{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი

     

    ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი 1978 წელს დაარსდა.
    ექსპონატთა ისტორიული და მხატვრული თვალსაჩინოებით ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში წარმოდგენილია:მხარისათვის დამახასიათებელი ისტორია და ეთნოგრაფია ქვის ხანიდან მოყოლებული XXს-მდე, ზოომორფული გამოსახულებები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XIX-XXსს -ის ტექსტილი ხალიჩა -ფარდაგები, სამოსელი და აქსესუარები,ნაქარგობა, შუა საუკუნეების ყოფის და სხვა საინტერესო ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფალერისტიკული ,ძველი და ძვირფასი ლითონების უნიკალური კოლექციები, წერილობითი ძეგლები, ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები.
                ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში 1986 წელს გაიხსნა არქეოლოგიური განყოფილება , სადაც წარმოდგენილია ზოომორფული, ქვის, თიხის ,ბრინჯაოს, რკინის სხვადასხვა სახის არტეფაქტები (კერამიკული ჭურჭელი, შუბის წვერები, ბალთები, ცულები, მონეტები,  ქალისა და მამაკაცის სხვადასხვა  დანიშნულების სამკაულები). მათი უმრავლესობა  მოპოვებული და წარმოდგენილია რაიონის სოფლებიდან, როგორიცაა: ლეღვანი, ღორეშა, ვანი, ვახანი, ბაზალეთი, ნუნისი, ზვარე, ბეჟათუბანი და ჩრდილი.
                    
     ხელოვნების თვალსაზრისით  განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს  ანთიმონიანი ბრინჯაოსაგან  ჩამოსხმული ,წნული ორნამენტებით დამშვენებული მინიატურული ვერძის ქანდაკება, აღმოჩენილი სოფელ ლაშის ტერიტორიაზე, რომელიც  განეკუთნება ძვ.წ.VII-Vსს.
                
    ეთნოგრაფიულ განყოფილებაში წარმოდგენილია მხარისათვის დამახასიათებელი ყოფისა და კულტურის ამსახველი ნივთები: საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლები, ქალისა  და  მამაკაცის  შესამოსელი , მუსიკალური ინსტრუმენტები და სხვა.
                 მუზეუმის  ერთი დარბაზი დათმობილი აქვს ხარაგაულელ გამოჩენილ ადამიანებს,მათ ვინც საფუძველი ჩაუყარა და დღემდე  წარმატებით მოიყვანა ქართული მეცნიერება, ხელოვნება, კულტურა, სპორტი.
     
     
     
                გალერეაში წარმოდგენილია  ქართული მხატვრული  სკოლის თვალსაჩინო  მოღვაწეების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები,აქვეა სკულპტურა და კერამიკა. ამავე დარბაზში იხილავთ თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრებს.
     
                 2013 წლის 15 მაისს გაიხსნა ახალი საგამოფენო დარბაზი, სადაც წარმოდგენილია XIX-XXსს-ის ქართული ოქომჭედლობის უნიკალური ნიმუშები,ქალისა და მამაკაცის ქამრები, აღკაზმულობის დეტალები, სამკაულები. 
     
     
    მუზეუმის ფონდსაცავსა და საექსპოზიციო დარბაზებში  10 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
  • ბიბლიოთეკები
  • საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი