{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

     სკოლის შესახებ

     

     

    ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა 1957 წელს გაიხსნა.

     

    სკოლის პირველი დირექტორი შოთა ბუაჩიძე გახლდათ, რომლის შემდეგ სკოლას თემურ ხიხაძე ხელმძღვანელობდა.

     1994 წლიდან სკოლის დირექტორია ქალბატონი ლალი ალექსიძე. ხარაგაულის სამუსიკო სკოლა არის ხელოვნების სკოლა, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს საფორტეპიანო და ვიოლინოს კლასები.სკოლაში არის სამუსიკო ათწლედი. სამუსიკო სკოლის ძირითადი ფუნქცია არის მომავალი თაობის მუსიკალური აღზრდა. სკოლის პედაგოგები მაქსიმალურად ცდილობენმოსწავლეებს შეაყვარონ მუსიკის სამყარო, მისი მშვენიერება.

    სამუსიკო სკოლა საზოგადოებას მრავალ საინტერესო მუსიკალურ კონცეტს თუ საღამოს სთავაზობს.

     

    გამორჩეული გახლდათ პროექტი მიუზიკლი ,,კონკია“, რომლის ავტორი ქალბატონი ლალი ალექსიძე გახლდათ.

    მიუზიკლში სამუსიკო სკოლის ბავშვები და პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას.

    სკოლა რამდენიმე წელია ზედიზედ მონაწილეობას იღებს კონკურსში ,,შემოდგომის ჭიათურა“, სადაც შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის საპრიზო ადგილებს იკავებენ, წელს კონკურსში ,,შემოდგომის ჭიათურა“ საპრიზო ადგილები დაიკავეს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა სალომე მაჭავარიანმა,ბარბარე ლურსმანაშვილმა და თამარ კიკნაძემ .

    სკოლასთან თანამშრომლობს ქუთაისის საოპერო თეატრის ორკესტრის მუსიკოს შემსრულებლები.

    სკოლის მუსიკალურ ცხოვრებას ამრავალფეროვნებენ მამა-შვილი ზურაბ და ალეკო ვასაძეები. რომლებიც შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლასთან ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

     

    სკოლა ატარებს გასვლით ღონისძიებებს ექსკურსიის სახით. მოსწავლეებმა მოინახულეს რაბათი, ბორჯომის პარკი, აღნიშნული იდეის  ავტორი გახლდათ  ქალბატონი ლალი ალექსიძე.

    სამუსიკო სკოლაში, ყოველ წელს ტარდება გეგმიური ღონისძიებები ახალ წელს, 8 მარტს და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს.

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი