{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • წესდება

     

    დამტკიცებულია
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    გამგებლის 2009წლის 3აგვისტოს #159ბრძანებით არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
    ,, სათნოების სახლი“ -ს
    წ ე ს დ ე ბ ა
    მუხლი 1 .იურიდიული სტატუსი და ადგილ სამყოფელი.
    1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ,,სათნოების სახლი“ არის საქართველოს ,,სამოქალაქო კოდექსის“ ,, სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმრთველი ერთეულის ქონების პრივატეზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ‘’ საქარტველოს კანონის მესამე მუხლის11 პუნქტის შესაბამისდ , შექმნილი არასამეწარმეო ( არაკომეციული) იურიდიული პირი.
    2 . სათნოების სახლის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს წესდება .
    3 ,, სათნობის სახლს ‘’ აქვს დამოუკიდებელი ბალანსი , ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით . საბანკო ანგარიში და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები .
    4 იურიდიული მისამართი: დაბა ხარაგაული სოლომონ მეფის ქუჩა # 6.

    მ უხლი 2 ,, სათნოების სახლის ‘’ მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
    1 ,, სათნოების სახლის ‘ უპირატესი მიზანია უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა. თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ზრუნვა მიუსაფარ ადამიანებზე , დაინტერესება მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესებისათვის.
    2,,სათნოების სახლი უფლება მოსილია :
    ა) მოქმედი კანომნმდებლობისა და ამ წესდების საფუძველზე განკარგოს მასზე რიცხული ფინანსური სახსრები აღნიშნული კატეგორიის მოსახლეობის გამოსაკვებად.
    ბ ) აღრიცხოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მიუსაფარი ადამიანები.
    გ) უზრუნვეყოს გამოვლენილი და აღრიცხული მიუსაფარი ადამიანების უფასიდ გამოკვება
    3. შეიძინოს, დაიცვას და გამოიყენის მის მიერ შეძენილი ტექნიკური აღჭურვილობა ბენეფიციარების სასარგებლოდ.
    მუხლი 3.,,სათნოების სახლის უფლება მოვალეობანი:
    ა) ითანამშრომლოს არასამთავრობო ( საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, მიიღოს შემოწირულობები და უზრუნვეყოს მათი გამჭირვალედ მიტანა ბენეფიციარებამდე .
    ბ) იზრუნოს როგორც დაბაში ასევე ტერიტორიულ ერთეულებში მიუსაარი ოჯახების გამოსავლენად და გაუწიოს დახმარება შესაძლებლობის ფარგლებში.
    მუხლი 4. ,, სათნოების სახლის’’ მართვა
    1. ,, სათნოების სახლის ‘’ მართვას ახორციელებს დირექტორი რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი
    2. დირექტორი :
    ა) ხელმძღვანელობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის საეთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე .
    ბ )მინდობილობის გარეცე წარმოადგენს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლს ყველა ინსტანციასი , ნიშნავს მომსახურე პერსონალს .
    გ) მოქმედი კანონმდებლობის , წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს სათნოების სახლის ქონებას და ფინანსურ სახსრებს. პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე .
    დ) ა საქართველოს შრეომის კოდექსის შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს .
    ე)ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწეს და სტრუქტურას.
    ვ) სათნოების სახლის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს,, საქართველოს კონსტიტუცია’’, ,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსი’’, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს წესდება .
    მუხლი 5. სახელმწიფო კონტროლი
    საათნოების სახლის საქმიანობის კონტროლი ხორციელდება საქართველის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 6.,, სათნოების სახლის“ საქმიანობის ბუღალტული აღრიცხვა - ანგარიშგება .
    სათნოების სახლი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლიბით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო - ეკონომიური საქმიანობა
    მუხლი 7.,, სათნოების სახლის“ ფინანსური სახსრები
    1. სათნოების სახლის ფინანსური სახსრებია;
    ა)მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები .
    ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადარტულია სხვა შემოსავალი .
    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩ ამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სათნოების სახლს წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას .
    მუხლი 8.,, სათნოების სახლის“ ქონება
    სათნოების სახლი დაკისრებულ ფუნქციას ახორციელებს მასზე გაცემული ქონებით .
    მუხლი 9. ,,სათნოების სახლის“ რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
    1.,,სათნოების სახლი“ს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება ხარაგაულის
    2,, სათნოების სახლის“ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში .
    მუხლი 10. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
    წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ

     

     

     

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
  • ორგანიზაციის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი