{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მუზეუმის შესახებ

    მუზეუმის საქმიანობა

     

     

    მუზეუმებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის კულტურის განვითარებასა და მისი აკადემიური გემოვნების ჩამოყალიბებაში, ისინი წარმოადგენენ მატერიალური, სულიერი,აგრეთვე საბუნებისმეტყველო ისტორიის მასალათა ძირითად საცავებს და ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მათი აღრიცხვა, ექსპორინება და დაცვა.

    ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი 1978 წელს დაარსდა,თუმცა ჩანასახის სახით მანამდეც არსებობდა , 1930-40-იან წლებში.რომელიც განთავსებული იყო სასტუმრო „მუშგლეხინის ,, შენობის ერთ ოთახში .

    ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი,ჩვენი რაიონის ისტორიას ქმნის და წარმოადგენს რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერას.ექსპონატთა ისტორიული და მხატვრული თვალსაჩინოებით მასში წარმოდგენილია:მხარისათვის დამახასიათებელი ისტორია და ეთნოგრაფია ქვის ხანიდან მოყოლებული XXს-მდე, ზოომორფული გამოსახულებები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, XIX-XXსს -ის ტექსტილი ხალიჩა -ფარდაგები, სამოსელი და აქსესუარები,ნაქარგობა, შუა საუკუნეების ყოფის და სხვა საინტერესო ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფალერისტიკული ,ძველი და ძვირფასი ლითონების უნიკალური კოლექციები, წერილობითი ძეგლები, ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები.

    მთელ მსოფლიოში მუზეუმები ქველმოქმედებითა და შემოწირულობებით არსებობენ, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმშიც უამრავი ძვირფასი ნივთია შემოწირული.ჩვენს მიერ პრესის საშვალებით ხშირად ხდება იმ ადამიანების ღვაწლისა და მოქალაქეობრივი შეგნების აღნიშვნა ვინც მცირედით მაინც ეხმარება მუზეუმს.აუცილებელია გასვლითი ექსპედიციები რაიონის სოფლებში ,რაც ითვალისწინებს ზემო იმერეთისათვის დამახასიათებელი ,როგორც მატერიალური, აგრეთვე არამატერიალური კულტურული ძეგლების მოძიებას, დაცვას და პოპულარიზაციას.

    წლებია ხორციელდება უკვე ტრადიციად ქცეული ღონისძიებები,რომელთაგან აღსანიშნავია საოჯახო წარმოების ღვინის დეგუსტაცია-კონკურსი, 18 მაისი- მუზეუმების საერთაშორისო დღე და ამ დღესადმი მიძღვნილი კვირეული,15 მაისი -„ღამე მუზეუმში“. ბოლო წლებში კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით მუშაობამ ძირითადი ფუნქცია შეიძინა.სანახაობრივი ხელოვნება ერთნაირად მიმზიდველია როგორც ზრდასრულებისათვის ისე ბავშვებისათვის. ამ სახის ღონისძიებების ჩატარება ხორციელდება მოსწავლეების დახმარებით , ცოცხლდება ფერწერული ტილოები, ისტორიული მოვლენები და პიროვნებები.

    ძალიან მნიშვნელოვანია რომ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით გაფართოვდა ინფორმაციის გაცვლა -გამოცვლის შესაძლებლობა და დამუშავება.ეს ყველაფერი

    შეესატყვისება ახალი თაობის მოთხოვნილებებს,სწორედ ამას ემსახურება მუზეუმში დღეს მიმდინარე ექსპონატების ელექტრონული ვერსიის შექმნა.

    მუზეუმი ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ იქცეს თანამედროვეობის შესაბამის დაწესებულებად და იტვირთოს რაიონის როგორც კულტურულ -საგანმანათლებლო ფუნქცია, ასევე აქტიურად ჩაერთოს ტურისტულ მარშრუტებში.

     

    ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ :

               1978 – 1990 წლებში   პავლე ივანეს ძე ფურცელაძე.

               1990 - 2009 წლებში   ეკატერინე მამუკის ასული შველიძე.

               2009 წლიდან  დღემდე ,ნინო ჯუმბერის ასული დიდიძე.

     

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი