{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საფეხბურთო კლუბი ,,ჩხერიმელა“

     



    ორჯონიკიძის რაიონის პირველობის გამარჯვებული რაიკოოპერატივის გუნდი. 1983 წელი




    ჩხერიმელა 1987 წელი


    საფეხბურთო კლუბი ჩხერიმელა დაარსდა 1982 წელს ძმებ მურთაზ და სოსო აბაშიძეების მიერ.

    ჩხერიმელა ასპარეზობდა მაშინდელ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, დასავლეთ საქართველოს ზონალურ პირველობაზე.
    1987 წლიდან ხელმძღვანელობამ (პრეზიდენტი – თემიკო დევდარიანი) გუნდის შემადგენლობა გააძლიერა, გუნდში მოიყვანა თბილისელი მოთამაშეები და შედეგად გუნდი „ბ“ ლიგიდან „ა“ ლიგაში გადავიდა.
    საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ 1990 წლის 30 მარტს ჩატარდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი მატჩი. შესაბამისად, ჩხერიმელაც შეუერთდა ახალ ეროვნულ ჩემპიონატს და გამოდიოდა საქართველოსმეორე ლიგის დასავლეთის ზონაში.
    1996-97 წლებისთვის გუნდი დაიშალა და 12 წლის მანძილზე ხარაგაულში მხოლოდ ახალგაზრდული გუნდები არსებობდა.
    2009 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ინიციატივით მოხერხდა გუნდის აღდგენა და ჩემპიონატში ჩართვა. ჩხერიმელა საქარველოს ეროვნულ ჩემპიონატში მეორე ლიგიდან ჩაერთო და დასავლეთ ზონაში გამოდიოდა, სადაც პირველსავე წელს მეოთხე ადგილი დაიკავა და საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის საგზური მოიპოვა.
    2010-11 წლებში -ჩხერიმელამ-საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში ითამაშა და სეზონი 35 ქულით 11 ადგილზე დაასრულა, ბურთების შეფარდებით 35-45, 7 მოგება, 14 ფრე და 11 წაგება. 2011-12 წლების სეზონში -ჩხერიმელამ-საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპი ჩემპიონატის -ა-ჯგუფში ჩაატარა. ათ გუნდში 28 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა 8 მოგება, 4 ფრე და 6 წაგება. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი -ბ-ჯგუფში მოხვდა, და 30 ქულით მეხუთე ადგილს დასჯერდა: 6 მოგება, 4 ფრე, 4 წაგება. 2012-13 წლების სეზონში ხარაგაულის -ჩხერიმელა-ასპარეზობს პირველ ლიგაში, -ბ-ზონაში.



    ჩხერიმელა 1991 წელი
    ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი აშენდა 1981 წელს. 1986 წელს მოედანზე მოეწყო დასაჯდომები. 2010–11 წლებში მოხდა სტადიონის რეაბილიტაცია. შერემონტდა და დაემატა ტრიბუნები, განახლდა მოედნის საფარი. დღეისათვის ტრიბუნა დაახლოებით 400 მაყურებელს იტევს. ამჟამად სტადიონი ატარებს „ჩხერიმელას“ ყოფილი ფეხბურთელის და მისი ერთ–ერთი დამაარსებლის სოსო დ მურთაზ აბაშიძეეის სახელს.

    სოსო და მურთაზ აბაშიძის სახელობის საფეხბურთო მოედანი.

     

    ჩხერიმელა 2015

     

     

     

     

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
  • მუზეუმი
  • ბიბლიოთეკები
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი