{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ხევი

     გამგებლის წარმომადგენელი  ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში-გელა კოპაძე

    ტელ :595457683

     ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია-858.66 ჰა

    მოსახლეობა-395 კომლი 1349 მცხოვრებით

    მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე-47 კმ.

    უახლოესი რკინიგზის სადგური ძირულა-37 კმ.

    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები- ხევი, წაქვა, გრიგალათი, ციცქიური.

    ადმინისტრაციული ცენტრი-ხევი

    ხევი-მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთას (ძირულის მარცხენა შნაკადი)ნაპირზე. ზ.დ. 520 მ. ხარაგაულიდან 47 კმ. სოფლის ძველი სახელწოდებაა „ხევიჯვარი“ . სოფელი ისტორიულ წყაროებში  პირველად მოიხსენიება  XVI ს-დან. სახელწოდება „ხევი“ ჰიდრონომიული წარმოშობის  ტოპონიმია. მისი სახელწოდება  ხევი (ხეობა) წყალთან (მდინარესთან)  არის დაკავშირებული. სოფელ ხევში არის XIX საუკუნეში აგებული წმ. გიორგის სახელობის „ოქონობის“  ეკლესია . აქ აღნიშნავენ, „ოქონობის“ დღესასწაულს  აღდგომიდან  მეოთხე კვირა დღეს. ეკლესიის ეზოში არის  ორასწლოვანი ცაცხვები. რამდენიმე წლის წინ   წელთა სიმრავლისაგან წაიქცა 500 წლოვანი ცახვის ხე, რომლის ტანზეც იზრდება ახლად ამონაყარი რტოები. ნასახლარებია.

    ხევის საკრებულოს ებმის  რიკოთის უღელტეხილის ქვეშ გაჭრილი რიკოთის  გვირაბი.  გვირაბის სიგრძეა  1722 მ. იგი გაიხსნა 1982 წელს. ცენტრალური  საავტომობილო  ტრასა გვირაბისა  და მდინარე ძირულის ხეობის გავლით მიემართება  აღმოსავლეთიდან  დასავლეთ საქართველოსაკენ.

    რიკოთის უღელტეხილზე, ქუცამას მთაზე, ტანაშოლტილი წიფლების  ტყეში არის წმინდა გიორის სახელობის  ეკლესია, რომელიც  გრიგალაშვილების  გვარის სალოცავად ითვლება, ადრე ეკლესიის გარშემო სოფელი ყოფილა გაშენებული, ახლა იქ მხოლოდ ნასახლარებია. ეკლესიაზე .ეკლესიაზე აღნიშნავენ  გიორგობის დღესასწაულს.

    რიკოთის უღელტეხილზეა  გაბროს ტიპის ქვის საბადო, მარაგით 4,2 მლნ მ. კუბი საბადო განალებულია სურამის ქედის ფერდობზე, მდინარე რიკოთულას ხეობაში. გამოიყენება მოსაპირკეთებლად და ფილების წარმოებისათვის.

    ხევის სკოლის ისტორია იწყება 1904 წლიდან.

    წაქვა-მდებარეობს ლიხის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე რიკოთულას მარცხენა მხარეს. ზ.დ 650 მ. ხარაგაულიდან 48 კმ.

    ისტორიულ წყაროებში იხსენიება  XII ს-ში. სოფელში არის წმინდა გიორგის ეკლესია.

     წაქვაში, მიწის სამუშაოების  დროს შემთხვევით იპოვეს  თიხის ქოთანი, რომელშიც  აღმოჩნდა VII-VIII ს. ვერცხლის არაბული მონეტები, რაც ამ კუთხის კავშირზე მეტყველებს  იმდროინდელ სამყაროსთან .

    გრიგალათი-მდებარეობს  მდინარეების  ძირულასა და ჩხერიმელის  წყალგამტოფი ქედის  ჩრდილოეთ კალთაზე . ზ,დ. 600 მ. ხარაგაულიდან 48 კიმ.

    ისტორიულ წყაროებში სოფელი პირველად იხსენება 1628 წელს. სოფელში არის წმინდა ნიკოლოზის  სახელობის  ეკლესია და ნებიერეთის უბანში შუასაუკუნეების  „დედაღვთისას“ ეკლესია.

    რიკოთის უღელტეხილზე მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია  ასევე გრიგალაშვილების გვარის სალოცავად ითვლება.

    სოფელ გრიგალათში ბოლო პერიოდში ჩატარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა თიხის და ლითონის ნაკეთობანი. კოლექციაში ყველაზე ადრეულ ექსპონატს წარმოადგენს XI_XIII  სს. ასომთავრული წარწერებიანი თიხის ნაკეთობები.

    ციცქიური-მდებარეობს ლიხის ქედის  დასავლეთ ჯალთაზე, მდინარე ძირულის ხეობაში. ზ.დ 540მ. ხარაგაულიდან 50 კმ.

    საკრებულოში აღრიცხული გვარებია: ბუღაძ, გელაშვილი, გორგაძე, გრიგალაშვილი, გუდაძ, დევაძე, კოპაძე, კვირიკაშვილი, კურტანიძე, ლომიძე, ლურსმანაშვილი, მუმლაძე, ნოზაძე, პაქსაშვილი, რევაზიშვილი, რიკაძე,სახვაძე, სამხარაძე, ტაბატაძე, ჩადუნელი, ჩუტკერაშვილი, ცარციძე.

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხიდარი
  • ხუნევი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი