{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ტურიზმის საკითხებში გამგებლის მრჩევლი დანიშნა

     

    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა ტურიზმის საკითხებში გამგებლის მრჩევლის რანგში მამუკა ჭიპაშვილი წარადგინა.   კობა ლურსმანაშვილი(ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი) : „ხარაგაულში ტურიზმის მიმართულებით საკმაოდ ბევრი აქტივობა გაკეთდა და ბევრიც იგეგმება. ამ მიმართულებით ახლებური მიდგომებია განსახორციელებელი,  რათა უფრო მეტად შეეწყოს ხელი ტურიზმს, რომელიც რეალურად  მუნიციპალიტეტში დამატებითი თანხების შემოტანის წყაროა.  ხარაგაულში  ტურიზმის განვითარებისთვის არსებულმა მოთხოვნებმა განაპირობა ამ დარგში მრჩევლის დანიშვნა, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს.’’

    მამუკა ჭიპაშვილმა მადლობა გადაუხადა კობა ლურსმანაშვილს ნდობისთვის და აღნიშნა:  „ტურიზმის მიმართულებით, გარკვეული ხედვები გამაჩნია. შევეცდები რომ ამ სფეროში ახალ ეტაპზე გადავიდეთ და  ისეთი პროექტები განვახორციელოთ, რაც მუნიციპალიტეტს განავითარებს და დამატებით შემოსავალს მოიტანს. იმისათვის, რომ ხარაგაული გახდეს ბრენდირებული ამას  ბევრი მუშაობა და პოპულარიზაცია სჭირდება.“ 

     

    29 დეკემბერი 2015

    ნანახია: 751 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი