{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის ისტორია

     

     

    ხარაგაულის ისტორიული ტერიტორია მარგვეთის საერისთაოში შედიოდა.

     აქ გადიოდა "აბრეშუმის გზა" . ფეოდალურ ხანაში ხარაგაულის ამჟამინდელი ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. აქ აღმოჩენილი ისტორიული ძეგლები იძლევა იმის საფუძველს, რომ ვივარაუდოთ ხარაგაულის ტერიტორია მეტად ინტენსიურად დასახლებული მაგისტრალი იყო. ამას მოწმობს პიტიახშთა საგვარეულო სამარხი, რომელიც აღმოჩენილია სოფელ ბორში ძვ. წთ. აღ. I და ახალი წთ. აღ. მე-3 საუკუნეებში. უნიკალურია ასევე ოქროს ნივთებით მდიდარი სარგვეშის სამაროვანი ახალი წთ.აღ. I- IV ს. და ლეღვნის სამარხეული კოლექცია. ხარაგაულის სახელწოდებაც დიდ "აბრეშუმის გზასთანაა"დაკავშირებული, კერძოდ: ის ადგილები,სადაც ახლა დაბა ხარაგაული მდებარეობს ხეობაში მგზავრების დასასვენებელ ადგილი იყო, მიმავალი ქარავნები ხშირად ისვენებდნენ ჩხერიმელას ხეობის გაშლილ ადგილზე,დასვენების დროს ხეობაში ხორაგი გროვდებოდა და ეს სახელწოდება და ეს ამბავი ლეგენდის სახით შემორჩა ამ ადგილის შესახებ. ვახუშტი ბატონიშვილის აღწერა "სამეფოსა საქართველოსა"–ში ამ ადგილზე ხორაგეულის ციხეს მიუთითებს,ეს ციხე ეკუთვნოდათ მამუკაშვილ აბაშიძეებს და ციხის ადგილმდებარეობა დღეისათვის ცნობილი არ არის. რუსული "ცარიზმის" დროს რუსებმა ხორაგეულს "ბელაგორი" უწოდეს.კერძოდ ლეგენდა მოგვითხრობს,რომ როდესაც ერთმა რუსმა მთავარმმართებელმა ხარაგაულის ტერიტორიაზე მატარებლით გაიარა,ფანჯრიდან მომზირალს აღმოხდა: "какие сдес белые гори" ამის მერე დასახლებასბელაგორი ეწოდა.  რევოლუციის შემდეგ ცვლილება ბელაგორის სახელწოდებასაც შეეხო,მეფის რუსეთის დროინდელი სახელი შეიცვალა და ორჯონიკიძე ეწოდა – სოფ. ღორეშაში დაბადებული სერგო ორჯონიკიძის საპატივცემულოდ."ორჯონიკიძის რაიონი", ასე მოიხსენიებოდა იგი საბჭოთა რეჟიმის დროს,მისი დეამხობის შემდეგ კი დაბას ისევ ძველი სახელი ხარაგოული დაუბრუნდა,თუმცა შემდეგ შელამაზდა და დღეს ხარაგაულად მოიხსენიება. 

    ხარაგაულისმუნიციპალიტეტის ტერიტორია დასახლებული იყო ქვის ხანიდან. მდინარე ჩხერიმელას მარჯვენა ნაპირას, ხანდების კლდეში ნაპოვნია ზედა პალეოლითის ხანის ადამიანის მღვიმე-ნამოსახლარი, "დევისხვრელი".  სოფელ ბორში 1938 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აღმოაჩინა ათიოდე ჰექტარზე ბუდეებად გაფანტული ძვ. წ. I ს. – ძვ. წ. III ს. ბრაინჯაოს ხანის საგვარეულო და საოჯახო სამაროვნები. მათ შორის II-III სს. 2 მდიდრული ნეკროპოლი. ნაპოვნი ნივთები ინახება სანქტ-პეტერბურგის მუზეუმში ერმიტაჟი. სავარაუდოა,რომ სოფელი ბორი პიტიახშთა ერთ–ერთი რეზიდენცია იყო.  არქეოლოგიური მასალა აღმოჩენილია ასევე სოფელ ბეჟათუბანში, საგვეშში, ლეღვანსა და გოლათუბანში.

    ფეოდალურ ხანაში მუნიციპალიტეტის ტერიტორია სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, რადგან მასზე გადიოდა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზები. ტერიტორია არგვეთის საერისთავოში შედიოდა.

    1774 წელს აქ მოხდა ჩხერის ბრძოლა იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის ჯარს შორის.ცენტრალური მნიშვნელობის იყო ვახანის ციხე, სადაც 1804 წელს გაფორმდაელაზნაურის შეთანხმება, რომლითაც იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

    1917 წლამდე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. დაბახარაგაულში დასახლება გაჩნდა XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით. 1905-07 წლების რევოლუციის დროს ზემო იმერეთის ნაწილმა, კერძოდ კი სადგურ ყვირილასა და ხარაგაულის (ბელაგორის) მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებმა გლეხებმა გამოაცხდეს ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა. 1921 წლიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორია საქართველოს სსრ ადმინისტრაციული-ტერიტორიული დაყოფით ქუთაისის მაზრაში მოხვდა, 1928-1929 წლებში - ქუთაისის ოლქში, 1930 წლიდან კი დამოუკიდებელი რაიონის სახით განაგრძო არსებობა. 1932-1989 წლებში მას ორჯონიკიძის რაიონი ეწოდებოდა.

    მასალა აღებულია იზა ვეფხვაძის წიგნიდან "ხარაგაული" და ქართულენოვანი ვიკიპედიიდან

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ზოგადი ცნობები
  • სიმბოლიკა
  • ხარაგაულის რუკა
  • გეოგრაფია
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი