{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • აიონული გაზეთის მატიანე

     

     

    ხარაგაულის რაიონული გაზეთი ,, იმერეთის კარი“პირველად  1932 წლის 13 აპრილს გამოვიდა სახელწოდებით „ლენინის დროშა“. მისი გამოშვება მეტად რთულ პირობებში მიმდინარეობდა, რადგან ხარაგაულში პოლიგრაფიული ბაზა არ იყო. გაზეთი, ხან ხაშურში, ხან ზესტაფონში იბეჭდებოდა. გაზეთის გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ  გაიხსნა  სტამბა,რომელიც მისმა პირველმა დირექტორმა ვ.ინასარიძემ  ახალბედა სპეციალისტებით  დააკომპლექტა.

    გაზეთის პირველი რედაქტორი დავით მაისურაძე და შემდგომ  მისი შემცვლელი დავით გაბრიაძე ყველაფერს აკეთებდნენ, რათა გაზეთი რაიონის მშრომელთა ყოფისა და ცხოვრების ამსახველი ყოფილიყო. , მათი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი , მათი კეთილი მაცნე.

    გაზეთის სახის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის  სტამბის დირექტორს: დავით აბაშიძეს, დავით ცაგარეიშვილს , სევასტი შარიქაძეს, ჯუმბერ ჩიკვაიძეს, მბეჭდავ–მემანქანეებს საშა ჩიხლაძეს, სევასტი შარიქაძეს, ჯუმბერ ჩიკვაიძეს; მბეჭდავ–მემანქანეებს საშა ჩიხლაძეს, სერგო ქურდოვანიძეს, ლევან ბანცაძეს, აკაკი მეგრელიშვილს, გურამი ბანცაძეეს; პოლიგრაფისტებს: თამარ და ნორა ბანცაძეებს , მამიკა ჩიკვაიძეს, ნელი ჭიპაშვილს; ლინოტიპისტებს:ლალი ბერაძეს, ნარგიზი ტომასიანს; ჟურნალისტებს: აკაკი ჭანკვეტაძეს, ოთარ ნიქაბაძეს, სოფიო მრევლიშვილს, კატო ნანიტასვილს, შალვა ტოროშელიძეს, ზინა მამასახლისს და სხვებს.

    დიდი სამამულო ომის წლებში, მიუხედავად სიძნელეებისა , გაზეთის არც ერთი ნომერი არ ჩავარდნილა. 1944 წლიდან გაზეთს სათავეში ჩაუდგა ახალგაზდა შემოქმედი მუშაკი ქეთევან სახვაძე.

    გადიოდა წლები, იცვლებოდა ცხოვრება , გაზეთი ნათლად ასახავდა ყოველივე მომხდარს; ერთხნს მისი მაჯისცემაც  შეჩერდა, რაიონის გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ 1966 წლის  იანვრიდან  კვლავ აღდგა , ამჯერად გაზრდილი ფორმატით და ტირაჟით, გამოდიოდა კვირაში სამჯერ 6 ათასიანი ტირაჟით.

    გამოცდილმა რედაქტორმა ქეთევან სახვაძემ შეძლო რედაქცია დაეკომპლექტებინა ნიჭიერი შემოქმედებითი მუშაკებით. რედაქციაში სამუშაოდ მიიწვია მაძიებელი ახალგაზრდები: ზაირა აბაშიძე, ჰენრი სარიქაძე, ავთანდილ ხიჯაკაძე, ლინა ბარათაშვილი, ნუგზარ ლომსაძე; რედაქტორის მოადგილედ–სახელგანთქმული  ჟურნალისტი ირაკლი ხაჩიძე. ხარაგაულის რაიონულმა გაზეთმა  მოკლე პერიოდში მოიპოვა  პოპულარობა და სიყვარული; 1967 წლს ჟურნალისტთა კავშირის მიერ გამოცხადებულ რესპუბლიკურ კონკურსში მან მესამე ადგილი და ფულადი ჯილდო დაიმსახურა.

    რედქციის კოლექტივმა ჯურნალისტირი ხერხებისა და მეთოდების  შემოქმედებითი გამოყენებით, საგაზეთო ჟანრების მრავალფეროვნებით შეძლო საინტერესოდ  აესახა ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი  მოვლენა. ამის დასტურად გამოდგება მისი გაყვითლებული ფურცლები, რომლებსაც დღესაც არ მოჰკლებია მკითხველთა სიყვარული და მოწიწება.

    გაზეთის თვითმყოფადი სახის შექმნაში უდავოდ დიდი წვლილი შეიტანეს, შემდგომ წლებში აქ მიზიდულმა შემოქმედებითმა  მუშაკებმა: პრამონ აბრამიშვილმა და თემურ ბლუაშვილმა.

    ტრადიციისამებრ, ყოველ კვარტალში, მის ფურცლებზე ქვეყნდებოდა  ლიტერატურული გვერდი, სადაც აიდგა ფეხი და შემდგომ პოეტური კრებულების ავტორები გახდნენ: დიომინე გურგენიძე, გივი გოგოლაძე, ლინა ბარათაშვილი, ახმედ გოგოლაძე, ვალერი გოგნაძე, ომარ გორგაძე და სხვები.

    1986 წლიდან გაზეთს სათავეში ჩაუდგა ჟურნალისტი ავთანდილ ხიჯაკაძე. გაგრძელდა გზა ძიებისა, შემოქმედებითი წვდომისა, მოვლენების გადაფასებისა, უფრო თამამი გახდა გაზეთის პუბლიკაციები, თავისუფალ აზრს მეტი გასაქანი მიეცა. შეიცვალა ფასეულობანი, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი –გაზეთის რადიკალური ხაზი, შეულამაზებლად და პირუთვნელად ასახოს  ცხოვრება, ემსახუროს ხალხს და მის ინტერესებს.

    გაზეთის ახალ სტილს , მიმართულებას, ახლებურ აზროვნებას  შესანიშნავად  აუღეს ალღო  ახალგაზრდა მუშაკებმა : ნინო შარიქაძემ, მაია ტორაძემ, ლაურა გოგოლაძემ, იზა ვეფხვაძემ, ირინა თიკანაშვილმა, ლევან შარიქაძემ და სხვებმა.

    ...............................

    1998 წლის მარტიდან რაიონში გამოდის  გაზეთი „სხივი“(რედაქტორი ლაურა გოგოლაძე). 2000 წლის დეკემბრიდან  გაზეთმა სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა  „ჩემი ხარაგაული“. იგი ობიექტურად და სრულფასოვნად ასახავს რაიონის ცხოვრების მაჯისცემას, რითაც მკითხველის აღიარება  და სიყვარული დაიმსახურა.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დამოუკიდებელი გაზეთი ,,ჩემი ხარაგაული'
  • გაზეთი ,,ახალი ხარაგაული"
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი