{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  კიცხის საჯარო სკოლა

     

    სოფელი კიცხი მდებარეობს ზემო იმერეთში, ხარაგაულის რაიონში, მისგან სამხრეთ_დასავლეთით, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადის, ბორიმელას ხეობაში. სახელწოდება კიცხი მიღებული უნდა ქონდეს მდებარეობის მიხედვით. სოფელი ღრმული ადგილია, ზაფხულობით ძალიან ცხელა. ,,აქ კი ცხელაო” იტყოდნენ _ კი ცხავს, ,,ცხელა_კიცხი”. რევოლუციამდე სოფელი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში.

     

     

      

    დირექტორი

    თამარ წიწილაშვილი

    პედაგოგთა რაოდენობა 28

    მოსწავლეთა რაოდენობა 109

    ტელ: 598 21 56 37,   890 25 30 05,   577 348 100


    დღეისათვის კიცხის საჯარო სკოლა გარემონტებულ შენობაში ფუნქციონირებს. კაპიტალური რემონტი მას ჩაუტარდა 2000 წელს. Aამ საქმეში დიდი დამსახურება მიუძღვის სკოლის მაშინდელ დირექტორს, აწ გარდაცვლილ, ბატონ გურამ გიორგაძეს.
    2004_05 სასწავლო წელს, სკოლამ გაიმარჯვა კონკურსში და მოიპოვა გრანტი 3 ათასი დოლარის ოდენობის, რამაც სკოლას საშუალება მიცა შეეძინა თანამედროვე ტექნიკა, რომელთა გამოყენებამ საგაკვეთილო პროცესში სწავლების ხარისხის საგრძნობი ამაღლება გამოიწვია. სკოლაში ფუნქციონირებს ,,ირმის ნახტომის” კაბინეტი. 2012 სასწავლო წლიდან სკოლა ჩართულია UAID–ის დაწყებითი განათლების პროექტში. ამჟამად სკოლაში 122 მოსწავლეა.
    კიცხის საშუალო სკოლის დირექტორები იყვნენ:
    მიშა შავიძე
    ფილიმონ გელაშვილი _ 1950_1984 წწ.
    ვარლამ ვეფხვაძე _ 1984_1987 წწ.
    თემურ ქურციკიძე _ 1987_1996 წწ.
    გურამ გიორგაძე _ 1996_2002 წწ.
    შმაგი გამრეკელაშვილი _ 2002_2007 წწ.
    Nნინო გაგოშიძე _ 2008 -2011წწ
    თამარ წიწილაშვილი -2011-
     
    დირექტორის მოადგილეები სასწავლო_სააღმზრდელო
    დარგში:
    მაყვალა მასხარაშვილი
    კაკო ჩხიკვაძე
    იოსებ აბულაძე
    სულიკო დვალი
    ნუნუ ყიფშიძე
    თემურ ქურციკიძე
    გურამ გიორგაძე
    ნინო გაგოშიძე
    ნაირა ჩხიკვაძე
    განათლების კერა სოფელ კიცხში
    XIX საუკუნის 70-იან წლებამდე მაზრაში არსად იყო განათლების კერა. სოფელში სულ არ მოიპოვებოდა კაცი, რომელსაც წერა_კითხვა ცოდნოდა. კიცხის საზოგადოების თავადაზნაურობამ (მაჭავარიანებმა, ანთაძეებმა, ავალიშვილებმა) მრავალჯერ მიმართეს თხოვნით ქუთაისის გუბერნატორს სკოლის გახსნის ნებართვის შესახებ. თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა. 1872 წელს სამრევლო სკოლა გაიხსნა შორაპანში და სოფელ კიცხში. (კიცხის თემი აერთიანებდა სოფლებს: ხიდარს, ვარძიას, წყალაფორეთს, ლახუნდარას, ჩალხეეთს, საქარიქედს, ბორს). სკოლა დაქირავებულ ბინაში ყოფილა განთავსებული, როგორც ამას იმდროინდელი პრესა ადასტურებს. განათლების კერას ხელს უწყობდა კონსტანტინე ანთაძე _ ცნობილი სახალხო არტისტის დოდო ანთაძის მამა, კონსტანტინე მაჭავარიანი და სხვები.
    სკოლაში პირველად 57 მოსწავლე ყოფილა, მათ შორის 17 გოგონა. მასწავლებელი ეროვნებით რუსი _ სტეფანე, ვერ ახერხებდა ქართველ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობას, ამიტომ მას დაუქირავებია თარჯიმნად ვინმე ღამბაშიძე, რომელსაც ქუთაისის სასულიერო სემინარია ჰქონია დამთავრებული. მასწავლებლებს ხელფასი ეძლეოდათ სამეურნეო ანგარიშიდან. ამის გარდა სოფელი აძლევდა მას სიმინდს, ღვინოს და სხვა პროდუქტებს. მოსწავლეთა მშობლები იძენდნენ სასკოლო ინვენტარს. სკოლის დაქირავებულ შენობაში იყო სივიწროვე. გაეცნო რა მდგომარეობას სოფელ ვარძიის მღვდელი, გიორგი ანთაძე, მან თავისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა საჩუქრად გადასცა სკოლას. გაზეთი ,,დროება” წერდა: ,,ღმერთმა ქნას, ასეთი ადამიანები ბევრი გვყოლოდესო”.
    ერთი წლის შემდეგ ქუთაისის გუბერნიის სახალხო განათლების ინსპექტორმა შეამოწმა სკოლის საქმიანობა და მუშაობა დადებითად მიიჩნია. თათბირზე მიუთითა ხარაგაულის მამასახლისს, რომ ეზრუნა ხარაგაულის სკოლის გახსნაზე.
    დაარსებიდან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე კიცხში არსებობდა ორკლასიანი სასწავლებელი. რევოლუციის შემდეგ ეს სასწავლებელი გადაკეთდა კოლახსკოლად. Aაგებულ იქნა ხის სამი შენობა.კოლახსკოლამ იარსება 9 წელიწადს.
    1934 წლიდან სოფელ კიცხში სკოლა საშუალო სკოლად გადაკეთდა. ამ დროისათვის სკოლას ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი თამარ მჟავანაძე და მასწავლებლობდნენ იათაოზ ბერაძე, ლევან ბერაძე, ვლადიმერ თაბუკაშვილი.
    40-იან წლებში კიცხის სკოლაში მუშაობდნენ დირექტორებად რესპუბ-ლიკაში ცნობილი სახალხო განათლების გამოჩენილი პირები: სავლე აბულაძე, დავით ყიფშიძე და ქეთო წერეთელი.
    დიდი სამამულო ომის წლებში (1941_1945 წწ) სამშობლოს დამცველთა რიგებში ჩადგნენ პედაგოგები: ლევან ბერაძე, ს. კავილაძე, დ. მდინარაძე, პ. მაჭავარიანი, კ. მახარაძე და სხვები. ზურგში თავდადებით შრომობდნენ: გ. აბაშიძე, მ. მასხარაშვილი, კ. გურგენიძე, თ. დარსალია, მ. შავიძე, ქ. წერეთელი, შ. წერეთელი.
    1964 წლიდან სკოლამ ახალმოსახლეობა იზეიმა ტიპიურ სასკოლო შენობაში. 1969 წლიდან სკოლა გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე. კაბინეტები ყველა სასწავლო დისციპლინაშია.არსებობდა საბავშვო კინო_თეატრი, 100 ადგილიანი ბუფეტ_სასადილო, სპორტული დარბაზი, მოედანი, დამხმარე და საცდელი მეურნეობა.
    1969 წლიდან სკოლაში შემოვიდა ავტოსწავლება. ყოველწლიურად 100-მდე მოსწავლე ეუფლებოდა მძღოლის პროფესიას. ამ საქმეს ემსახურებოდა 4 სპეციალისტი სამი სასწავლო ავტომანქანით, ავტოსადგომით და კეთილმოწყობილი ავტოკაბინეტებით.
    1950 წლიდან კიცხის საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა რესპუბლიკის დამსახურებული მასწავლებელი, შრომის წითელი დროშის ორდენოსანი, მრავალი მედლის კავალერი, სამამულო ომის ვეტერანი ფილიმონ მელიტონის ძე გელაშვილი.
    სასწავლო_სააღმზრდელო მუშაობის დარგში მუშაობდა უდიდესი ნიჭის მქონე სკოლათმცოდნე იოსებ სავლეს ძე აბულაძე. სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: მაყვალა ერემიას ასული მასხარაშვილი, აკაკი ვლადიმერის ძე ჩხიკვაძე. კლასგარეშე და სკოლის გარეშე დარგში ორგანიზატორად მუშაობდა კარგი მათემატიკის და ორგანიზატორული უნარის მქონე გურამ ლევანტის ძე გიორგაძე.
    სკოლა 1955 წელს იყო სრულიად საკავშირო სასოფლო_სამეურნეო გამოფენის მონაწილე. სკოლის ნორჩ ფიზიკოსთა და ნორჩ ნატურალისტთა წევრები (წრის ხელმძღვანელები: ი. აბულაძე, ი. დუგლაძე) დაჯილდოვდნენ გამოფენის მონაწილის სიგელებით და დიპლომებით (25 მოსწავლე).
    1956 წელს სკოლა და საცდელი მიწის ნაკვეთი გადაღებულ იქნა კინო_სურათში ,,საცდელი მიწის ნაკვეთი”, რომელიც რამდენიმე წელი ემსახურებოდა სხვა სკოლებს სასწავლო საქმეში.
    XX საუკუნის 60_70_80-იან წლებში სკოლა აქტიურად იყო ჩართული როგორც სასწავლო_სააღმზრდელო, ასევე სპორტულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში. თითოეულ ამ დარგში სკოლას მიღებული აქვს მრავალი დიპლომი და სიგელი. მოსწავლეთა ძალებით ყოველწლიურად ბარდებოდა ასკილი, ხილი, ჯართი, მაკულატურა, აბრეშუმის პარკი; მოსწავლეები ასრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო_სამეურნეო სამუშაოებს კიცხის კოლმეურნეობაში. სკოლას ყავდა სანაშენე დედა ღორი და ყოველწლიურად სახელმწიფოს აბარებდა 500 კგ-ზე მეტ ხორცს. სკოლის საცდელი ნაკვეთიდან ბუფეტ-სასადილო სარგბელობდა ბოსტნეულით, ბაღჩეულით და ხეხილით.
    აღნიშნული პერიოდის წარმატებები სკოლის ცხოვრებაში დიდად განსაზღვრეს იმ მასწავლებლებმა, რომლებიც ამ დროს დიდი შემართებით მოღვაწეობდნენ კიცხის საშუალო სკოლაში.ესენი იყვნენ:
    კოლია გურგენიძე, ნუნუ მაჭავარიანი, ლ. თაბუკაშვილი, პ. გაბუნია, ა. კვირიკაშვილი, პაპუნა მაჭავარიანი, ვარა ხამასურიძე, ნათელა შარიქაძე, ჟორა საყვარელიძე, ბაბულა ავალიშვილი, ნინა შეწირული, ელენე კვირიკაშვილი, მარო ფოფხაძე, მარო ლორთქიფანიძე, თამარ ნიქაბაძე, თამარ ჭყოიძე, კოტე ლოლაძე, ნუნუ ყიფშიძე, მაყვალა მასხარაშვილი, ივანე დუგლაძე, იონა მასხარაშვილი, სულიკო დვალი, თამარა მახარაძე, კოტე მახარაძე, მათიკო ყანჩაველი, ნათელა გოდიბაძე, ლოლა ჭიპაშვილი, ჟუჟუნა მაღლაკელიძე, ეთერი ჯიქია, მანანა ვეფხვაძე, ლენა ვეფხვაძე, ანეტა კიკნაძე, მამია კამკამიძე, ზურაბ ავალიშვილი, ბორის ზვიადაძე, ნუნუ ბეგაძე, კაკო გიორგაძე, კაკო ჩხიკვაძე, ციური კავილაძე, გალენა ხლოპუნოვა, გურამ გიორგაძე, ია გოგოლაძე, თამარ ოსანაძე, ვენერა ბოგვერაძე, თორიკო გიორგაძე, მარგალიტა ჭყოიძე, ივანე ბედიაშვილი, ნელი ბუხრაშვილი, თინა მაჭავარიანი, ზაქარია გამცემლიძე, გრიგოლ ჟღენტი, დარეჯან წიწილაშვილი, ნაზი თუთბერიძე, ციცო ციცქიშვილი, იამზე პავლაძე, მარიკა ზვიადაძე, ციალა მჭედლიძე, მარინა არჯევანიძე, თემურ ქურციკიძე, ქეთევან ქვემოთიანი, ცინელი გაგოშიძე, მედეა ღონღაძე, ფირუზ ნიქაბაძე, მზია კოჩაძე, ზურაბ კოჩაძე, ნუგზარ შავიძე, ეთერი პაპავა, ირინა ჩხიკვაძე, ეთერი შველიძე, ია საყვარელიძე, სერგო მაჭავარიანი, ლია ჟორჟოლიანი, ვახტანგ მუმლაძე, ასმათ გიორგაძე, ჟორა მაჩიტაძე, ცირა გიორგაძე, დოდო დვალი, ქეთევან გაგოშიძე, გია სახვაძე, თამაზ გოგოლაძე, მედიცო ვეფხვაძე, ვალერი გოგნაძე, ნიკო მაჭავარიანი, ქეთო გიორგაძე, ნინო შარიქაძე, ლეილა კაკოიშვილი, ლელა ოქრომჭედლიძე, მაია გიორგაძე.
    პედაგოგთა ამ უზარმაზარ არმიას 90-იან წლებში შეემატა ან ჩაენაცვლა შემდეგი პედაგოგები: ნინო გაგოშიძე, მაია ჩხიკვაძე, თამარ წიწილაშვილი, ინგა აბაშიძე, ვალიდა კილაძე, ელენე მელქაძე, ქეთევან გიორგაძე, თამარ არჯევანიძე, ირინე ბერაძე, ცირა ბერაძე, მაია ღონღაძე, დალი დაღელაშვილი, რევაზ შარიქაძე, ჟუჟუნა კალანდაძე, ფიქრია დვალი, დალი დაღელაშვილი, ბექა ბერაძე, ელენე ჟღენტი, ელისო შავიძე, ნათია გაგოშიძე, თამარ წერეთელი, ანა ზვიადაძე, ქეთინო ჩუბინიძე, იამზე თაბუკაშვილი.
    კიცხის საჯარო სკოლა ცდილობს გააგრძელოს ის დიდი ტრადიციები, რომელიც სკოლის სახელს უკავშირდება.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სადგურ მარელისის საჯარო სკოლა
  • ბორის საჯარო სკოლა - პანსიონი
  • ზვარის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • ბაზალეთის საჯარო სკოლა
  • დაბის N 2 საჯარო სკოლა
  • ხარაგაულის N3 საჯარო სკოლა
  • საღანძილის საჯარო სკოლა
  • ლეღვნის საჯარო სკოლა
  • ვახანის საჯარო სკოლა
  • მოლითის საჯარო სკოლა
  • წიფის საჯარო სკოლა
  • ხიდრის საჯარო სკოლა
  • ვარძიის საჯარო სკოლა
  • წყალაფორეთის საჯარო სკოლა
  • ლაშის საჯარო სკოლა
  • ნადაბურის საჯარო სკოლა
  • ღორეშის საჯარო სკოლა
  • ბორითის საჯარო სკოლა
  • ხევის საჯარო სკოლა
  • ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა
  • სარგვეშის საჯარო სკოლა
  • უბისის საჯარო სკოლა
  • ხუნევის საჯარო სკოლა
  • ვაშლევის საჯარო სკოლა
  • წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი