{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • 107 000 ლარი დამატებით ა(ა)იპ-ებს

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, 18 დეკემბრის, საკრებულოს დღის წესრიგის საკითხები განიხილეს. ბიუროს წევრებმა მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2015 წლის ბიუჯეტის ცვლილების შესახებ იმსჯელეს. საბიუჯეტო ცვლილებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 145 000 ლარი 12–13 ნოემბერს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოიყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა. გზებისა და გზებზე საყრდენი კედლების რეაბილიტაციაზე - 75 500 ლარი; ხიდ–ბოგირების რეაბილიტაციაზე – 34 000 ლარი, ხოლო დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციაზე – 35 500 ლარი დაიხარჯება. 

    2015 წლის საბიუჯეტო ცვლილება ა(ა)იპებს დამატებით სუბსიდირებასაც ეხება.  107 000 ლარი ხარაგაულში ა(ა)იპებზე შემდეგნაირად გადანაწილდება.  

    -         ა(ა)იპ ხარაგაულდასუფთავება - 35 000 ლარი;

    -         ა(ა)იპ  კულტურის ცენტრი - 11 000 ლარი;

    -         ა(ა)იპ  საფეხბურთო კლუბი ,,ჩხერიმელა 2009" –  50 000 ლარი;

    -         ა(ა)იპ ცენტრალურ ბიბლიოთეკას - 5 000  ლარი;

    -         ა(ა)იპ კეთილმოწყობას - 6 000 ლარი.

    საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით, ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახების დასახმარებლად 10 000 ლარი სტიქიის ფონდს მოაკლდება, 44 000 ლარი მოაკლდება, ასევე, მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაციის თანხას.

    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე სხდომაზე აიპების საქმიანობით დაინტერესდა: „ის რომ აიპის თანამშრომლებს ხელფასები უნდა მივცეთ გასაგებია, მაგრამ ა(ა)იპები, რომელთა ზოგიერთის სახელი ღიმილსაც კი მგვრის, კარგი იქნება თუ  გაითვალისწინებენ და უფრო კონკრეტულად დაასაბუთებენ, რაში იყენებენ გამოყოფილ თანხებს.“

     „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, თუ რატომ უზრდიან „ხარაგაულდასუფთავებას“ ბიუჯეტს 35 000 ლარით, ხოლო საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009“–ს 50 000 ლარით. როგორც საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა, ა(ა)იპებს გამოყოფილი თანხები ძირითადად ხელფასებისთვის ესაჭიროებათ, ხოლო „ხარაგაულდასუფთავების“ სამუშაო ზონა გაფართოვდა და შესაბამისად, ხარჯებიც მეტია.  თორნიკე ავალიშვილმა კი დასძინა: „აღნიშნული თანხები იმ თანამშრომლების ხელფასებია, რომლებიც უხელფასო შვებულებებში არიან. თუ მუნიციპალიტეტს თანხები არ აქვს შტატებიც არ უნდა დაამატონ. საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა კი უნდა მოიკითხოს თუ სად მიდის მათთვის გამოყოფილი თანხები.“

    „ჩხერიმელას“ ხელფასებისთვის თანხები არ ყოფნის,  მწვრთნელი კი რომლის გუნდმა ამდენი თამაში წააგო პრემიად მთელი წლის განმავლობაში 5 000 ლარს იღებს“– განაცხადა საკრებულოს წევრმა ქეთევან ზუმბაძემ.

    საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა განაცხადა: „არ მინდა „ჩხერიმელას“დამცველად გამოვიდე, მაგრამ როდესაც გამუდმებით მის დაფინანსებაზე ვკამათობთ, რატომ არავინ არ ინტერესდება სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის მუშაობით? სოფლებში გახსნილია სხვადასხვა ჯგუფები და როგორც ამბობენ მასწავლებლები არ დადიან“.

    საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ  სხდომაზე განაცხადა: „მინდა ხარაგაულელებს მივულოცო ხარაგაულის დასახელება 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის. აქვე განვაცხადებ, მაშინ როდესაც, რელიგიის ფონდიდან თანხებს სხვა მიმართულებით მივმართავთ, საკათედრო ტაძარი დასასრულებელია, საპატრიარქოს გიმნაზია კი ცუდ მდგომარეობაშია. იქნებ როგორმე მოვახერხოთ და გავარემონტოთ სკოლა, სადაც ჩვენი ბავშვები სწავლობენ.“

    საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „კარგად ვიცით რა მდგომარეობაცაა გიმნაზიაში, მაგრამ სკოლა საპატრიარქოს ბაზაზეა, შესაბამისად კანონმდებლობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან სახელფასო ანაზღაურებისთვის თანხის გაცემის უფლებას თვითმმართველობის კოდექსი არ გვაძლევს“. 

     

     

    14 დეკემბერი 2015

    ნანახია: 600 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი