{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • მემორანდუმი სხვადასხვა მიმართულებით ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრებას ითვალისწინებს


    დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და ესტონეთის ქალაქ კადრინას შორის, ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიხედვით, ხარაგაულისა და კადრინას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები თანხმდებიან, რომ აქტიურად ითანამშრომლებენ კულტურის, განათლების, ეკონომიკის მიმართულებით და ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის დამეგობრებას. სკოლის მოსწავლეებისთვის, ასევე, კულტურული ორგანიზაციებისთვის იქნება გაცვლითი პროგრამები.


    როგორც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნიკო თოფურიძემ აღნიშნა, ხარაგაულისა და კადრინას მუნიციპალიტეტების დაკავშირების ინიციატივა ლაშელ გოჩა მაჭავარიანს ეკუთვნის, რომელიც ესტონეთში ცხოვრობს. ორი მუნიციპალიტეტის დამეგობრების მხარდამჭერი გახლდათ ხარაგაული-ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი.


    მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, კინოთეატრში, საზეიმო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში ხარაგაულის ა(ა)იპ „კულტურის ცენტრის“ ქორეოგრაფიული და ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „უბისი“ და ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. 


    ხარაგაულში ესტონეთის 28 კაციანი დელეგაცია, რომელთა შორის ქალაქ კადრინას მერი, მუნიციპალიტეტის გამგებელი და გამგებლის მოადგილე, ესტონელი სტუდენტები, მეწარმეები და ბიზნესმენები არიან, სამი დღე დარჩება.

    6 აპრილი 2017

    ნანახია: 4736 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი