{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  წყალაფორეთი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში - რეზო სხილაძე

    ტელ : 595 19 73 29 

     

    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია-886.71 ჰა.

    მოსახლეობა-544 კომლი 1281 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე-17 კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: წყალაფორეთი, ლახუნდარა, ხონი, ჩალხაეთი, ბუდიანეთი, პატარა ვარძია.

    ადმინისტრაციული  ცენტრი-წყალაფორეთი

    წყალაფორეთი-მდებარეობს ძირულასა და საკრაულის (ხონისწყლის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბორიმელას მარცხენა ნაპირას. ზ.დ. 720 მ.  ხარაგაულიდან 17 კმ.

    სოფელს სახელი წყაროების სიმრავლის გამო შეარქვეს. წყალაფორეთში ყოფილა ეკლესია, ნახევარი ხის, ნახევარი ქვის. ის XX ს-ის 30-იანი წლებში დაუნგრევიათ. ახლა მხოლოდ ეკლესიის ნანგრევებია. სოფელში არის ადგილი, რომელსაც „ნაციხვარს „ უწოდებენ, აქ ახლაც არის შუა საუკუნეების ციხის ნანგრევები. . სოფელ წყალაფორეთსა და ხონს შორის არის ბორცვი, რომელსაც საწანაქის სერს  ეძახიან, ბორცვის  სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე არის ცარცისებრი ყვითელი ფერის მინერალი, რომელიც წარმოადგენს საღებავს (მისი სახელია წინაქი), სწორედ ამ წანაქით ღებავდა მოსახლეობა  ქსოვილებს. საწანაქის  ბორცვის  ქვემოთ და გარშემო გამოედინება 50-მდე წყარო, ყველა წყარო სასმელად საუკეთესოა.

    სოფელში არის გულოურის ტბა. ტბის გაჩენის შესახებ არის ლეგენდა:სადაც ახლა ტბაა, იქ ადრე მინდორი ყოფილა. იქვე მცხოვრებ წვრილშვილიან დედაკაცს ხარება დღეს  გაუტანია დგიმ-სავარცხელი და დაუწყია ქსოვა. აკვნიანი ბავშვი გვერდით ჰყოლია, დანარჩენები იქვე, მინდორში თამაშით ირთობდნენ თავს. ქსოვაში გართულ დედაკაცს ქრისტე გამოცხადებია და უთქვამს: 

    ნუთუ არ იცოდი დღეს რა დღეა, რატომ ქსოვო?

    -ხარება და ხარხარებს , ჩემს  ქმარ-შვილსა გახარება,-უპასუხნია ქალს. ის ადგილი, სადაც ქალი თავის შვილებით იყო,  ცამწყდარა და თან ჩაუტანია ყველანი, მერე წყლით ავსილა და ტბა წარმოქმნილა. ჩაძირვის დროს დედა შვილებს ეკვროდა და კიოდა „გულო უი“ , ასე შეერქვა ამ ტბას გულოური. სოფელში არის რევმატიული დაავადებებიდ  სამკურნალო აბანო.

    ლახუნდარა-მდებარეობს მდინარე ბორიმელის  (ჩხერიმელის მარცხენა შენაკადი) ხეობაში.  ზ.დ. 600 მ, ხარაგაულიდან 13 კმ.

    სოფელში არის ბოლო წლებში აგებული ეკლესია.

    ლახუნდარაში არის  ბოტანიკური მნიშვნელობის  ძეგლები-მუხისა და ცაცხვის ასწლოვანი ხეები.

    ჩალხაეთი-მდებარეობს მდინარე საკრაულის (ხონისწყლის  მარჯვენა შენაკადი) ნაპირზე. ზ,დ. 520 მ. ხარაგაულიდან  24 კმ. ამ სოფელს დღეს ნასახლარი ჰქვია. ადრე დიდი სოფელი ყოფილა , ასამდე კომლი ცხოვრობდა, 1949 წელს მოსახლეობა  გაუსახლებიათ, ზოგი ჭალადიდში , ზოგიც სართიჭალასა და ახალციხეში. შეირყა სოფლის  სიმტკიცე და გაჩნდა გზაზე ჩარდახიანი ურმები საოჯახო ნივთებით დატვირთული.

    სოფლის აღმოსავლეთით, მაღალ გორაკზე  აღმართულია ციხის ნანგრევები, რომელსაც „ ჯვრის ციხეს“ ეძახიან. ციხე მე-12 საუკუნეშია აგებული. ციხიდან მდინარე საკრაულამდე საიდუმლო გვირაბის ყოფილა გაყვანილი. ციხეს ჰქონია მაღალი კოშკი, რომელსაც საყარაულოდ  იყენებდნენ.

    ხონი-მდებარეობს  ძირულისა და საკრაულას წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზ.დ. 420 მ.  ხარაგაულიდან  19 კმ. ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება  XV ს-ში .

    სოფელში არის გვიანდელი შუა საუკუნეების  ციხის ნანგრევები. ხონში მიედინება  მდინარე თურნა. მდინარე თურნის ნაპირზე მდებარეობს  აბანო, რომელიც ცნობილია „ხონის აბანოს“  სახელწოდებით. წყალი სასარგებლოა  კანის რევმატიული  დაავადებების და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალოდ.

    საკრაულაში აღრიცხული გვარებია: არევაძე, არჯევანიძე, გაბეხაძ, გიგაშვილი, გურეშიძე, დვალი, თაბუკაშვილი, იაშვილი, კოვზირიძე, კავილაძე, კაკაურიძე, ლურსმანაშვილი, ლოლაძე, მაჭავარიანი, ნიქაბაძე, ოკრიბელაშვილი, პაპიძე, ტაბატაძე, ღამბაშიძე, ქაშაკაშვილი, ხიჯაკაძე, ჯოხაძე. 

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • ხევი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი