{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წიფა

     

    გამგებლის წარმომადგენელი  წიფის ადმინისტრაციულ ერთეულში-მაია გაჩეჩილაძე

    ტელ:595 51 98 04

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია - 1125.60 ჰა

    მოსახლეობა - 363 კომლი 1007 მცხოვრებით.

    მანძილი ხარაგაულიდან საკრებულოს ცენტრამდე - 29კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: წიფა, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა.

    ადმინისტრაციული ცენტრი - წიფა

    წიფა - მდებარეობსლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ჩხერიმელას ხეობაში, ზ.დ. 770მ. ხარაგაულიდან 29 კმ. ტოპონიმ წიფასთან დაკავშირებით არსებობს გადმოცემა: ხაშურიდან მომავალ მგზავრებს გზად დამწიფებული ხილი შეუნიშნავთ, გაოცებულან, კი მაგრამ აქ უკვე ხილი მწიფსო? და ამ ადგილისთვის წიფა დაურქმევიათ.

    სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.ლიხის ქედში გაყვანილი 4 კმ-იანი წიფის გვირაბი ჰყოფს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. (ლიხის ქედი კასპიისა და შავი ზღვების წყალგამყოფია).გვირაბის მშენებლობა დაიწყო 1886 წელს და დასრულდა 1890 წლის სექტემბერში.

    გვირაბის დასავლეთის მხრიდან შესასვლელში დგას ვის ობელისკი, რომელიც გაიხსნა 1893 წელს. ობელისკის თავზე ბრინჯაოს ორთავიანი არწივია გამოკვეთილი.

    ცნობილია წიფის კვარცული დიორიტების საბადო, საერთო მარაგი შეადგენს 1,1 მლნ მ³. საბადო დაძიებულ იქნა 1961-65 წწ. ნედლეული გამოიყენება მოსაპირკეთებლად.

    გოლათუბანი -მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს , ტორძულის შესართავთან.ზ.დ. 720მ. ხარაგაულიდან 25 კმ.უახლოესი რკინიგზის სადგური წიფა - 4 კმ. სოფელში არის წმინდა გიორგის და ღვთისმშობლის სახელობის სალოცავები, საყდრის კარის წმინდა გიორგის ეკლესია.

    სოფელში მრავლადაა ნამოსახლები.

    გუდათუბანი - სოფელში ძალზე მცირერიცხოვანი მოსახლეობაა. შემორჩენილია გუდათუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია.

    აქ გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავენ 6 მაისს.

    ფონა - მდებარეობს რიკოთის უღელტეხილის დასავლეთ კალთაზე, მდ. ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს, ზ.დ. 940მ. ხარაგაულიდან 34 კმ. უახლოესი რკინიგზის სადგური წიფა-6კმ.

    ფონაში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც 23 ნოემბერს აღნიშნავენ გიორგობის დღესასწაულს.

    სოფელი მთლიანად ტყეშია ჩაფლული.აქ მხოლოდ 20 კომლი ცხოვრობს. როდის დასახლდა ფონაში პირველი მოსახლე უცნობია, მაგრამ არსებობს ასეთი გადმოცემა: ადრე აქ გაუვალი ტყე ყოფილა,ტყისთვის თავი შეუფარებია ბატონისგან გამოქცეულ სამ ძმას. გამთენიისას ერთი ძმა ხეზე ასულა. გადაუხედავს და უთქვამს: ,,ძმებო, ფონს გავედითო“. ასე დაერქვა ამ ადგილს ფონა.

    ფონაში არის რამდენიმე გამოქვაბული , ერთი მათგანი საკმაოდ გრძელია, მაგრამ გასასვლელი ჩაკეტილია.გამოქვაბულში მიედინება მიწისქვეშა ნაკადული.

    სოფელში არსებულ უთვალავ წყაროთა შორის არის გოგირდოვანი წყალიც. ფონაში, საბუათის მთიდან, ზ.დ. 1150 მ. სიმაღლეზე იღებს სათავეს მდინარე ჩხერიმელა, სათავეში მას შემორევას , ზოგჯერ კი შავმორევას ეძახიან. მისი სიგრძეა 39 კმ.იმავე საბუათის მთაზეა მეტეოროლოგიური სადგური.

    ფონაში არის მარმარილოს საბადო.

    საკრებულოში აღრიცხული გვარებია: არსანიძე, ბანცაძე, გაჩეჩილაძე, გოგნაძე, გუდაძე, გოგალაძე, ებანოიძე, ლომსაძე, ლაცაბიძე, ნოზაძე, ნადირაშვილი, ტაბატაძე, ტალახაძე,ტაგანაშვილი, ქურდაძე, ღამბაშიძე, ღონღაძე, ჩიტაძე, შველიძე, ჭანკოტაძე, ჯამბაზიშვილი, ჯოხაძე.

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი