“ - ეძღვნება დავით სარაჯიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას;
    „მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები“ - ეძღვნება რეზო თაბუკაშვილის ხსოვნას;
    „კოკროჭინა იმერეთი“ - ეძღვნება თამაზ სანებლიძის შემოქმედებას;
    „ზღვამ დაგვანახა მისი სიმაღლე“ - ეძღვნება გურამ რჩეულიშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას;
    „და ჯადოქრობას უფრო ჰგავდა მისი ცხოვრება“ - ეძღვნება უშანგი ჩხეიძის ცხოვრებას და
    შემოქმედებას;
    „უცებ მოსწყდება ვარსკვლავი“ -- ეძღვნება ევგენი ხარაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას;
    „სიყვარულის სამოსელი“ -- ეძღვნება გურამ დოჩანაშვილის ცხოვრებას და შემოქმედებას.
    „ სევდის სიმღერა“-- ეძღვნება პაოლო იაშვილს და ტიციან ტაბიძეს;
    საქართველო ჩირაღდანად მინთია“ - ეძღვნება ოთარ მამფორიას შემოქმედებას ;
    „ გალაკტიონის ნატერფალები“ - ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძეს;
    „ მარადისობის მგზავრი“ -ეძღვნება თამაზ კიკნაძის ხსოვნას;
    „წყალწითელას ჭალაში დაქროლილო ნიავო“ ეძღვნება ზურაბ კუხიანიძის შემოქმედებას;
    „ო, ენავ ჩემო“- ეძღვნება ქართულ ენას;
    „ მე ვარ მისანი ხარი წიქარა“ -- ეძღვნება შოთა ნიშნიანიძეს;
    „ჩემი ბაგრატი და ქუთაისი ‘- ეძღვნება ქუთაისს და ბაგრატს;
    „ მახსოვს ხარაგაული“ -- ეძღვნება ხარაგაულს;
    ‘არის ასეთი სოფელი“ - ეძღვნება სოფელ ფარცხნალს;
    „ ბუნების დიდოსტატი“ - ეძღვნება გივი ბრეგაძის ხსოვნას“;
    „ მთამ დაგილოცა სავალი გზები“ -- ეძღვნება დეკანოზ თავმას ჩოხელს
    ‘ მუსიკის ქარში ნაქსოვი სიბრძნე“ - ეძღვენება რეზო ჭეიშვილს;
    „ სული ობოლი“ ეძღვნება ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებას:
    „ სიყვარულის საგალობელი, სიყვარულის ბარათები“- ეძღვნება გამოჩენილი ადამიანების სიყვარულის ისტორიებს;
    და კიდევ მრავალი სხვა;
    ლიტერატურული თეატრის საქმიანობა სისტემატურად შუქდება საქართველოს ტელევიზიებით, პრესით, საინფორმაციო სააგენტოებით, ქართული და უცხოური ჟურნალ-გაზეთებით.
    საქართევლოს ტელევიზიების არხებზე : „ ერთსულოვნება“, „ საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „ ქართული არხი“, „რიონი“, ყოველთვიურად გადის ლიტერატურული სპექტაკლების სრული ჩანაწერები.
    ლინკები....!

    თეატრსი წარსულიდან...
    2013 წლამდე თეატრი არსებობდა ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, ხოლო შემდეგ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ აიპად „ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“. თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელია მისი დამაარსებელი იზა ვეფხვაძე.
    თეატრს განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი, მათ შორის „ პაემანი ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე“, „ პაემანი გორაზე“, „ ყვავილების დღესასწაული“, „ სიყვარულის დღე“ , „რაც ადრე თქვენთვის დამრჩა უთქმელი“, „ შეხვედრების ციკლი ცნობილ ადამიანებთან.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი