{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

     

     

    ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებული ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი

     

     

     ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი დღესაც წარმატებით აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას

     2004 წლიდან ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრში  ქალბატონი ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა

          ლექსო ,არ დაიკარგები-2004 წელი სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

          ნატვრის ხე-2004 წელი  სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

    ნატვრის ხე-2014 წელი  სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

          ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი-2006 წელი სცენარის ავტ. ოტია იოსელიანი.რეჟისორი ირინე ჩხეიძე

     

          თანამდევი სული-2007წელი. სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

    პრემიერა ნაჩვენები იქნა ხარაგაულში.2009 წელს სპექტაკლი „თანამდევი სული“ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრი წარსდგა თეატრალურ ფესტივალზე ბათუმის სახელმწიფო თეატრში,სადაც დიდი წარმატება დაიმსახურა.სპექტაკლი ნაჩვენები იქნა ილია ჭავჭავაძის სამშობლოში  ყვარელში,ქალაქ თბილისში,სვანეთში.     2012წელს „თანამდევი სული“ წარდგენილი იქნა იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ,სადაც მონაწილეობდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრი,მათ შორის სახელმწიფო თეატრები.სპექტაკლმა მთავარი ნომინაცია „საუკეთესო სპექტაკლი“ მოიპოვა. 2013 წელს მიწვეული იქნა თურქეთში ქ.ქემერში სადაც დაჯილდოვდა ფესტივალის მთავარი პრიზით.2014წელს ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი სპექტაკლით თანამდევი მიწვეული იქნა ბელგიაში ქ.ბრიუსელში, სადაც გაიმართა სპექტაკლი ქართული დიასპორისათვის.

          წითელქუდა-2008 წელი სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

          შენ სისხლო ჩემო-2009 წელი ლიტერატურული სპექტაკლი,სცენარის ავტორები-ირინე ჩხეიძე ,მამუკა ჭიპაშვილი.რეჟსორი ირინე ჩხეიძე.სპექტაკლი მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ ხარაგაულელ გმირებს.

          და დროც გაჩერდება-2010 წელი ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ,სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე

     

          თოჯინების თეატრი-2008 წელს ირინე ჩხეიძემ ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრთან ჩამოაყალიბა თოჯინების თეატრი.შეძენილი იქნა პირველი თოჯინები და დაიდგა სპექტაკლი

     

         თეატრი სპექტაკლებს მართავს როგორც დაბა ხარაგაულში ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში.ბავშვებს       განსაკუთრებით უყვართ თოჯინების თეატრი და მოუთმენლად ელოდებიან თოჯინების სტუმრობას.

    2014 წელს თეატრმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს თოჯინების სახალხო თეატრების ფესტივალში „ტიკინები-2014“,სპექტაკლით „კომბლე“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) და მოიპოვა ნომინაცია -ქართული ფოლკლორის ნიმუშის თანამედროვედ წარმოჩენისათვის.

    ამჟამად თეატრი მუშაობს ახალ სპექტაკლზე „სამი გოჭი“ რეჟისორი ირინე ჩხეიძე

    ბატის ჭუკის ტასიკოს თავგადასავალი-2010 წელი

    მამალი და ფისო-2010 წელი

    კომბლე-2012 წელი

    ნადიმი ტყეში-2013 წელი

    ბიბლიოთეკის ტყვეობაში-2011 წელი საბავშვო სპექტაკლი.რეჟისორი ირინე ჩხეიძე

     სათაგური-2015 წელი დაიდგა სპექტაკლი  ვაჟა-ფშაველას მიხედვით რეჟისორი ირინე ჩხეიძე.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი