{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • კონფერენციაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015", ათი საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველი ორგანო დააჯილდოეს

    კონფერენციაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" , რომელიც 12 დეკემბერს ,,ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა, სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული 10 საუკეთესო პრაქტიკის მქონე თვითმმართველი ორგანო დააჯილდოეს.
    კონფერენციაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა : ,,პრაქტიკა – პოლიეთილენი–დიოქსინ–ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით.“ 

    აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით განხორციელდა ( პროექტის ავტორი ხათუნა მანჯავიძე).  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და მისი ხელმძღვანელი კობა ლურსმანაშვილი პროექტის თანადაფინანსებით, აღნიშნული პრაქტიკის  მხარდაჭერები გახდნენ. კონფერენციაზე ,,ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015" საქართველოს მასშტაბით ის 9 მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა, რომლებთაც სათანადო ხედვა აღმოაჩნდათ და თანადაფინანსებით , თავიანთ მუნიციპალიტეტებში,   მხარი დაუჭირეს ინოვაციური პროექტების განხორციელებას, და ამით პროექტის წარმატებით განხორცილებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს.

    კონფერენციაზე პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ, გატარებული რეფორმის შედეგად ადგილობრივ თვითმმართველობებს დღეს უკვე აქვთ ყველანაირი ბერკეტი, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ პროექტები, რაც დემოკრატიის დამკვიდრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
    „ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომელმაც გაბედა შეეცვალა სისტემა და წასულიყო დეცენტრალიზაციის გზით,“ - განაცხადა საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
    კონფერენციას მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გამოკვეთილი ლიდერია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარებაში.
    კობა ლურსმანაშვილი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი): ,,კონფერენციაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა , რომ მუნიციპალიტეტები, რომლებიც ინოვაციური ხასიათის პროექტების მხარდამჭერები არიან უნდა წახალისდნენ და კონკრეტული ინოვაციური პროექტების განსახორცილეებლად დამატებითი თანხები მიიღონ. შეხვედრაზე ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების ასოციაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჯიქიამ აღნიშნა, რომ საუკეთესო მუნიციპალიტეტებისათვის საზღვარგარეთის ქვეყნებში ახალი იდეების მოსაზიდად და დასანერგად ერთობლივ ვიზიტს დაგეგმავენ."
    კონფერენციაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა 2 პრაქტიკა. სულ კონფერენციაში მონაწილეობდა 9 მუნიციპალიტეტი და მათ მიერ 10 საუკეთესო პრაქტიკის პრეზენტაცია მოხდა.

     

    12 დეკემბერი 2015

    ნანახია: 1222 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    3.0811
    3.5183
    4.2162
    4.0213
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი