{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლაშე

     გამგებლის წარმომადგენელი  ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში - კახა კვინიკაძე

    ტელ: 595454761

     

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია - 885 23 ჰა.

    მოსახლეობა - 545 კომლი 1094 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე - 5 კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ლაშე, უჩამეთი, ლაშის იგორეთი, ღვერკი, ხემაღალი.

    ადმინისტრაციის ცენტრი - ლაშე

    ლაშე - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში. ზ.დ. 360 მ. ხარაგაულიდან 5 კმ. ისტორიულ წყაროებში სოფელი მოიხსენიება XVI ს-ში (მლაშე).

    ლაშის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მინიატურული ვერძის ქანდაკება , რომელიც ძვ. წელთაღრიცხვის VII –V ს. თარიღდება.

    ანთიმოიანი ბრინჯაოს ვერძის ფიგურა შესრულებულია ძალზე დახვეწილი გემოვნებით, იგი შემკულია ნაწნავისებური ორნამენტით და კოლხური კულტურის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.

    სოფელში, მდინარე ჩერიმელას ხეობაში, შემაღლებულ ბორცვზე არის ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. უფრო ადრე მის ადგილას ციხე ყოფილა გალავნით. სამწუხაროდ, ისტორიულ წყაროებში ეს ციხე ფიქსირებული არ არის. ზეპირი გადმოცემით, იგი დაუნგრევიათ და იმ მასალით აბაშიძეებს XVIII ს-ში საგვარეულო ეკლესია აუშენებიათ.

    ამჟამად ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესია დანგრეულია. იგი დარბაზული ტიპის ეკლესია ყოფილა. ეკლესიას ჰქონია მოხარატებული კარი. თქმულების მიხედვით,იგი სვანეთიდან ჩამოუტანია ვინმე ჯაშია დევდარიანს, რომელსაც დამ ქალიშვილი ურჯულოებზე გაუყიდა. გაჯავრებულმა ჯაშიამ სვანეთში ერთ-ერთ ეკლესიას ჩამოხსნა კარი, ლაშეში ჩამოიტანა და ამ ეკლესიის ხატს ,,გადასცა“ თავისი და.

    1926 წელს ეკლესია დაუნგრევიათ და მოხარატებული კარი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისათვის გადაუციათ. კარი ხელოვნების იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს.

    ლაშის ვანის ღვთისმშობლის ეკლესიაზე აღნიშნავენ ღვთისმშობლობის და მარიამობის დღესასწაულებს. სოფელ ლაშეში ივლისის თვის პირველ შაბათ-კვირას დღესასწაულობენ ,,რიყელობას“. ლაშეში არის აგრეთვე წმ. ბარბარეს სახელობის და კვირაცხოვლობის ეკლესიები.

    XIX –XX სს. მიჯნაზე ზემო იმერეთის არისტოკრატიულ ოჯახთა შორის გამორჩეული ყოფილან ლაშელი აბაშიძენი, მათ ოჯახში მთელი საქართველოს არისტოკრატია იყრიდა თავს.

    ვახუშტის რუკის მიხედვით ლაშეში ყოფილა მთავრის დიდებული სასახლე.

    ლაშის სკოლა ერთ-ერთი უძველესი სკოლაა რაიონში, რომელიც მეცენატი მღვდლის სიმონ მჭედლიძის ინიციატივით აშენდა.

    სოფელში არის მეფუტკრეობის მეურნეობა, სადაც გამოჰყავდათ მთის რუხი ფუტკრის იშვიათი ჯიში.

    უჩამეთიმდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.ზ.დ. 400მ. ხარაგაულიდან 3კმ. სოფლის ახლოს, ხანდების კლდეში არის გამოქვაბული, რომელსაც ,,დევისხვრელი“ ეწოდება. გამოქვაბული 1926 წელს გამოიკვლია პროფესორმა გიორგი ნიორაძემ. იქ აღმოჩენილი ნაშთები მიეკუთვნება ზედა პალეოლითს , დაახლოებით 50 -40 ათასი წლის წინანდელ ეპოქას. ისინი გვაუწყებენ, რომ იმ დროს , ამ ტერიტორიაზე მცხოვრები პირველყოფილი ადამიანები უკვე დაუფლებული იყვნენ ქვის იარაღების, უმეტესად კაჟის დამუშავების მაღალ ტქენიკას.

    ,,დევისხვრელში“ ნაპოვნია ცხოველთა ნაშთებიც .

    მღვიმის სიღრმე 40 მ-ია, შესასვლელის სიმაღლე 5 მეტრი, სიგანე 4 მეტრი.

    სოფელ უჩამეთში არის ბოლო პერიოდში აგებული წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ასევე ადგილი, სადაც ადრე ტაძარი ყოფილა, ამიტომ ამ ადგილს დღემდე ,,ნასაყდრიას“ უწოდებენ.

    ღვერკი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.

    ზ.დ. 440 მ. ხარაგაულიდან 9 კმ. სოფელზე მიედინება მდინარე ყარნება. ღვერკში არის მარმალილოსებრი კირქვის საბადო - კარიერი.

    სოფელი ისტროიულ წყაროებში მოიხსენიება XII საუკუნიდან.

    ხემაღალი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირზე. ზ.დ. 300მ. ხარაგაულიდან 7 კმ.

    სოფელში ამაღლებული კლდის ტავზე არის ციხის ნანგრევები, რომელსაც ,,ციხის ყელს“ ეძახიან. ციხე საიმედო და მიუდგომელი ყოფილა მტრისთვის. იგი აგებულია XIII –XIV სს-ში.

    ხემაღალში არის შუა საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. სოფელს ჩრდილოეთიდან აკრავს წაბლის ტყე. ტყის თავში დგას ბებერი მუხა, მის ფესვებზე მოსახლეობა სანთლებს ანთებს, რადგან წმინდა ადგილად მიაჩნიათ. ა, წმინდა ადგილს მოსახლეობა ,,ჯვრის ტყეს“ უწოდებს.

    სოფლის სახელწოდება ,,ხემაღალი“ მომდინარეობს იმ ტანმაღალი ხეებისაგან, რომელიც სოფლის ტერიტორიაზე ხარობდა.

    ლაშის იგორეთი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში ზ.დ. 450 მ. ხარაგაულიდან 6კმ. სოფელში მიედინება მდინარე გოროულა.

    სოფელში არის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები.

    საკრებულოში აღრიცხული გვარებია: აბაშიძე,ალავიძე, არჯევანიძე, ამანათოვი, ბოყოჩაძე, გელაშვილი, გურგენიძე, გეგეშიძე, გაჩეჩილაძე, დევდარიანი, თხელიძე, თევზაძე, კვირიკაშვილი, კერესელიძე, კიკალიშვილი,კამკამიძე, კალანდაძე, კავსაძე, ლაბაძე, ლუტიძე, მანჯავიძე, მაჭავარიანი, მესირიძე, მესხი, მეცხოვრიშვილი, ნიქაცაძე, ნანიტაშვილი, პაქსაშვილი, რევაზიშვილი, სხილაძე, ფანჯარაძე, ქველიაშვილი, შავიძე, შველიძე, შარვაძე, ჩახვაძე, ცისკაძე, ცქიტიშვილი, წიქარიშვილი, ხაჩიძე, ხარატიშვილი.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი