{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ლეღვანი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში - გელა მაღრაძე

    ტელ : 568 86 80 86

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია–111027 ჰა.
    მოსახლეობა 797 კომლი 1716 მცხოვრებით
    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე–12 კმ.
    უახლესი რკინიგზის სადგური მარელისი–6 კმ.
    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები:ლეღვანი, მარელისი, დიდვაკე, პატარა სახვლარი.
    ადმინისტრაციული ცენტრი–ლეღვანი
    ლეღვანი
    მდებარეობს მდინარე ლეღვანულას (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზ.დ. 500 მ. ხარაგაულიდან 12 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს–ში.
    ლეღვნის ტერიტორიაზე „ვეფხვაძეების გორაზე“, აღმოჩენილია კოლხური კულტურის  ერთ–ერთი ძალზე საინტერესო ნიმუში. იგი ცნობილია „ლეღვნის განძის“ სახელწოდებით და თარიღდება II-I ათასწლეულების მიჯნით. იქ აღმოჩენილია სამარხი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებით, მინიატურული სკულპტურებით (ირმები, ვერძები, ვერძის ტავები, ზოომორფული ფიგურები, რომლებიც  აქლემს მოგვაგონებს). ბრინჯაოს სკულპტურები საკულტო–სარიტუალო დანიშნულებისაა. თითოეულს ზურგზე დამაგრებული აქვს ბრინჯაოს რგოლი. სამარხში აღმოჩნდა, რამდენიმე წყვილი საყურე,  თითოეული მათგანი ყურძნის მტევანს ჰგავს. ლეღვნის სამარხებში  აღმოჩნდა  აგრეთვე  რამდენიმე ბალტა, სამაჯურები, მშვილდსაკინძი, მინის, თიხის  და სარდიონის მძივები. ყველა ეს სამკაული და ნივთი ბრინჯაოსია. ლეღვნის განძი დაცულია ხარაგაულის  მხარედმცოდნეობის მუზეუმში. ლეღვანში არის XIX ს . აგებული ეკლესია „ წმინდა გიორგი მკლავისა“.
    სოფელში არის ბუნებრივი ტბა, რომელსაც „ვეფხვიოურის“ ტბას ეძახიან. გადმოცემით, ამ მიდამოებში ვეფხვს ბუნაგი ჰქონია, რომელიც წყლის დასალევად მისულ ცხოველებზე ნადირობდა. ამიტომაც ტბას „ვეფხვიოური“ უწოდეს. მისი სიღრმე 11 მეტრია.
    ლეღვანში არის  სამკურნალო მნიშვნელობის მქონე გოგირდოვანი წყლები და ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლები–200 წლოვანი. ცაცხვები და მუხები.
    ლეღვნის სკოლის ისტორია 1897 წლიდან იწყება.

    მარელისი

    მდებარეობს მდინარეების საკრაულისა (ხანისყალის მარჯვენა შენაკადი და ბჟოლისხევის  (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილო–აღმოსავლეთ კალტაზე, მდინარე არჯოლის ხეობაში. ზ.. . 450 მ. ხარაგაულიდან 11კმ. უახლოესი რკინიგზის სადგურ მარელისიდან 4 კმ.
    სოფელში არის მაცხოვრისა (XIX-XXსს) და ღვთისმშობლის (XVIII ს.)  სახელობის ეკლესიები.
    რკინიგზის სადგურ მარელისიდან 1 კმ–ის დაშორებით არის მარმარილოსებრი კირქვების საბადო, რომელიც დაძიებულია 1967–68 წწ. მარმარილო მონაცრისფერო ფერისაა და გამოიყენება მოსაპირკეთებლად.
    სადგურ მარელისთან ახლოს არის ადგილი, რომელსაც „მოსაკიდელი“ ჰქვია. ცნობილია, რომ  ამ მიმართულებით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დიდი საქარავნე გზა გადიოდა, მარელისიდან  ვიდრე აივაკებდნენ, უგზო ციცაბო აღმართი იყო. დასავლეთიდან მოსულნი მოტანილ ტვირთს გადმოცლიდნენ და იმ აღმართზე ზურგზე მოკიდებული აჰქონდათ. ამიტომ იმ ადგილისთვის „მოსაკიდელი“ შეურქმევიათ.
    მარელისში არის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის მცველთა საგუშაგო და ტურისტებისათვის ეროვნული პარკის მარელისის სასტუმრო.
    კეთილმოწყობილი ხის სასტუმრო მდებარეობს ეროვნული პარკის  საზღვართან, ულამაზეს ხეობაში, სადაც შეიძლება დასვენება, რამის გათევა, გასეირნება ცხენით, ფეხით, ტურისტული ლაშქრობების მოწყობა.
    მარელისის მცველთა საგუშაგოდან იწყება ტურისტული მარშრუტი N2, რომელიც მთავრდება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, ხოლო N1 ტურისტული მარშრუტი ლიკანიდან მარელისისაკენ  მიემართება, N8 ტურისტული მარშრუტი იწყება სახვლარის ტურისტთა თავშესაფრიდან.
    მარშრუტი 2
    „მარელისის“ მცველთა საგუშაგო(ხარაგაულის რაიონი)
    –„ამარათის“ ტურისტთა თავშესაფარი–„აწყურის“ მცველთა საგუშაგო (ახალციხის რაიონი).
    მარშრუტის სახეობა–საცხენოსნო
    მარსრუტის სიგრძე (ერთი მიმართულებით)–49–51 კმ.
    მოგზაურობის ხანგრძლივობა–5 დღე და 4 ღამე
    მარშრუტის ფუნქციონირების პერიოდი–15 აპრილი–31 ოქტომბერი

    მარშუტზე გადაადგილების გრაფიკი

    პირველი დღე: მგზავრობა  თბილისიდან სოფ. მარელისამდე (190–200 კმ). ღამისთევა „მარელისის“ მცველთა საგუშაგოზე.
    მეორე დღე: გამგზავრება „მარელისის“ საგუშაგოდან ცხენებით 8–19 კმ. „სახვლარის“ ტურისტულ თავშესაფარამდე (2–2,5 სთ). შესვენება; გზის გაგრძელება მთა „ქვაზვინევის“ (2025 მ). მიმართულებით 7–8 კმ, „ქვაზვინევის“ მცველთა თავშესაფრამდე; ღამისთევა „ქვაზივინევის“ მცველთა თავშესაფარში.
    მესამე დღე: გამგზავრება ცხენებით „ქვაზვინევის“ მცველთა  საგუშაგოდან  ეროვნული პარკის უმაღლესი წერტილის, მთა სამეცხვარიოს (2642მ). მიმართულებით, შესვენება „სამეცხვარეოს“ მცველთა თავშესაფარში (2350 მ); გადასვლა აჭარა–იმერეთის  ქედზე  მთა მეღრუკის (2475 მ). მახლობლად. დაშვება “ამარათის“ ტურისტთა თავშესაფარისკენ და ღამისთევა.
    მეოთხე დღე: გამგზავრება  ცხენით „ამარათის“ მცველთა თავშესაფრიდან ოჭორას მთისაკენ (2107 მ; მონაკვეთის სიგრძე–8,5–9 კმ) დაშვება „აწყურის“ მცველთა თავშესაფარში.
    მეხუთე დღე: სოფ. აწყურიდან თბილისში გამგზავრება ავტონტრანსპორტით, ან მატარებლით.
    მარშრუტი N8
    „სახვლარის“ ტურისტთა თავშესაფარი–მდ. მეღრუკის ხეობა (ე.წ. სტეფურის ჭალა)–„სახვლარის“ ტურისტთა თავშესაფარი
    მარშრუტის სახეობა–საცხენოსნო, წრიული;
    მარშრუტის სიგრძე–5,5 კმ;
    მოგზაურობის ხანგრძლივობა: 2 დღე და 1 ღამე;
    მარშრუტის ფუნქციონირების პერიოდი:15 აპრილი–30 ოქტომბერი
    მარშრუტზე გადაადგილების გრაფიკი
    პირველი დღე: მგზავრობა თბილისიდან სოფ. მარელისამდე (190–200 კმ), გამგზავრება „მარელისის“ მცველთა საგუსაგოდან სოფ. დიდ სახვლარში;ღამისთევა „სახვლარის“ ტურისტთა თავშესაფარში (1100 მ.ზღ.დ)
    მეორე დღე: მარშრუტი იწყება „სახვლარის“ ტურისტთა თავშესაფრიდან და მიუყვება მდ. მეღრუკის კანიონს (სტეფურის ჭალას). ბილიკი შედის ხეობის სიღრმეში დაახლოებით 2,5 კმ–ზე, ჩაუვლის ულამაზეს ჩანჩქერს და ბრუნდება უკან, ტურისტები იმავე დღეს ბრუნდებიან თბილისში, ან განაგრძობენ მოგზაურობას N2 მარშრუტით.
    შენიშვნა: ბილიკის სასიარულოდ რთულია, რადგან ძირითადად გადის უშუალოდ  წყალში, მარშრუტზე გადაადგილდება სასურველია ცხენით.
    დიდვაკე
    მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე. ზ.დ.390 მ. ხარაგაულიდან 7 კმ. მას სახელი მდებარეობის გამო ეწოდა. ეს პატარა დასახლება მთებს შორის მოქცეულ ვაკეზეა გაშენებული.
    დიდვაკეში არის საქართველოში ცნობილი  მარელისის გრეხილი–ავეჯის ფაბრიკა, რომელიც ამჟამად ძალზე მცირე დატვირთვით მუშაობს.

    პატარა სახვლარი–ზ.დ.

    1100 მ.ის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მდებარე ერთადერთი დასახლებული პუნქტია. აქ მუდმივად მხოლოდ 2–3 მოსახლე ცხოვრობს, დანარჩენები ზაფხულობით ამოდიან და სეზონურ მესაქონლეობას ეწევიან.
    ამ სოფელში მოხვედრა ეროვნული პარკის მარელისის  შესასვლელიდან შეიძლება . სახვლარიდან ერთ ტურისტულ ბილიკს რკინისჯვრის უღელტეხილისა და ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალის–სამეცხვარიოს მთისკენ მივყავართ, მეორეს კი ლომის მთისკენ, საიდანაც შესაძლებელია დაშვება ბორჯომის მიმართულებით.
    საკრებულოში გავრცელებული გვარებია: აბაშიძე, ამირანაშვილი, არევაძე, ბარბაქაძე, ბერაძე, ბურჯანაძე, ბუხნიკაშვილი, გაჩეჩილაძე, გამცემლიძე, გველესიანი, გიგაშვილი, გოგოლაძე, გოცირიძე გურგენიძე, დავრაშელიძე, დათუაშვილი, დალალიშვილი, დევდარიანი, დეკანოსიძე, ვეფხვაძე, ზედგენიძე, ზუმბაძე, თაბაგარი, თაბუკაშვილი, თავზარაშვილი, თიკანაშვილი, თხელიძე, იაშვილი, ინასარიძე, კამლაძე, კამკამიძე, კაციტაძე, კიკნაძე, კოვზირიძე, კოჩაძე, ლაცაბიძე, ლიხაჩევსკი, ლომიძე, ლომსაძე, ლორთქიფანიძე, ლურსმანაშვილი, მანჯავიძე, მაისურაძე, მაღლაკელიძე, მაღრაძე, მაჭავარიანი, მდივნიშვილი,  მესხი, მოდებაძე,  მუმლაძე, მუხურაძე, ნოზაძე, ორბელაძე, სათირიშვილი, სამხარაძე, სახვაძე, სარალიძე, სხიულაძე, სებისკვერაძე, , ტაბატაძე, ტალახაძე, ტარასოვი, ტყემალაძე, ფანცულაია, ფარულავა, ფერაძე, ფცქიალაძე, ქურდაძე, შარიქაძე, შველიძე, ჩადუნელი, ჩიქვილაძე, ჩუბინიძე, ჩხეიძე, ცისკაძე, ციცხვაია, ცხადაძე, ცხვედაძე, ჭაუჭიძე, ჭინჭარაული, ჭიპაშვილი, ჭოლაძე, ხარატიშვილი, ხვედელიძე, ხურციძე, ჯანგობეგოვი, ჯიჯავაძე.
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი