{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • დებულება

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

    დადგენილება №33
    2014 წლის 2 სექტემბერი დ.ხარაგაული

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
    საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
    მუხლი 1
    დამტკიცდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა სამსახურის თანდართული დებულება (დანართი №1). და კეთილმოწყობის

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე

     

    დანართი №1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის
    სამსახურის დებულება
    მუხლი 1
    ზოგადი დებულებანი
    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური
    (შემდგომში - ,,სამსახური“) არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული,
    რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი
    თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
    კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ
    დებულებით.

    2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივi აქტების შესაბამისად.

    3.სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    4. სამსახურს აქვს დოკუმენტების სარეგისტრაციო შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

    5. ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მისამართია: დაბა ხარაგაული 9 აპრილის ქუჩა №15.

     

    მუხლი 2
    სამსახურის სტრუქტურა
    1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსის და საჯარო მოსამსახურეებისაგან.

    2. სამსახურის განყოფილებa:

    ა) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

    მუხლი 3
    სამსახურის ფუნქციები
    სამსახურის ფუნქციებია:

    1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის განვითარების პოლიტიკის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსახურების უზრუნველყოფა.

    2. სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება.

    3. სამსახურის სფეროს ფუნქიონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება გამგებლისათვის ინფორმაციების, დასკვნების და პროექტების სახით.

    4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაცია.

    5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.

    6. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა.

    7. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება მუნიციპალური ტრანსპორტის ორგანიზების საკითხებზე, შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.

    8. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შექმნის, განვითარების და ექსპლოატაციის საკითხებზე.

    9. ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადება და მათ განსახორციელებლად რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება.

    10. წინადადებების შემუშავება ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების გატანის, გადამუშავებისა და უტილიზაციის საკითხებზე.

    11. წინადადებების შემუშავება სასაფლაოების მოვლა-პატრონობისა და შესაბამისი საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების საკითხებზე.

    12. წინადადებების შემუშავება გარე ვაჭრობის რეგულირების სფეროში.

    13. წინადადებების შემუშავება გარე რეკლამის განთავსების საკითხებზე.

    14. ტერიტორიის კეთილმოწყობისა და დასუფთავების წესების დარღვევასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების პრევენცია და აღკვეთა, შესაბამის სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა.

    15. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.

    16. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

     

    მუხლი 4
    სამსახურის ამოცანები და კომპეტენცია

    1. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორმის შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობა.

    2. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია.

    3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება.

    4. მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება.

    5. მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაცია და მასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება.

    6. მუნიციპალიტეტის გამწვანების და გაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

    7. მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.

    8. მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

    9. საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

    10. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია.

    11. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.

    12. უზრუნველყოფს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირებას დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე.

    13. უზრუნველყოფს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტური, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადების შემუშავებას მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის.

    14. თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

    15. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას.

    16. ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

     

    მუხლი 5
    სამსახურის უფროსი
    1. სამსახურის ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
    ათავისუფლებს გამგებელი.

    2. სამსახურის უფროსი:

    ა) უზრუნველყოფს სამსახურის საქმიანობას საქართველოს კონსტიტუციის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად და პასუხისმგებელია დაკისრებული უფლებებისა და მოვალეობების შესრულებაზე;

    ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;

    გ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს გამგებელს;

    დ) სამსახურში შემოსულ საკითხებს ანაწილებს განსახილველად სამსახურის თანამშრომელთა შორის;

    ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

    ვ) წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

    ზ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; თ) ამზადებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის სამართლებრივი აქტების პროექტებს;
    ი) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

    3. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე გამგებლის წინაშე.

    4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.
    მუხლი 6
    განყოფილების უფროსი
    1. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და
    თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

    2. განყოფილების უფროსი:

    ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

    ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

    გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

    დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას.

    ე) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

    ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

    3. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოსამსახურე.
    მუხლი 7
    ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ფუნქციები
    ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია

    1. მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება.

    2. მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება.

    3. საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია.

    4. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.

    5. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • სამსახურის უფროსი
  • ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი