{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საღანძილე

     

    გამგებლის წარმომადგენელი  საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში-კობა ყრუაშვილი

    ტელ : 595000668

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია - 1092.10 ჰა

    მოსახლეობა - 963 კომლი 2335 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე - 3კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: საღანძილე, ზარანი, ჯაფაროული, ჩხერი, ვანი, სხლითი

    ადმინისტრაციული ცენტრი - საღანძილე

    საღანძილე - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარცხენა მხარეს, ზ.დ. 520მ. ხარაგაულიდან 3 კმ.

    გადმოცემით, სოფელს სახელი ეწოდა მცენარე ღანძილის სიმრავლის გამო.

    სოფელში არის გოგირდოვანი წყალი, რომელსაც რევმატიზმის და რადიკულიტის სამკურნალოდ იყენებენ.

    ზარანი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, ზ.დ. 600მ. ხარაგაულიდან 5კმ.

    სოფელში არის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია.

    ჯაფაროული - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს. ზ.დ. 400მ. ხარაგაულიდან 1-2 კმ.

    სოფელში არის შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები.

    ჩხერი - მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს, ზ.დ. 640მ. ხარაგაულიდან 5 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII ს-დან. XVIII-XIX სს. აქ საბაჟო ყოფილა.

    მდინარე ჩერიმელას ხეობაში, მარჯვენა ნაპირზე, მაღალ,წვეტიან კლდეზე აღმართულია ჩხერის ციხის ნანგრევები. ციხე-სიმაგრე სამი მხრიდან მიუვალია, მას მაღალი გალავანი ჰქონია და მტრისთვის მიუდგომლად ითვლებოდა.

    ჩხერის ციხეში უქორწინია მეფე ვახტანგ VI დედოფალ რუსუდანზე, იმერეთის მეფე სოლომონ პირველს კი აქ გაუმართავს მოლაპარაკება რუსეთის ელჩთან.

    ისტორიაში ცნობილია ,,ჩხერის ბრძოლა“, რომელიც მოხდა 1774 წელს, ამ ბრძოლაში ოსმალთა ჯარმა სასტიკი დამარცხება განიცადა. ჩხერის ციხის ვიწრობებში ჩასაფრებულმა იმერელმა მეთოფენმა და სოლომონ მეფის რჩეულმა რაზმმა ჩხერის ციხის მიდამოებში 600 ოსმალო დაატყვევა, ხოლო 1000 მოკლული ადგილზე დარჩა. გაქცეულ მტერს ჩხერის ციხიდან ვახანის ციხემდე სდიეს მეომრებმა. ამ ბრძოლაში იმერელ მეომართა ზარალი ძალზე მცირე იყო - 50 მოკლული და 100 დაჭრილი, ხოლო ნადავლი დიდი, მათ შორის 1700 ცხენი.

    დღესაც ამაყად გადმოსცქერის ჩხერის ციხე ჩხერიმელას ხეობას და სუროშემოვლებული ნანგრევებიდან წარსულის დიდებას ეხმიანება. ისტორიაში ცნობილია, რომ ხარაგაულის და ჩხერის ციხეები იმერეთის ჭიშკარი იყო, სადაც შეღწევა მტერს ძალიან უჭირდა.

    სოფელ ჩხერში არის ღვთისმშობლის სახელობის XVI ს. და ,,მელისკარის“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.

    ვანი - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე,მდინარე ჯონჯოურას (მდინარე ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზ.დ. 550მ. ხარაგაულიდან 6 კმ.

    სიტყვა ,,ვანი“ ძველქართულად ნიშნავს ბინას, სადგომს, მოსასვენებელ ადგილს. სოფელ ვანის მდებარეობა, მისი ბუნება და გარემო პირობები  ამ ძვექართული სიტყვის აღსაქმელად მართლაც საუკეთესო გარემოს ჰქმნის.

    სოფელში არის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია(ზოგიერთი მკვლევარი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად მოიხსენიებს), ის ხარაგაულის რაიონში არსებულ სალოცავთაგან ერთ-ერთი უძველესია. იგი IX-X ს. თარიღდება, ხოლო აღგენილი და შეკეთებულია 1505 – 1510 წლებში.

    ეკლესია ძველად მოხატული ყოფილა, შემდეგ იგი კირით შეულესავთ, გარდა ცენტრალური თაღის აღმოსავლეთ ნაწილისა , სადაც მხატვრობა განუახლებიათ.

    ვანის ეკლესია XVI საუკუნეში თავად აბაშიძეებს მთლიანად მოუხატვინებიათ, ამიტომაც მის მხატვრობაში აბაშიძეები არიან წარმოდგენილნი.

    ვანის ეკლესიის ჭედური ჯვარი ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში.

    სოფელში არის წმინდა ნინოს სახელობის ახლადაგებული ეკლესია.

    სხლითი - მდებარეობს მდინარე ჯონჯოურას (ჩხერიმელას მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. ზ.დ. 600მ. ხარაგაულიდან 7-8 კმ. გასული საუკუნის 20-30 წლებში, ეკლესიების ბარბაროსული ნგრევა -განადგურების პერიოდში, დაუნგრევიათ და მიწასთან გაუსწორებიათ სხლითის ეკლესიაც.

    სოფელში, დობილოს ტერიტორიაზე, არის ბოტანიკური მნიშვნელობის ძეგლი - 200 წლოვანი ცაცხვის ხე.

    საკრებულოში გავრცელებული გვარებია: ბლუაშვილი, ბუხნიკაშვილი, გაბუნია, გვაძაბია, გლუნჩაძე, გურგენიძე,ეჯიბაძე, ექსეულიძე, კამკამიძე, კაციტაძე, კიკნაძე, კურტანიძე,ლომსაძე, ლურსმანაშვილი,მეტრეველი,ნაცვლიშვილი,ოსანაძე, რამიშვილი, სახვაძე, ტაბატაძე, ტოროშელიძე,ფურცელაძე, ფცქიალაძე, ციცქიშვილი, წარიაშვილი, ყრუაშვილი, ღონღაძე, ჩუბინიძე, ხვედელიძე, ხომასურიძე.

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი