{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  მოლითი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში-სპარტაკ ლაცაბიძე

    ტელ :595457532

     

    მედებარეობს ჩხერიმელის მარჯვენა მხარეს, ზ.დ. 680 მ. ხარაგაულიდან 18 კმ. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია  XVII ს-ში.

    ,,მოლი“ ახლად ამოსულს ხასხასა ბალახს ქვია. ამ სიტყვას დართული აქვს ,,ით“ სუფქსი, რომელიც ,, ეთ“ სუფუქსის ვარიანტია.

    სოფელში შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის კოშკის ნანგრევები. მოლითში არის მარმარილოსებრი კირქვების საბადო, მარაგით 3928 ათასი მეტრკუბი. იგი ხასიათდება ნაირგვარი შეფერილობით_წითელი, ყავისფერი ელფერით, მოწითალო თეთრი ლაქებით, ნაცრისფერ_შავი შეფერილობით. აღნიშნული მარმარილო გამოყენებულია მოსკოვის თეთრი სახლის მშენებლობაზე, მოსკოვისა დაა თბილისის მეტრო სადგურების მშენებლობაზე. 1986-88 წწ. ხდებოდა მარმარილოს ბლოკების გაგზავნა იაპონიაში.

    დეისი__მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთში,მდინარე ჩხერიმელას მარცხენა მხარეს, ზ.დ. 720 მ. ხარაგაულიდან 20 კმ. მოლითის რკინიგზის სადგურიდან 3 კმ.

    ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVIII ს-ში ,,გდეისის“ სახელწოდებით.

    სახელწოდება დეისის შესახებ არის თქმულება: შემოსეულ მტერს ვახანის ციხიდან დასახლება დაუნახავს, ,,დე, ისიც ავიღოთო“_ უთქვამთ. ასე ეწოდა სოფელს დეისი.

    სოფელში არის წმინდა კვირიკეს ეკლესია და შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები. წმ. კვირიკეს ეკლესიაში აღნიშნავენ კვირიკობის დღესასწაულს_27 ივლისს.

    ბეჟათუბანი__მდებარეობს გედსამანიის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხერიმელის მარჯვენა სანაპიროზე. ზ.დ. 720 მ. ხარაგაულიდან 25კმ.

    ცნობილია, ,,ბეჟათუბნის განძი“, რომელიც ძვ.წ.  XI_X სს. თარიღდება. იქ აღმოჩენილ იქნა ბრინჯაოს 5 ცული და ბრინჯაოს ლოდი 3 ნატეხი.

    სოფელში არის წედის წმინდა გიორგის ეკლესიის და ბეჯათუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიების ნანგრევები.

    ჭარტალი__მედბარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯველა მხარეს, ზ.დ. 720 მ. ხარაგაულიდან 13 კმ. სოფელში არის შუა საუკუნეების კშკის ნანგრევები.

    ნებოძირი__მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს ზ.დ. 700 მ. ხარაგაულიდან 19 კმ. ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად მოიხსენიება XVIII  ს-ში.

    ნებოძირის ძველი სახელია ,,მებოძირი“, რაც ძველი ქართულით ,,გზაჯვარედინს“, ,,გზაგასაყარს“ ნიშნავს. სწორედ აქ განშტოვდებოდა იმერეთიდან ქართლისაკენ მიმავალი მთავარი გზა, რომლის ერთი ტოტი წიფასა და სურამზე გადიოდა, მეორე კი ქვიშხეთისკენ მიემართებოდა. ეს ძველად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი იყო.

    არსებობს მეორე ვერსიაც: ეს სოფელი დამსახურებისთვის მეფეს ყიფიანისათვის უბოძებია, ამიტომაც მისთვის ნაბოძვარი დაურქმევია, შემდეგ სახელს ცვლილება განუცდია. ნებოძირში შემორჩენილია შუა საუკუნეების სამსართულიანი კოშკის ნანგრევები, ,,ვაკეჯვრის“ წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და ,,ჩხერელის“ წმ. გოირგის ახელობის ეკლესიის ნანგრევები.

    ნებოძერში, კაოთის ტყეში, ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის დაშორებით დგას ორი ქვასვეტი, მაღალ სვეტს ,,დედოფალა ქვას“ ეძახიან.

    ქვები__მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარცხენა მხარეს, ზ.დ. 580 მ. ხარაგაულიდან 12 კმ. სოფლის ძველი სახელწოდება ყოფილა ,,ქვაბი“. ვახუშტი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოსა საქართველოისა“ წერს: ,, ვახანს არის ციხე კარგი, ამ ციხის პირდაპირ არს ციხე ქვაბი“. სოფელი მართლაც ძალზედ ჩაღრმავებულია და ქვაბის ფორმა აქვს. არსებობს ხალხური თქმულებაც: გარეშე მტერთა შემოსევის დროს, სოფლის მცხოვრებთათვის განსაკუთრებული სიმტკიცის გამო ,,ქვასავით მაგრები, ქვები“, შეურქმევიათ, აქედან წარმომდგარა სოფლის სახელწოდებაც. ქვებში არის წმ. გიორგის ახელობის ეკლესია.

    ბაბი__მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ზ.დ. 580 მ . ხარაგაულიდან 16 კმ. სოფელი მოხსანიებულა იმერეთის მეფის ალექსანდრე III -ის  1658-1660 წწ. სიგელში. სუხან-საბა ორბელიანი თავის ,,სიტყვის კონაში“ განმარტავს, რომ ბაბილო მაღლა ასული ვაზი, მაღალი ვენახია. სოფელში არის ადგილები, როემსაც ბაბილოებს ეძახიან. თავდაპირველად ტოპონიმს - ,,ბაბილო“, დროთა განმავლობაში ჩამოშორდა დაბოლოება ,,ლო“ და შემოგვრჩა დღევანდელი სახელწოდება.

    სოფელ ბაბის ჩრდილო-აღმოლავლეთით, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა სანაპიროზე არის მთა-გორა, რომელზეც აღმართულია 70 სმ. სიმაღლის ქვის სვეტი. მოსახლეობა ამ ადგილს ,,გორჯუარს“ ეძახის. გორჯუარის წვერის გასწვრივ, სოფელ ჭარტალის თავში არის ასწლოვანი მუხებით დაფარული ადგილი ,,ნასაყდრები“. არსებობს ასეთი გადმოცემა: ,,ნასაყდრებიდან“ დამპფრინდა წმ. გიორგის ხატი. იგი დაესვენა ,,გორჯუარის“ მთაზე, სადაც ააშენეს ხის ეკლესია, რომელიც შემდგომ მეხის დაცემამ დაწვა. მოგვიანებით, ბაბელებმა წმ. გიორგის სახელობის ქვის ეკლესია უფრო მოხერხებულ ადგილას ააშენეს. ეკლესიის აგების შემდეგ, 1888 წელს სამრეკლო აუგიათ, რაც ნათლად ჩანს სამხრეთ კედელზე ამიკვეთილი წარწერთი.

    საკრებულოში გავრცელებული გვარებია: ამილახვარი, ბარაბაქაძე, ბაკურაძე, ბექაური, გაფრინდაშვილი, გუგბერიძე, გლუნჩაძე, დავრაშელიძე,ინასარიძე, კაკიაშვილი, კაპანაძე, კახიანი, კავილაძე, კვინიკაძე, კვირიკაშვილი, კიკნაძე, კურტანიძე, ლაცაბიძე, ლეჟავა, ლომსაძე, მურადოვი, მჟერლიძე,  სახვაძე, საღინაძე, ტაბაშიძე, ტალახაძე, ტორაძე, ფოცხვერაშვილი, ფცქიალაძე, ქურდაძე, ღონღაძე, ყიფიანი, ყურავა, შატბერაშვილი, ჩიტაძე, ცხოვრებაძე, ცუცქირიძე, ჭყოიძე. 

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი