{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •      საექსკურსიო  მარშრუტები   მოსწავლეთათვის 
     ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში

     

                                                          ექსკურსია „ბერების კლდეზე“

     

     

            „ბერების კლდე“ მდებარეობს ხარაგაულში სოფ. ნუნისიდან 1,5   კმ-ში. დაბა ხარაგაულიდან ბერების კლდემდე 28 კმ-ია. აქედან 26 კმ-ის გავლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით, 2 კმ. ექსკურსიის მსურველებმა  უნდა გაიარონ ფეხით. “ბერების კლდემდე“ ექსკურსანტებს  შეუძლიათ დაათვალიერონ ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი დაბა ხარაგაულში, მოინახულონ კურორტი “ნუნისი“,  ნუნისის „მამათა მონასტერი“ და  „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“-ს შესანიშნავი ბუნება.

     

                                                   ექსკურსია “ ქუცუმას“  მთაზე

     

     

          მარშრუტი -- უბისის წმინდა გიორგის მონასტერი, კოზმანის ეკლესია, ქუცუმას მთაზე

           მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია.

          ეს საექსკურსიო მარშრუტი მდებარეობს თბილისი -ლესელიძის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.

    1.       უბისის „წმ.გიორგის მონასტერი“  (IX ს.) მდებარეობს მდ.ძირულას ხეობაში სოფ.უბისის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ცენტრალური საავტომობილო გზიდან 200 მ-ში.
    2.       „კოზმანის“  ეკლესია  (VIII ს.) მდებარეობს მდ. ძირულას ხეობაში, მარცხენა ნაპირზე, ცენტრალური საავტომობილო გზიდან 6 კმ-ში (მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით).
    3.       „ქუცუმას“  მთა  მდებარეობს რიკოთის უღელტეხილზე, სოფ.ხევის აღმოსავლეთით 5 კმ-ზე,სადაც მდებარეობს წმ.გიორგის ეკლესია ( XV ს.),  ტრანსპორტირება შესაძლებელია ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. ეს ადგილი გამორჩეულია საოცარი ბუნებით.

                                                 ექსკურსია  „დევის ხვრელში“

     

        

     

       გამოქვაბული  „დევის ხვრელი“  მდებარეობს დაბა ხარაგაულში  ცენტრიდან 

     2 კმ-ში მდ.ჩხერიმელას მარჯვენა მხარეს.ტრანსპორტირება შესაძლებელია გამოქვაბულის ძირამდე. 0,5კმ  ექსკურსანტებმა უნდა გაიარონ ფეხით.

         „დევის ხვრელში“ აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ნაშთები,რომელიც დაახლოებით 50-40 ათასი  წლის წინა ეპოქისაა. ექსკურსიის მსურველებს, გარდა „დევის ხვრელისა“  შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ ისტორიული მუზეუმი ხარაგაულში და  „ციხის ყელი“ ე.წ. „დევების წყაროს“ თავზე.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტები
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი