{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI

  • წესდება




    მუხლი 1. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი
    1. არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირი `ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა~, (შემდგომში სამუსიკო სკოლა) არის საქართველოს მთავრობის 2007 წლის 03 ივლისის N 131 დადგენილების საფუძველზე თვითმართველი ერთეულის მიერ `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილი არასამეწარმეო, (არაკომერციული) იურიდიული პირი.
    2. სამუსიკო სკოლა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ წესდებით,
    3. სამუსიკო სკოლის სახელწოდებაა არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირი `ხარაგაულის შ.ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლა~.
    4. სამუსიკო სკოლა შექმნილია და ფუნქციონირებს ხარაგაულის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების `ხარაგაულის შ.ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის ბაზაზე და წარმოადგენს მის სამართალმემკვიდრეს.
    5. სამუსიკო სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტები.
    6. იურიდიული მისამართი: დ.ხარაგაული, სოლომონ მეფის ქუჩა N 57


    მუხლი 2. სამუსიკო სკოლის მიზნები და ამოცანები

    1. სამუსიკო სკოლის მიზნებია:

    2

    მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება. სწავლების ხანგრძლივობა 7 წელი.
    შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი მიდრეკილებებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის.
    სამუსიკო სკოლის ამოცანებია:
    ა) აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს
    ბ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები:
    გ) კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების მეშვეობით გამოავლინოს და წარმოაჩინოს განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები:
    დ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებასა და აქტიური და ინტელექტუალური მსმენელის აღზრდაზე.

    მუხლი 3. სასწავლო პროცესის ორგანიზაცია

    სამუსიკო სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზაცია, სწავლების შინაარსი და ხანგრძლივობა, სწავლის შედეგებისა და მიღწევების შეფასების სისტემა განისაზღვრება შესაბამისი სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული სასკოლო სასწავლო გეგმებისა და სასწავლო პროგრამების საფუძველზე.
    სამუსიკო სკოლაში ხორციელდება შემდეგი დაწყებითი სახელოვნებო, საგანმანათლებლო პროგრამები:
    ა) საფორტეპიანო
    ბ) საორკესტრო
    სამუსიკო სკოლაში მომდევნო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით, შესაბამისი პედაგოგიური კადრებისა და მატერიალურ ტექნიკური ბაზის არსებობის შემთხვევაში, წესდებაში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
    სამუსიკო სკოლაში მიღება თავისუფალია მოზარდთათვის 6 წლის ასაკიდან. იმ შემთხვევაში თუ სკოლაში სწავლის მსურველთა რაოდენობა აღემატება მისაღებ კონტიგენტს, სკოლაში ტარდება შესარჩევი კონკურსი შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
    ცალკეულ შემთხვევაში გამონაკლისის სახით დასაშვებია როგორც უფროსი, ასევე უმცროსი ასაკის მოსწავლეთა ჩარიცხვა შინაგანაწესით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
    სამუსიკო სკოლაშო მისაღებ კონტიგენტს განსაზღვრავს დამკვეთი.
    3
    სამუსიკო სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ფასიანი მომსახურეობა ნებისმიერი ასაკის მსურველთათვის ( სწავლების შესაბამისი პროგრამებით).
    სამუსიკო სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვა წარმოებს:
    ა) დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით.
    ბ) კონკურსის შემთხვევაში - მიმღები კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
    სკოლაში შემსვლელთათვის აუცილებელი საბუთების ნუსხა და ხეშეკრულებების პირობები განისაზღვრება შინაგანაწესით.
    სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზების ძირითადი ფორმებია:
    ინდივიდუალური, ჯგუფური გაკვეთილი და კლასგარეშე მუშაობა.
    ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენისა და კონტროლის ფორმებია:
    მიმდინარე გაკვეთილებზე გამოკითხვა და პერიოდული ღია და დახურული კონცერტები, საკონტროლო გაკვეთილები, ჩათვლები და გამოცდები.
    სამუსიკო სკოლის დამთავრებისას სამუსიკო სკოლის მიერ გაიცემა შესაბამისი საფეხურის დასრულების დამადასტურებელი მოწმობა.

    მუხლი 4. სამუსიკო სკოლის სტრუქტურა და მართვა.

    1. სამუსიკო სკოლის სტრუქტურული ერთეულებია ძირითადი განყოფილებები (სასწავლო) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
    2. სამუსიკო სკოლას მართავს ადმინისტრაცია ( დირექტორი, მოადგილეები, ბუღალტერი) და პედაგოგიური საბჭო.
    3. პედაგოგიური საბჭოს შემადგენლობაში Dშედის სკოლის ყველა პედაგოგი
    4. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სამუსიკო სკოლის დირექტორი.
    5, პედაგოგიური საბჭო:
    ა) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ქმნის სამუშაო ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებული არიან მის წინაშე.
    ბ) ადგენს პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტს
    ც) განიხილავს დირექტორის მიერ შემუშავებულ სასკოლო წლიურ სამუშაო გეგმას.
    დ) შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შეიმუშავებს სასკოლო სასწავლო გეგმებს.

    4
    ე) ისმენს დირექტორის, დირექტორის მოადგილის, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა და სხვათა ანგარიშს საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.
    6. პედაგოგიური საბჭოს დღის წესრიგი, დამსწრეთა ვინაობა, მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს მდივანი.
    7. სამუსიკო სკოლის საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
    8. დირექტორათ შეიძლება დაინიშნოს უმაღლესი სამუსიკო განათლების მქონე პიროვნება, რომელსაც აქვს პედაგოგიური, ან შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი, ორგანიზაციული საქმიანობის უნარები და არ მიუღწევია 65 წლის ასკისათვის.
    9. სამუსიკო სკოლის დირექტორი:
    ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს სამუსიკო სკოლის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და სტრუქტურაზე.
    ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამუსიკო სკოლას ყველა ინსტანციებში, დებს გარიგებებს.
    გ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს სამუსიკო სკოლის საკუთრებაში არსებულ ქონებას, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ფულადი სახსრების სწორად ხარჯვაზე.
    დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს. იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინიარული პასუხისმგებლობის შესახებ, განსაზღვრავს პედაგოგთა დატვირთვის და სახელფასო ანაზღაურების ოდენობას.
    ე) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ – ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, წყვეტს მოსწავლეების სკოლაში ჩარიცხვისა და გარიცხვის საკითხს.
    ვ) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ადგენს მისაღები კონტიგენტის პროექტს, შეიმუშავებს და ამტკიცებს სამუსიკო სკოლის შინაგანაწესს, თვიურ ანგარიშს საფინანსო საქმიანობისა და სასწავლო შემოქმედებითი პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
    ზ) მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს დასამტკიცებლად სამუსიკო სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ პროექტს, რომელსაც წინასწარ ათანხმებს პედაგოგიურ საბჭოსთან.
    წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს სხვა მოქმედებები.

     

    10. დირექტორის მოადგილეს სასწავლო დარგში უნდა ჰქონდეს უმაღლესი სამუსიკო განათლება, შესაბამისი პედაგოგიური, შემოქმედებითი მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზაციის უნარი და არ მიუღწევია 65 წლის ასაკისათვის.
    11. დირექტორის მოადგილე:
    პასუხისმგებელია სასწავლო – შემოქმედებით პროცესზე.
    დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. სამუსიკო სკოლის პედაგოგი, კონცერტმეისტერი, სასწავლო
    დამხმარე პერსონალი

    1. სამუსიკო სკოლის პედაგოგად და კონცერტმეისტერად მუშაობის უფლება აქვს შესაბამისი სამუსიკო განათლების მქონე პირს, იგი უნდა ეწეოდეს საქმიანობას დიპლომით მითითებული კვალიფიკაციის შესაბამისად.
    2. სამუსიკო სკოლის დამხმარე პერსონალს წარმოადგენს ბიბლიოთეკარი და სამუსიკო სკოლის საშტატო განრიგით განსაზღვრული სხვა მუშაკები.
    3. სამუსიკო სკოლის პედაგოგის, კონცერტმეისტერისა და სასწავლო დამხმარე პერსონალის უფლება – მოვალეობები განისაზღვრება შინაგანაწესით.
    მუხლი 6. სახელმწიფო კონტროლი
    სამუსიკო სკოლის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
    მუხლი 7. სამუსიკო სკოლის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-
    ანგარიშგება
    სამუსიკო სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა.

    მუხლი 8. სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროები

    1. სამუსიკო სკოლის დაფინანსების წყაროებია:
    ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზობრივი სახსრები.
    6
    ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლი
    2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სამუსიკო სკოლის წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. სამუსიკო სკოლის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.

    მუხლი 9. სამუსიკო სკოლის ქონება

    1. სამუსიკო სკოლა დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული უძრავი ქონების საფუძველზე. რომელიც სამუსიკო სკოლის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.

    მუხლი 10. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    1. სამუსიკო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
    2. სამუსიკო სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის თვითმმართველობის საკუთრებაში.

    მუხლი 11. წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
    1. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.

     

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
  • სკოლის შესახებ
  • ადმინისტრაციის შესახებ
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი