{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

                      ინფორმაცია   ა(ა)ი.პ “ხარაგაულ კეთილმოწყობა“-ს   საქმიანობის შესახებ

     

            ა(ა)ი.პ “ხარაგაულ კეთილმოწყობა“ არის თვითმმართველი ერთეულის მიერ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის,სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (იურიდიული მისამართი: დაბა ხარაგაული სოლომონ მეფის ქუჩა პირველი ჩიხი N 6), რომლის დამფუძნებელია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულო.                                                                                            

           ა(ა)ი.პ “ხარაგაულ კეთილმოწყობა“ საქმიანობას წარმართავს შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

           ა) დაბის პარკის და სკვერების მოვლა, დასუფთავება და კეთილმოწყობა.

           ბ) ქუჩების,გაზონების კეთილმოწყობა და დაცვა პირუტყვისაგან.

           გ) გარე განათების ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

           ა(ა)ი.პ “ხარაგაულ კეთილმოწყობა“ს ძირითად საქმიანობას  წარმართავს და ორგანიზებას უწევს დირექტორი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

           დირექტორი თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს,იღებს გადაწყვეტილებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ,განსაზღვრავს თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურების ოდენობას.

            ა(ა)ი.პ “ხარაგაულ კეთილმოწყობა“-ს  დაფინანსების წყაროა სუბსიდია  და დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსასყიდლო უზურფრუქტის წესით გადმოცემული ქონების საფუძველზე. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

               2014 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ა(ა)ი,პ“ხარაგაულ კეთილმოწყობა“-ში  დასაქმებულია 21 მუშაკი,რომლებიც ემსახურებიან  კულტურისა და დასვენების პარკს ,  8  სკვერს და გარეგანათებას  დაბის,საღანძილის,ლეღვნის,ფარხნალის,ბორითის და მოლითის ტერიტორიულ ერთეულში.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი