{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ღორეშა

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში - გურამ კურტანიძე

    ტელ:593 96 71 47

     

    მდებარეობს მდინარე კვადოურის (ძირულის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. ზ.დ. 440 მ. ხარარგაულიდან 33 კმ.

    გადმოცემის თანახმად, სოფლის სახელწოდება ,,ღორეშა“ მომდონარეობს გამოთქმა ,,მორეშვადან“ (კოკისპირული წვიმების შედეგად), გარდა ამისა, ამბობენ, რომ ადრე სოფლის მახლობლად სახლობდენენ გარეული ეშვიანი ღორები__,,ღორ ეშ__ვა“. შესაძლოა, სახელწოდება უკავშირდებობდეს ,,ღორღს“, ქვაღორღიან ადგილს.

    სოფელ ღორეშაში აღმოჩენილია ძვ. წელთაღრიცხვის  II-I  სს. არქეოლოგიური ინვენტარი, გარდა ამისა, აქ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთები ტიპიური ფორმისაა და იმავე ეპოქას განეკუთნება, რომელსაც, ბეჟათუბნისა და ლეღვნის განძები.

    ღორეშის ,, მოტყიერის“ წმ. გოირგის სახელობის ეკლესია XIX ს. ძეგლია. ადრე ამ ეკლესიის გალავანში ყოფილა ღორეშის სამრევლო სკოლა, შორაპნის მაზრის ოთხი სკოლიდან ერთ-ერთი.

    გასაბჭოების შემდეგ წმ. გიორგის ეკლესიას ის ბედი ერგო, რაც ეკლესიების უმრავლესობას ჩვენ რაიონში. ადგილობრივმა კომუნისტებმა დაარბიეს, ეკლესიის ზარები ჩამოყარეს, ხატები კი მახლობელ ტყეში დაწვეს ღამით. დროთა განმავლობაში ეკლესიაში ფრესკები წაშლილა, შემორჩენილი ნანგრევები ხავსითა და სუროთი დაფარულა.

    2000 წლის 23 ნოემბერს, ახლადაღდგენილ ეკლესიაში, ათწლეულების შემდეგ კვლავ აღევლინა წირვა-ლოცვა.

    სოფელ ღორეშაში არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია(VI ს), პაპუნა ორჯონიკიძის კარის ეკლესიის და კვადოურის უბანში ნავანების (VIII) წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევები. კვადოურის უბანშივეა შუა საუკუნეების კოშკის ნანგრევები.

    ღორეშა რანდენიმე უბნადაა დაყოფილი და ყველა უბანს თავისი სახელწოდება აქვს: კლდისძირი, ელუბრა, კვადოური, ქეზეითი, ოქონა, ზეკვადა, საჯვარე,თხის ზურგი, ციხიანი, კეთხოური, კაჟნარი, მარიამწყარო,რუხუთი, და ა.შ.

    რაიონში არსებული ბუნებრივი ძეგლებიდან აღსანიშნავია ,,ქვის საკოდი ჩანჩქერი“ სოფელ ღორეშაში.

    ღორეშაში, კლდისძირის უბანში, საკრებულოს ცენტრთან ახლოს არის ღორეშის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხოლო დასავლეთის მხრიდან სოფლის შემოსასვლელში სპორტულ-კულტურული კომპლექსი ხელოვნური ტბით.

    ღორეშაში, მთებს შუა გაჭრილ ულამაზეს ხეობაში ჩამორბის მდინარე კვადოურა და თან მთების საოცარი სიწმინდე და სიგრილე მოაქვს.

    ღორეშის სკოლის ისტორია იწყება 1913 წლიდან, როცა აქ პირველი სახალხო (სამინისტრო) სკოლა დაარსებულა.

    სოფელში აღრიცხული გვარებია: ამაშუკელი, ამირანაშვილი, ახრახაძე, ბარბაქაძე, ბედიაშვილი, ბიწაძე, ბერუაშვილი,ბლიაძე, ბუაჩიძე, ბუხნიკაშვილი, ბუცხრიკიძე, გაბუნია, გაჩეჩილაძე, გლუნჩაძე, გელაშვილი, გოგოლაძე, გიორგაძე, გოლუბიანი, გრიგალაშვილი, დათეშიძე, დევდარიანი, ივანიძე, ესაიაშვილი, იჩქიტიძე, ეზიაშვილი, თაბუკაშვილი, იჩქიტიძე, კალანდაძე, კაპანაძე, კიკნაძე, კოპაძე, კურტანიძე, კუპრაძე, ლომიძე, მესხიშვილი,მუხურაძე, მჭედლიძე, ორჯონიკიძე, სებისკვერაძე, სულაქველიძე, ფაფაკერაშვილი, ფოჩხუა, ფცქიალაძე, ქიმერიძე, ღონღაძე, შავლაძე, შველიძე, ცისკაძე, ცქიტიშვილი, წიქარიშვილი,ჭაუჭიძე, ჭუმბურიძე, ხაჩიძე,ხიხაძე, ჯიბუტი.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი