{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №41
    2014 წლის 8 სექტემბერი

    დ. ხარაგაული

     


    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
    თანდართული დებულება (დანართი №1).
    მუხლი 2
    ძალადაკარგულედ გამოცხადდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 მარტის №4
    დადგენილება ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის
    დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 12/03/2014).
    მუხლი 3
    დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი N1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
    სამსახურის დებულება

     

    მუხლი 1. ზოგადი დებულება
    1. ეს დებულება განსაზღვრავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და
    მონიტორინგის სამსახურის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას,
    ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
    2. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს
    ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს საფუძველზე შექმნილი ხარაგაულის
    მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული,რომელიც არსებული კანონმდებლობის
    საფუძველზე უზრუნველყოფს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე ხარაგაულის
    მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენას,
    რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და
    კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევას და შეფასებას.

    3. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად.

    4. სამსახური ანგარიშვალდებულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე და თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან.

    5.სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით მოქმედი კანონმდებლობის

    შესაბამისად.

    6. სამსახურს აქვს დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

    7. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

    8. გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მისამართია: დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა N15.

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები და ფუნქციები
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ
    დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, რისკების მართვისათვის
    შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემების, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის
    ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების, მიზანშეწონილობისა და
    საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესწავლა-შემოწმება.
    2. რეკომენდაციების წარდგენა გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ასევე - ხარაგაულის
    მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის ეკონომიურობის,
    ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით.

    3. შესაბამის შემთხვევებში, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება და მონიტორინგი.

    4. ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობისა და სიზუსტის შეფასება.

    5. საარქივო მასალების, საქმისწარმოების დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციების ადეკვატურად დაცულობის შეფასება.

    6. სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, რესურსების ხარჯვის, გამოყენების კანონიერების დაცვის, მიზნობრიობის, ეკონომიურობისა და შედეგიანობის შესწავლა და ანალიზი, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება, მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

    7. სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით, სამსახურეობრივი შემოწმების ჩატარება და სათანადო დასკვნების წარდგენა.

    8. საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

    9. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების , ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება.

    10. შიდა აუდიტის ობიექტების ფუნქციონირებაში მოსალოდნელი დარღვევების პრევენციის ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი, აგრეთვე სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების, ქონებრივი ღირებულების არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეკონომიურობისა და შედეგობრიობის შესწავლა და ანალიზი, ასევე ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოქმედ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით.

    11. შიდა აუდიტის ობიექტების საქმიანობაში არსებული რისკების დადგენა და შეფასება, მათი ფუნქციონირებისა და მათ საქმიანობაში არსებული მოსალოდნელი საფრთხეების, ხარვეზებისა და რისკების შესახებ წერილობითი წინადადებების შემუშავება და განხილვა.

    12. ფინანსური ოპერაციების შესაბამისობის დადგენა საქართველოს კანონმდებლობასთან და მარეგულირებელ წესებთან; საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და ეფექტიანად გამოყენების შიდა აუდიტი და კონტროლი.

    13. პრევენციული ან/და შემდგომი კონტროლის მეშვეობით აქტივებისა და სხვა რესურსების დაცვა ზიანისაგან, რომელიც შესაძლებელია გამოწვეული იყოს არასწორი მართვით, დაუსაბუთებელი ხარჯვისა და

    არაეფექტური, არაეკონომიური გამოყენებით, ასევე არამართლზომიერი და არამიზნობრივი ხარჯვით.

    14. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შიდა აუდიტის შედეგად შიდა აუდიტორული ანგარიშის მომზადება, რომელიც წარედგინება გამგებელს.

    15. სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება.

    16. სამსახურის საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

    17. შიდა აუდიტის ობიექტებში კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.

    18. შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ- ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი.

    19. შიდა აუდიტის ობიექტში დისციპლინის დაცვის მდგომარეობის კონტროლი და უფლება-მოვალეობების შესრულების ანალიზი.

    20. შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და დაწესებულების ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

    21. შიდა აუდიტის ობიექტის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, შიდა აუდიტის ობიექტის საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების პროექტების შემუშავება.

    22. . სამსახურის ცხელი ხაზის მომსახურება, ცხელი ხაზით და ელექტრონული ფოსტით შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში.

    23. კომპეტენციის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შედეგად დასკვნის მომზადება, რომელიც წარედგინება გამგებელს.

    24. სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გამგეობის შესაბამისი ერთეულებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება.

    25. სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს გამგეობის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.

    26. გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება.

    მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის ორგანიზება
    1. დაკისრებულ ფუნქციებს სამსახური ახორციელებს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების
    მეშვეობით.
    2. რისკების შეფასების საფუძველზე, სამსახური ამზადებს სტრატეგიული და ყოველწლიური შიდა აუდიტის
    გეგმებს:

    ა) შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად. შიდა აუდიტის სტრატეგიული გეგმა გამომდინარეობს გამგეობის გრძელვადიანი მიზნებიდან, მოიცავს სამწლიან პერიოდს და განსაზღვრავს შიდა აუდიტის სფეროში სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;

    ბ) შიდა აუდიტის წლიური გეგმა ეფუძნება შიდა აუდიტის სტრატეგიულ გეგმას და შეიცავს კონკრეტულ შიდა აუდიტორულ შემოწმებას. შიდა აუდიტის წლიურ გეგმას შეიმუშავებს სამსახურის უფროსი და წარუდგენს გამგებელს დასამტკიცებლად.

    3. სამსახურის უფროსი საჭიროების შემთხვევაში, აყენებს წინადადებას გამგებლის წინაშე, არაგეგმიური შიდა

    აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ.

    4. სამსახურის უფროსი ამტკიცებს შიდა აუდიტის ობიექტის შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, რომლის საფუძველზეც ტარდება თითოეული შიდა აუდიტორული შემოწმება.

    5. შიდა აუდიტი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ა) აუდიტის დაგეგმვა;
    ბ) აუდიტის განხორციელება; გ) ანგარიშგება;
    დ) გაცემული რეკომენდაციებისა და დამტკიცებული ინსტრუქციების შემდგომი შესრულების მონიტორინგი.

    6. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს სამსახურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, გამგებლის დავალება.

    7. სამსახურის უფროსის მიერ შემუშავებული აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმით განისაზღვრება შიდა აუდიტის ობიექტი, შიდა აუდიტის მოქმედების სფერო, ამოცანები, ხანგრძლივობა, რესურსების განაწილება, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდები, აუდიტორთა ჯგუფის პერსონალური შემადგენლობა და სხვა.

    8. შიდა აუდიტორული დავალების საფუძველზე განსახორციელებელი შიდა აუდიტი შესაძლებელია იყოს: ა) თემატური აუდიტი;
    ბ) შესაბამისობის აუდიტი; გ) ოპერაციული აუდიტი;
    დ) ეფექტიანობის აუდიტი; ე) ფინანსური აუდიტი.
    9. შიდა აუდიტორული შემოწმების შემდეგ სამსახური ადგენს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტს, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს და მოიცავს შიდა აუდიტის პროცესსა და გამოვლენილ ფაქტებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს. შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტის შესახებ საკუთარ აზრს, გაცნობიდან არაუმეტეს 3 დღისა, წარმოადგენს შიდა აუდიტის ობიექტი, რის შემდეგაც სამსახურის უფროსი აყალიბებს საბოლოო სახით შიდა აუდიტორულ ანგარიშს და წარუდგენს გამგებელს. შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის შესაბამისად შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია.

    10. სამსახურის უფროსი წარუდგენს გამგებელს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს.

    11. კანონიერების დაცვის მონიტორინგს სამსახური ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალების, სატელეფონო „ცხელი ხაზითა“ და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციების საფუძველზე.

    12. მონიტორინგი ხორციელდება აგრეთვე აუდიტის შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე შიდა აუდიტის ობიექტის მხრიდან განხორციელებული რეაგირების მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების მეშვეობით. შიდა აუდიტის ობიექტების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, შემოწმების შედეგების შესახებ დგება დასკვნა, რომელიც გაეცნობა შიდა აუდიტის ობიექტის ხელმძღვანელს და წარედგინება გამგებელს.

    13. სამსახურის უფროსი სამსახურის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის შედეგად დანაშაულის ნიშნების

    შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს შესაბამისი რეაგირების მიზნით.

    14. მონიტორინგისა და შიდა აუდიტის განხორციელების მიზნით სამსახურის მართლზომიერი მოთხოვნა ან დავალება სავალდებულოა შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობა განიხილება მოსამსახურის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძვლად.

    15. შიდა აუდიტის ობიექტი ვალდებულია შიდა აუდიტის ან/და მონიტორინგის განხორციელების პროცესში წერილობით და ზეპირი ფორმით სამსახურს წარუდგინოს ახსნა-განმარტება.

    მუხლი 4. სამსახურის უფლებამოსილება
    სამსახური უფლებამოსილია:
    ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, გამოითხოვოს ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია (როგორც
    მატერიალური, ისე არამატერიალური სახით არსებული) მოითხოვოს და მიიღოს შესაბამისი ახსნა-
    განმარტება გამგეობის, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული
    პირების სისტემაში შემავალი ყველა რგოლის მუშაკებისა და თანამდებობის პირებისაგან;

    ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ასევე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზები;

    გ) მონიტორინგისა და შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, უფლებამოსილ პირს მიმართოს წინადადებით გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;

    დ) შიდა აუდიტის ობიექტების ხელმძღვანელებს მიმართოს მითითებით უკანონო ქმედებათა დროული აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარების მოთხოვნით;

    ე) საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, მოითხოვოს შესაბამისი იურიდიული პირებისათვის ექსპერტიზის ან/და სხვა სახის კვლევების დაკვეთა;

    ვ) სამსახურის ფუნქციების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა აუცილებელი ქმედებები.

    მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა სამსახურის სტრუქტურაში შედის: ა) სამსახურის უფროსი;

    ბ) მთავარი სპეციალისტი; გ) წამყვანი სპეციალისტი.
    მუხლი 6. სამსახურის უფროსი
    1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და
    თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
    2. სამსახურის უფროსი:

    ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

    ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

    გ) განსაზღვრავს შიდა აუდიტის განხორციელების სახეს, მოქმედების სფეროს, შიდა აუდიტის განხორციელების სიხშირესა და მუშა ჯგუფის წევრების რაოდენობას;

    დ) შეიმუშავებს და დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელს შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;

    ე) კოორდინაციას უწევს შიდა აუდიტორთა საქმიანობას და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებს;

    ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და სამსახურის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; მონიტორინგს უწევს შიდა აუდიტის ობიექტისათვის

    გაცემული რეკომენდაციებისა და ინსტრუქციების შემდგომ შესრულებას; ზ) პასუხს აგებს სამსახურის ქონების დაცვასა და ჯეროვნად გამოყენებაზე;
    თ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;

    ი) განსაზღვრავს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილების ფარგლებს, აძლევს მათ შესაბამის დავალებებსა და მითითებებს;

    კ) დადგენილი წესით გამგებელს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

    ლ) კომპეტენციის ფარგლებში გასცემს დასკვნებს, წინადადებებს, რეკომენდაციებს, სავალდებულო მითითებებს;

    მ) უფლებამოსილია ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოყოს პასუხისმგებელი პირი ან პირთა ჯგუფი;

    ნ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

    ო) შუამდგომლობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

    პ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;

    3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.

    მუხლი 7. სამსახურის თანამშრომლები
    1. სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები,
    რომელთა თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს
    კანონის მოთხოვნების დაცვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
    2. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

    ა) დააყენონ ხელმძღვანელობის წინაშე საკითხი მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

    ბ) ისარგებლონ საინფორმაციო-საკომუნიკაციო და კომპიუტერული ტექნიკით, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებებით;

    გ) მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;

    დ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

    3. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

    ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები;

    ბ) შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები; გ) იზრუნონ თავისი პროფესიული მომზადების დონის ასამაღლებლად; დ) შეასრულონ და დაიცვან შინაგანაწესის მოთხოვნები.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სამსახურის უფროსი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი