{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  •  

    არასამეწარმეო ( არაკომერციული) იურიდიული პირის
    “ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი”

     

    1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე

    24 მარტი ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

    28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

    31 მაისი მსოფლიო თამბაქოს გარეშე

    STOP C

    გარემოს დაცვის დღესთან დაკავშირებით ვასუფთავებთ ეზოს

    იმუნიზაციის კვირეული-  დაბის N 1 საბავშვო ბაღში

    იმუნიზაციის კვირეული

    მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება დაჭაობებულ ადგილზე

    პროფილაქტიკური მედიცინის ექიმი საუბრობს შიდსის თემაზე

    საღანძილის საჯარო სკოლაში ჩატარდა  სპორტული შეჯიბრებები

    სემინარი პნევმოკოკური ვაქცინაზე ხარაგაულის ჯადაცვაში

    წნევის კვირეული- იცოდე შენი წნევა

    ჯანმრთელი თირკმელი ყველასთვის--დალიე ერთი ჭიქა წყალი და იზეიმე თირკმლის მსოფლიო დღე

     

     

     

    2015 წლის პ რ ო გ რ ა მ ა

     

     

     2015 წელს განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამები

     


    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის პროგრამა, რომელიც ფინანსდება ადგილობრივი რაიონული ბიუჯეტიდან, შედგება შემდეგი სახის ძირითადი ღონისძიებებისაგან:

    I. ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ღონისძიებები.
    II. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები.
    III. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების და გაუმჯობესების ღონისძიებები.
    IV. სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ღონისძიებები.

     

    I. ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვა

    1.1 ეპიდზედამხედველობის განხორციელება და ეპიდსიტუაციის მართვის ადგილობრივ ღონისძიებებს განეკუთნება:

    1. მიმდინარე ეპიდემიოლოგიური პროცესების ტენდენციებისა და დინამიკის, ინფექციურ დაავადებათა მაშტაბების, გავრცელების ხასიათისა და მათი სოციალურ ეკონომიკური მნიშვნელობის ყოველკვარტალურად შესწავლა.
    2. ტერიტორიების ნოზოლოგიების მიხედვით ეპიდემიოლოგიურად არაკეთილ საიმედო დაყოფა და შესაბამისი სამუშაო რუკების შედგენა.
    3. საყოფაცხოვრებო, შრომის პირობებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით დაავადების მაღალი რისკის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯგუფების გამოვლენა და აღრიცხვა.
    4. ინფექციური დაავადებების აღმოცენების შემთხვევაში ეპიდპროცესის კონკრეტული მიზეზებისა და მათი განმაპირობებელი ფაქტორების დადგენა.
    5. ეპიდემიური სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების და ჯანდაცვის ზემდგომი სამსახურების დროული ინფორმირება.
    6. პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ადეკვატური სისტემების, მათი თანმიმდევრობის, რეალიზების ვადებისა და საჭირო რესურსების განსაზღვრა.
    7. მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული პროფილაქტიკური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების მაშტაბების, ხარისხის, ეპიდემიოლოგიური ეფექტიანობის შესწავლა და საჭიროებისამებრ, მათი პერიოდული კორექტირების მიზნით, წინადადებების შემუშავება.
    8. ეპიდსიტუაციის მოკლე და საშუალოვადიანი პროგნოზების შემუშავება.
    9. ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით, ადგილებზე მონაცემების მოძიება, შეკრება, რეგისტრაცია და დამუშავება-ანალიზი.
    10. დაინტერესებული უწყებებისათვის საჭირო ინფორმაციის გადაცემა სასწრაფო შეტყობინებების წესებისა და ვადების მკაცრი დაცვით.
    11. ნოზოკომიურ(საავადმყოფოსშიდა) მონიტორინგის განხორციელება.
    12. ინფექციური დაავადებათა შემთხვევების კერებში ეპიდემიოლოგიური კვლევების ჩატარება და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა რეალიზება და (მათ შორის

    საჭიროებისას სადეზინფექციო და სადეზინსექციო სამუშაოების წარმოების ხელშეწყობა).
    13. ინფექციურ დაავადებათა სპეციფიური პრევენციული ღონისძებების გატარების ორგანიზება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ –საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება.
    14. არაინფექციურ დაავადებათა გავრცელების მეთვალყურეობა სამოქმედო ტერიტორიაზე, ავადობის დინამიკაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება სათანადო ინფორმაციის შეკრება, მოძიება, რეგისტრაცია, დამუშავება-ანალიზი და ანგარიშგება, მოსახლეობაში პროფილაქტიკურ–საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება.
    15. მოსახლეობაში გრიპით ავადობის მონიტორინგი. მისი გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება.
    16. ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გარემოფაქტორების შესახებ ინფორმაციის მოძიება, პრევენციულ ღონისძიებათა გეგმების შემუშავება და განხორციელება კომპენტენციის ფარგლებში.
    17. პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული პერსონალის სწავლების ორგანიზაცია დაავადებათა პრევენციის დროული ინფორმირების და ეპიდსაწინააღმდეგო ქმედებების საკითხებში.
    18. ახალი პნევმოკოკური ვაქცინის დანერგვასთან დაკავშირების ღონისძიებების განხორციელება.
    19. ქვეყანაში წითელას დაავადების ელიმინაციის მიზნით 1984-99 წლებში დაბადებულ მოსახლეობის მასიური გადაცრა.
    20. ტუბერკულოზის ინფექციის კონტროლი – კერძოდ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციური კონტროლი –დაავადების ადრეული გამოვლენაზე, დიაგნოსტიკაზე ადმინისტრაციული ლონტროლო ტუბერკულოზის რისკის შესამცირებლად, გარემოსკონტროლი ტუბერკულოზის გადაცემის რისკის შესამცირებლად.
    21. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ბატონ ამ.გამყრელიძის 09. 06. 13 წლის # 06/1562 წერილის შესაბამისად ვირუსული მენინგიტზე ეპიდ.ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით უნდა გატარდეს რიგი ღონისძიებებისა: სამოქმედო ტერიტორიაზეMO არსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალიდან გამოვლინებული ყველა მწვავე ინფ.წარმოშობის მენინგიტის დიაგნოზის დროს უნდა ჩატარდეს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ყველა სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ზედამხედველობა ეპიდემიოლოგიურ რეჟიმზე. მენინგიტების რიცხვის მატების ზრდისთანავე უნდა მოხდეს 40 კვირიანი ყოველკვირეული კონტროლი, მონაცემების შემთხვევის სისტემატური გადაცემა დ.კ.-ის ეროვნულ ცენტრში.
    22. მოსახლეობის ინფორმირება ხელთ არსებული ყველა საშუალებით ყირიმ-კონგოს Hჰემორაგიული ცხელების და ებოლას დაავადების შესახებ. აღნიშნული დაავადებების მიმართ პრევენცული ღონისძიებების გატარება /პირველადი ჯანდაცვის რგოლებიდან და ყველა სამკურნალო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიწოდება საზპგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან მოქალაქეების დაბრუნების შესახებ, რომლებზედაც დამყარებული იქნება ეპიდ. ზედამხედველობა/.
    23. რაიონის პირველადი ჯანდაცვის რგოლის ყველა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო პერსონალისათვის ტრენინგის ჩატარება ,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ”.
    24. პროფილაქტიკური იმუნიზაციის პროცესიის დაგეგმვა, განხორციელების ორგანიზაცია, სამიზნე კონტიგენტების იმუნიზაციით მოცვის მაღალი მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით სათანადო ღონისძიებების განხორციელება. მოსახლეობაში პროფილაქტიკურ –საგანმანათლებლო სამუშაოების წარმოება.
    25. ჰელმინთოზების მიზანმიმართული სკრინინგული კვლევების საფუძველზე, პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება-გატარება (ორგანიზაცია) და რეკომენდაციების მომზადება.
    26. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების და სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელების გამოკვლევა პარაზიტული დაავადების აღმოჩენის მიზნით.
    27. რაიონის სხვა დანარჩენ არაორგანიზებულ ბავშვთა გამოკვლევა ასევე ჰელმინთოზების აღმოჩენის მიზნით.
    28. რაიონის სოფლებში ექიმი-პარაზიტოლოგისა და ლაბორანტის ვიზიტების ორგანიზება ჰელმინთებზე გამოკვლევის მსურველ მოსახლეობასთან.
    29. საუბრებით მოსახლეობის ინფორმირება პარაზიტული დაავადებების მიმდინარეობის გავრცელებისა და პროფილაქტიკის შესახებ.

     

     

     


    1.2 ანტირაბიულ ღონისძიებებს განეკუთნება:

    1. ცოფთან ბრძოლის კოპლექსურ ღონისძიებათა პროექტის შემუშავება და განხორციელების მეთვალყურეობა.
    2. ცოფის გავრცელების სიტუაციური მართვის პროცესებზე სისტემატური მონიტორინგის წარმოება და სათანადო სამსახურების დროული ინფორმირება, ანტირაბიული კაბინეტის ფუნქციონირების ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის ინსტრუქტაჟი შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების და სასწრაფო შეტყობინების არსებული წესების დაცვის შესახებ.
    3. ანტირაბიული მომსახურების სწორი ტაქტიკის და ცივი ჯაჭვის მოთხოვნათა დაცვაზე მონიტორინგი. ანტირაბიული მომსახურების ეპიდანალიზის წარმოება.
    4. სამოქმედო ტერიტორიაზე “ცოფის პროფილაქტიკის ღონისძებათა გაძლიერების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის # 70 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 16 აპრილის # 173 ბრძანებულების განსაზღრული ღონისძიებების ხელშეწყობა, ყოველკვარტალური ანალიზი და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმირება.
    5. ჰიდროფობიის საეჭვო დიაგნოზით ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული გამოკვლევის ხელშეწყობა და ჰიდროფობიით ადამიანის გარდაცვალების თითეული შემთხვევის საგანგებო განხილვის ორგანიზაცია.
    6. ადამიანისათვის ჰიდროფობიის დიაგნოზის დასმისა და ცოფზე საეჭვო ცხოველთან ადამიანის კონტაქტის ყველა შემთხვევის ვეტსამსახურისათვის სასწრაფოდ შეტყობინება.
    7. ცოფზე საეჭვო ცხოველის მიერ დაკბენა-დაკაწვრა-დადორბლის შემთხვევების ეპიდემიოლოგიური შესწავლა.
    8. ანტირაბიული და ანტიტეტანური საშუალებით ანტირაბიული კაბინეტების მოთხოვნილების განსაზღვრა.
    9. პირველადი ჯანდაცვის ქსელში დასაქმებული პერსონალის სწავლების ორგანიზაცია ანტირაბიული დახმარების საკითხებში. მოსახლეობასთან პროფილაქტიკურ –საგანმანათლებლო მუშაობა.

     

    1.3 მალარიის წიმააღმდეგ ბრძოლის ადგილობრივ ღონისძიებებს
    განეკუთვნება:

    I მალარიის გადამტანის წყლის ფაზების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებანი:
    1. ანოფელოგენური წყალსატევების აღრიცხვა_პასპორტიზაცია და დაგამბუზირებული წყალსატევების რაოდენობის და ფართობის დადგენა.
    2. წყალსატევების გამოკვლევა და გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენის შემთხვევაში მათი საწინააღმდეგო ღონისძებების ჩატარების ორგანიზება.
    3. ანოფელოგენურ წყალსატევებში გამბუზიის მაქსიმალური გავრცელება.
    4. გადამტანის წყლის ფაზების აღმოჩენისას წყალსატევების დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებებით, სადაც შეუძლებელია გამბუზიის გავრცელება.
    5. მცირე სანიტარულ ჰირდოტექნიკური (საბონიფიკაციო) სამუშაოების- წყალსატევების გაწმენდა წყალმცენარეებისაგან, მათი დაშრობა.

    1.4 მალარიის გადამტანის დაფრთიანებული ფაზების წინააღმდეგ ბრძოლის
    ღონისძიებანი, მათ შორის:

    1. მალარიის გადამტანზე ფენოლოგიური დაკვირვებები: რიცხობრიობის სეზონური აღრიცხვა.
    2. ეპიდმაჩვენებლების მიხედვით (მალარიის კერა, გადამტანის რიცხობრიობის მკვეთრი მატება და სხვა). არასაცხოვრებელი ფართის დამუშავება, გარემოს დაცვის პრობლემების გათვალისწინებით.



    II არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები:


    3.1 ჯანმრთელობის ხელშეწყობის საგანმანათლებლო-საინფორმაციო მუშაობის ორგანიზება და ხელშეწყობა.

    3.2 ქცევითი რისკ-ფაქტორების მოდიფიცირების და პრევენციის საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესრულების ხელშეწყობა და მონიტორინგი.

    3.3 პროფესიული ჯანმრთელობის ხელშეწყობა (მონიტორინგი-რაიონულ დონეზე).

    3.4 დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.


    III მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნების
    და გაუმჯობესების ღონისძიებებს განეკუთნება:

    1. თამბაქოს, ალკოჰოლიზმის და მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ნარკომანიის, ტრავმატიზმისა და ძალადობის პროფილაქტიკის, ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტიობის, ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის დანერგვის ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
    • ჯანმრთელობის ხელშემწყობი სკოლების მოდელის მიმდინარე
    პროექტის არეალის გაფართოება, რესურსცენტრთან კოორდინირებული მუშაობით.
    • საგაზეთო პუბლიკაციების მომზადება მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საკითხებზე. მასმედიასთან კოორდინირებული მუშაობით.
    • სხვადასხვა რისკ ჯგუფების ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები.
    შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის პროპაგანდა
    აღნიშნულის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
    • ლექცია-საუბრების ორგანიზება მოზარდებთან.


    რეპროდუქციული ჯანმრთელობის, ოჯახის დაგეგმვისა და ახალგაზრდების სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობა: გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

    • დედათა განათლების პროგრამების შემუშავება.
    • ახალგაზრდების სწორი სქესობრივი აღზრდის ხელშეწყობის მიზნით მშობლებთან მუშაობის სტრატეგიის ჩამოყალიბება და ჯანმრთელობის ხელშეწყობის სკოლების პროექტში ჩართვა.
    • რაიონში მოფუნქციონირე რეპროდუქტიული კაბინეტის მუშაობის კოორდინირება, საჭირო მეთოდური მასალებით უზრუნველყოფა, ცენტრალური დონიდან ოჯახის დაგეგმარებისათვის მოწოდებული სხვადასხვა საშუალებების მიღება, აღრიცხვა.

     

    IV. სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვის
    ღონისძიებები:

     

    1. საზოგადოებრივ შენობებსა და საგანმანათლებლო-სასწავლო დაწესებულებებში სანიტარულ – ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ზედამხედველობა-მონიტორინგი, ინფორმაციის მიწოდება თვითმმართველობისათვის.


    2. ბავშვთა სკოლამდელი დაწესებულებების სანიტარულ – ეპიდემიოლოგიური
    რეჟიმის ორგანიზაციის ხელშეწყობა, მონიტორინგი


    3. დასახლებული პუნქტების ტერიტორიის დასუფთავების, ნარჩენების
    განთავსების, უტილიზაციის, განადგურების სქემების შემუშავება
    დასუფთავების სამსახურთან ერთად.


    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრისათვის 2015 წლის მუნიციპალური პროგრამების სავარაუდო ვარიანტები:
    1. თამბაქოს მოხმარების, ჯანმრთელობისათვის მავნე ჩვევებისა და არაინფექციური დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორების დადგენა და პროფილაქტიკა;
    2. ბავშვთა ჯანსაღი აღზრდის საფუძვლების ჩამოყალიბება;
    3. მოზარდების სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება;
    4. სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ორიენტირება;
    5. თამბაქოს მოხმარების პროფილაქტიკა სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებებში;
    6. წამალდამოკიდებულების /ნარკომანიის/ პროფილაქტიკა ახალგაზრდებში;
    7. ალკოჰოლიზმის პროფილაქტიკა;
    8. არაინფექციური დაავადებების გამომქვევი რისკ-ფაქტორების პროფილაქტიკა;
    9. იოდის და სხვა მიკროელემენტების დეფიციტით გამოწვეული დაავადებათა პროფილაქტიკის საგანმანათლებლო პროგრამა;
    10. სისხლის-მიმოქცევის სისტემის დაავადებათა პრევენცია ოჯახის პირობებში;
    11. ტრავმატიზმის პრევენცია სამთოგადამამუშავებელ ინდუსტრიაში;
    12. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა /ჰელმინთებით ინვაზირება, ფიზიკური განვითარება-ტამდეგობა და სხვა/ რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტის მომზადება. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათთვის, ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის და მოსახლეობისათვის;
    13. სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი;
    14. ახალგაზრდა დედების სკოლა.
    15. სქესობრივი გზით გადაცემადი ინფექციების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების დონის ამაღლება;
    16. იმუნიზაციის მსოფლიო დღის ჩატარება /სავარაუდოდ აპრილში/ - მთლიანი მოსახლეობა;
    17. იმუნიზაციის ევროპის კვირეულის ჩატარება / სავარაუდოდ აპრილში/ - მთლიანი მოსახლეობა
    18. წითელას საწინააღმდეგო აცრების მნიშვნელობის შესახებ ბენეფიციართა ცოდნის ამაღლება – მთლიანი მოსახლეობა;
    19. პნევმონიების და მენინგიტების პროფილაქტიკაში პნევმოკოკური აცრების მნიშვნელობისა და იმუნიზაციის ეროვნულ კალენდარში პნევმოკოკური აცრების დანერგვაზე ინფორმიება –რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალშობილთა დედები /სამშობიარო სახლებში/ განყოფილებებში, სკოლებში, პოლიკლინიკებში/;
    20. როტავირუსული აცრების დროულობის მნიშვნელობაზე დედების ცოდნის ამაღლება – რეპროდუქციული ასაკის ქალები და ახალშობილთა დედები /სამშობიარო სახლებში/ განყოფილებებში, სკოლებში, პოლიკლინიკებში/;



    ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის
    2015 წლის სავარაუდო პროექტი:


    სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა /ჰელმინთებით ინვაზირება, ფიზიკური განვითარება-ტამდეგობა და სხვა. რეკომენდაციებისა და წინადადებების პაკეტის მომზადება, ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოებისათვის, ბავშვთა ორგანიზებული დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის და მოსახლეობისათვის:
    ვინაიდან ხარაგაულის რაიონის სოფლის მოსახლეობისათვის ექიმთა ვიწრო სპეციალისტების ხელმისაწვდომობა შეუძლებელია, და რის გამოც მოზარდი თაობის პროფილაქტიკური გასინჯვა ვიწრო სპეციალისტების მიერ არ ხდება, რაც დღევანდელ პირობებში აუცილებელია, რათა ნაადრევად გამოვლინდეს ბავშვთა ასაკის დაავადებები და დროულად ჩატარდეს შესაბამისი კვლევა ამისათვის ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი საჭიროდ თვლის 2014 წლის გაზაფხულზე 2 თვის განმავლობაში ჩატარდეს სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვთა ღრმა სამედიცინო შემოწმება.
    ამისათვის საჭიროა უშუალო კონტაქტი და დახმარება გაუწიოს მოწვეულ ექიმ-სპეციალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, რესურსცენტრმა და სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელებმა და მჭიდრო კავშირი იქონიონ პროგრამის განხორციელებასთან. აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში მიიღებს მონაწილეობას: საზოგადოებრივი ჯანდაცვის თანამშრომლები, ასევე ხელშეკრულებით აყვანილი ექიმი-სპეიალისტები: პედიატრი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, ოკულისტი და სტომატოლოგი.
    ღონისძიებების განხორციელების გრაფიკი დაიგეგმოს 1 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით. პროგრამის განხორციელებისათვის საჭიროა ფინანსური მხარდაჭერება 6.0 /ექვსი ათასი/ ლარის ოდენობით.
    აღნიშნული პროგრამების შედეგად მოხდება: სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვთა დაავადებების დროული დიაგნოსტიკა და დროულად გატარებული შესამაბისი ღონისძიებები გამოიწვევს მოზარდთა თაობის გაჯანსაღებას.

     

     

     

    ვალუტის კურსი
    2.4864
    2.9344
    3.2753
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი