{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  ხუნევი

     

    გამგებლის წარმომადგენელი  ხუნევის  ადმინისტრაციულ  ერთეულში-კახა ლომიძე

    ტელ:571 999918 

     
    ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია-1086.04 ჰა.
    მოსახლეობა-642 კომლი 2066 მცხოვრებით
    მანძილი ხარაგაულიდან ადმინისტრაციულ ცენტრამდე-35 კმ.
    უახლოესი რკინიგზის სადგური-ძირულა-25 კმ.
    ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები: ხუნევი, გედსამანია, ვერტყვიჭალა, ვერტყვილა, ბჟინევი.
    ადმინისტრაციული ცენტრი-ხუნევი
    ხუნევი-მდებარეობს მდინარე ძირულას ნაპირზე. ზ.დ.600 მ. ხარაგაულიდან 35 კმ.
    სოფელში არის კვირაცხოვლობის ეკლესია, რომელიც აგებულია XVIII ს. ბოლოსა და XIX ს. დასაწყისში ბერძენი ხელოსნების  მიერ. ეკლესიის ეზოში არის 500 წლოვანი მუხის ხე.
    ხუნევში არსებულ  ღაღანიძის ციხის ნანგრევებზე და დიგვაროვანი ღაღანიძის ტრაგიკულ ბედზე ლეგენდა მოგვითხრობს: კარგად გამაგრებული ღაღანაძის  ციხისთვის ლეკებს ალყა შემოურტყამთ. ციხის მფლობელ ღაღანიძეს არ უნებებია მტრისათვის ციხის გასაღების ჩაბარება და ციხეში გამარებულა. ჩასაფრებულ მტერს დაუწყია ლოდინი, თუ როდის გამოელეოდათ ციხეში მყოფთ წყლის მარაგი. წინდახედულ ღაღანიძეს წყალი თიხის მილებით ციხეში ჰქონია შეყვანილი. დიდი ხნის ლოდონის შემდეგ მტერს ხერხი უხმარია, ვირისთვის მარილი უჭმევიათ და მოწყურებული ვირიც წყლის სათავისკენ წასულა. მტერს წყალი გადაუწრეტია და ღაღანიძე იძულებული გამხდარა დანებებულიყო. ბოლოს, ციხის შიგნიდან აფეთქება გადაუწყვეტია. მტერი შიგ შეუშვია და ციხე შემდეგ აუფეთქებია.
    ციხის ნანგრევები წარსულის მჭევრ მემატიანედ დღესაც არის სოფელში.
    ხუნევის ,,ნასაყდრის სერზე“ არის ექვსსაუკუნოვანი მუხა, რომელსაც მოსახლეობა ,, ვაჟას მუხას“ ეძახის.
    სოფელში არის რევმატიული დაავადების სამკურნალო ბალნეოლოგიური წყალი. ხუნევის სკოლის ისტორია 1896 წლიდან იწყება.
     
    ვერტყვიჭალა__
    მდებარეობს მდინარე ძირულას ნაპირებზე. ლიხის ქედიდან 30 კმ-ის დაშორებით. ზ.დ. 580 მ. ისტორულ წყაროებში იხსენიება XVII ს. ადრე ამ ადგოლზე სოფელ ვერტყვიჭალის ჭალა ყოფილა, როდესაც იქ ხალხი დასახლებულა, სოფლისთვის ვერტყვიჭალა უწოდებიათ.
    სოფელში დასასრულს უახლოვდება ღვთისმშობლის სახელობის გუმბთიანი ეკლესიის მშენებლობა.
     
     
    ვერტყვილა__
    მდებაარეობს მდინარე ძირულის მარცხენა ნაპირზე. ზ.დ. 460 მ. ისტორიულ წყაროებში იხსენიება XVII ს-დან.
    ამ სოფელზე გადიოდა სავაჭრო გზა დასავლეთ საქართველოდან ირანისაკენ. გადმოცემით, სოფელში ყოფილა საბაჟო. ერთ ვაჭარს მებაჟისათვის უთხოვია: არაფერი არ მაქვს და გამატარეო,__არა, ტყვილა ვერ გაგატარებო-გაჯიუტებულა მებაჟე. ამის შემდეგ ამ ადგილას ,, ვერტყვილა“ ეწოდა.
    სოფელში არის უძველესი ვერტყვილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც, გადმოცემით  VI საუკუნეშია აგებული, VIII ს_ში და შემდეგ  XI__XII სს. მტერს იგი გადაუწვავს, XV ს-ში კვლავ აღუდგენიათ. ამჟამად ეკლესია რესტავრირებულია. ეკლესიის ეზოში არის 500 წლოვანი ცაცხვის ხე.
    სოფელ ვერტყვილის თავში არის სალოცავი ნიში, რომლის ადგილზეც ადრე ხის პატარა ეკლესია ყოფილა.
     
    ბჟინევი__
    მდებარეობს ძირულისა და ჩხერიმელის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთზე, მდინარე ძირულის მარცხენა მხარეს, ზ.დ. 820 მ. სოფლის სახელწოდების შესახებ არის რამოდენიმე ვერსია: ერთ-ერთი ვერსიით იგი მეგრული წარმოშობის სახელია: ,,ბჟა“ მეგრულად მზეს ნიშნავს და ამის მიხედვით ბჟინევი შესაძლოა ,,მზიან ადგილს“ ნიშნავდეს.
    სოფელში არის  XVII-XVIII სს. ამაღლების ტაძარი. გარდაამისა წმინდად შერაცხული ადგილები- ჯვარი და ხატიფეხი.
    ბჟინევში არის აუთვისებელი აზბესტისა და მარმარილოს საბადოები. ბჟინვის მარმარილოთია მოპირკეთებული ხარაბოვსკის ერთ-ერთი მეტროს სადგური.
    საკრებულოში გავრცელებული გვარებია: აბაშიძე, ბლიაძე, ბარბაქაძე, ბლუაშვილი, ბუხნიკაშვილი, გოგოლაძე, გორგაძე, გელაშვილი, გრიგალაშვილი, თავბერიძე, იჩქიტიძე, კაპანაძე, კურტანიძე, კუსიანი, ლომიძე, ლურსმანაშვილი, მაჭავარიანი, მაჭარაშვილი, მაისურაძე, მუმლაძე, ნეფარიძე, პაქსაშვილი, რიკაძე, სახვაძე, სამხარაძე, სხილაძე, ტაბატაძე, ქავთარია, შველიძე, შუბითიძე, ჩადუნელი, ჩაჩანიძე, ციცქიშვილი, წიქარიშვილი, ხაჩიძე, ხვედელიძე,ხარაიშვილი.
     
    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • დაბა ხარაგაული
  • ბაზალეთი
  • ბორითი
  • ვარძია
  • ვახანი
  • ზვარე
  • კიცხი
  • ლაშე
  • ლეღვანი
  • მოლითი
  • ნადაბური
  • სარგვეში
  • საღანძილე
  • ფარცხნალი
  • ღორეშა
  • წიფა
  • წყალაფორეთი
  • ხევი
  • ხიდარი
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი