{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ნადაბური

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ნადაბურის  ადმინისტრაციულ ერთეულში-ზურაბ შუბითიძე

    ტელ: 595221309

    უფროსი სპეციალისტი ნადაბურში: ნუგზარ შუბითიძე

     

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია – 663.09 ჰა

    მოსახლეობა – 142 კომლი 510 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე – 49 კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ნადაბური, გოლისი

    ადმინისტრაციული ცენტრი – ნადაბური

    ნადაბური –მდებარეობს  ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს. ზ.დ. 760 მ.პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია 1628 წელს.

    სოფლის სახელწოდების შესახებ არსებობს გადმოცემა: ორი ქალი გზად მოდიოდა. ერთს სახელად ნადა ერქვა. სოფელს რომ მიაღწიეს , დაინახეს, რომ ნისლი ჩამოწოლლიყო და ყველაფერი გაუვალ ბურუსში გაეხვია. ერთ ქალს წამოუძახნია:,,შეხედე,ნადა , რა ბურიაო.“ ამის შემდეგ სოფელს ნადაბური ეწოდა.

    სოფელში არის წმინდა თევდორეს სახელობის ეკლესია, სადაც დღესასწაულს აღნიშნავენ დიდმარხვის პირველ შაბათს და წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც გიორგობას დღესასწაულობენ.

    ნააბურის სკოლას ხანგრძლივი ისტორია აქვს, 1919 წელს იქ გაიხსნა ერთკლასიანი სამინისტრო სკოლა.

    გოლისი – მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ძირულას მარცხენა მხარეს. ზ.დ. 850 მ. ხარაგაულიდან 50 კმ. არსებობს თქმულება , რომელიც სოფლის სახელწოდების წარმოშობაზე მოგვითხრობს: აქაური მცხოვრებნი ძირითადად ნადირობას მისდევდნენ. ერთ მონადირეს ჰყოლია ძაღლი , სახელად გოლი, ნადირობის დროს ნადირს უსევდა ,,გოლი, გოლი – სი“, ასე ეწოდა სოფელს გოლისი. სოფელში ძირითადად ცხოვრობენ შუბითიძეები. მათი გვარის წარმოშობაზეც არის სოფელში თქმულება: მოსახლეობის ძირითადი სანადირო იარაღი იყო შუბი, სწორედ ამ სანადირო იარაღს უკავშირდება გვარი შუბითიძე.

    გოლისში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც 23 ნოემბერს დღესასწაულობენ გიორგობის დღესასწაულს.

    სოფელში გავრცელებული გვარებია: გელაშვილი, გრიგალაშვილი, კილაძე, კურტანიძე, ლომიძე, ლურსმანაშვილი, ნოზაძე, ტაბატაძე, შუბითიძე, ხარაიშვილი, ხარშილაძე.

     

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი