{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI


  • ა(ა)ი.პ. ,,ხარაგაულდასუფთავება“

     

     

    დირექტორი

    თეიმურაზ ფურცელაძე

    ტელ: 595 35 18 75

    ---------------------------------

     

    დირექტორის მოადგილე

    ავთანდილ კამკამიძე

    ტელ: 593 90 01 79

    ------------------------------------

     ელ.ფოსტა :  dasuftavebax@mail.ru

     

    ა(ა)ი.პ. ,,ხარაგაულდასუფთავება“ ემსახურება ხარაგაულს და მიმდებარე ზონების მოვლა დასუფთავებას. ა(ა)ი.პ. ,,ხარაგაულდასუფთავებას“ მთლიანად ემსახურება 82 თანამშრომელი.
    მათგან 17 თანამშრომელი ემსახურება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს.
    დაბის დასუფთავებას ემსახურება 15 თანამშრომელი. ტრასის უბნებს ემსახურება 6 თანამშრომელი, თეთრაწყარო, კიცხის უბნებს ემსახურება 6 თანამშრომელი.
    საღანძილე, დიდვაკე, ლეღვანი, მოლითის უბნებს ემსახურება 7 თანამშრომელი.
    ასევე დასუფთავების სამსახურში შედის წყალარინების (საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე არხხის მოწყობა მოვლა პატრონობა)ჯგუფი 7 თანამშრომელით.

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეიძინა 143 ცალი ნაგვის შემკრები კონტეინერი, რომლებიც განლაგებული არის შემდეგ ტერიტორიულ უბნებზე: ხევი, ხუნევი, ვერტყვიჭალა, ბორითი, ღორეშა, უბისა, მაქათუბანი, ლაშე, თეთრაწყაროს, კიცხის, ბორის, წყალაფორეთის, ვარძიის, ფარცხნალის, ჯაფარაულის, საღანძილის, დიდვაკის, ლეღვნის, მოლითის და დაბის უბნებზე.
    ასევე გათვალისწინებულია სანაგვე კონტეინერების დადგმა ნადაბურში, სარგვეშში, საბეში,ბაზალეთში, ჩხერში, ვახანში, წიფაში, ზვარეში, ნუნისში საავტომობილო გზების მოასფალტების შემდეგ.

    2015 წლის იანვარ - თებერვალში გრიშაშვილის ქუჩაზე, ჭავჭავაძის ქუჩაზე და ჭავჭავაძის პირველ ჩიხში შეიცვალა საკანალიზაციო სისტემა სულ 362 მეტრზე. მიდებარე ჩიხებში სხვადასხვა ადგილებზე მოხდა დაერთება ცენტრალურ მაგისტრალზე. საეთო ჯამში 30 მეტრი.


    2015 წლის განმავლობაში განსახორციელებელია შემდეგი სახის პროექტები:
    1) გალაქტიონის ქუჩაზე მთელ სიგრძეზე შესაცვლელია საკანალიზაციო სისტემა, ასევე შესაკეთებელია სანიღვრე არხი და მოსაწყობია 20 გრძივ/მეტრზე.
    2) გამგეობის შენობის მომდებარე ტერიტორიაზე შესაკეთებელია და აღსადგენია სანიაღვრე არხი.
    3) სოლომონ მეფის ქუჩაზე შასაცვლელია საკანალიზაციო ქსელი 35 მეტრზე.
    4) სოლომონ მეფის ქუჩაზე მემორიალის წინამდებარე ტერიტორიაზე გასაკეთებელია სანიაღვრე არხი 25 მეტრზე.
    5) სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე შესაკეთებელია საკანალიზაციო და სანიაღვრე არხი 50 მეტრზე.
    6) 9 აპრილის პირველ ჩიხში სამტრესტის შენობის გვერდით, აღსადგენია სანიაღვრე და საკანალიზაციო არხი 35-40 მეტრზე.
    7) 9 აპრილის მეორე ჩიხში ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე აღსადგენია სანიაღვრე არხი და მოსაწყობია წყაროს მიმდებარე ტერიტორია.
    8) დეკანოსიძის ქუჩის პირველ ჩიხში გასაკეთებია სანიაღვრე არხი 40 მეტრზე და მოსაწყობია ცხაურები.
    9) წერეთლის ქუჩაზე გასაკეთებელია სანიაღვრე არხი დაახლოებით 10-15 მეტრზე.
    10) გურამიშვილის ქუჩაზე გასაკეთებლია სანიაღვრე არხი 25 მეტრზე და საკანალიზაციო სისტემა 50 მეტრზე.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.5772
    3.0282
    3.4398
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი