{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობა 5 479-მა პირმა მიიღო

    „2015 წელს, იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?“– ასეთი იყო გამოკითხვა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გამოკითხვაში იმერეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის გამგებელი იღებდა მონაწილილეობას. გამოკითხვაში მონაწილეობა 5 479-მა პირმა მიიღო. გამოკითხვის გამარჯვებული გახდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი. კობა ლურსმანაშვილის საქმიანობა დადებითად გამოკითხვაში მონაწილეთა 49.01%–მა (2685 ხმა) შეაფასა. მეორე ადგილზე საჩხერის გამგებელი მალხაზ ბაზაძე გავიდა. ბაზაძე გამოკითხვაში დადებითად მონაწილეთა 43.44%-მა, 2 380-მა ადამიანმა შეაფასა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებმა დადებითად შეაფასეს წყალტუბოს გამგებლის, კონსტანტინე მამისეიშვილის საქმიანობა. მამისეიშვილს მხარი გამოკითხულთა 2.5%-მა, 137-მა ადამიანმა დაუჭირა. გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 1.81% (99 ხმა) შეხვდა ვანის გამგებელს ზაზა ხურციძეს. გამოკითხვაში მონაწილეთა კეთილგანწყობა დაიმსახურა ჭიათურის გამგებელმა სულხან მახათაძემ. მახათაძის სასარგებლოდ არჩევანი გამოკითხვაში მონაწილეთა 1.24%-მა (68 ხმა) გააკეთა. რაც შეეხება იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების დარჩენილ ნაწილს, გამოკითხვის მიხედვით, შედეგები ასეთია: ბაღდათი-ირაკლი გეგეშიძე - 9 (0.16%); ზესტაფონი-ტარიელ თუთარაშვილი - 34 (0.62%);სამტრედია-ვალერიანე ფოცხვერია - 8 (0.15%); ხონი-ჯემალ მებუკე - 15 (0.27%); ტყიბული-რობიზონ გვენეტაძე - 14 (0.26%); თერჯოლა-თეიმურაზ ჯაფარიძე - 30 (0.55%).

    topnews.com.ge როგორ აფასებენ მოქალაქეები იმერეთის რეგიონის გამგებლების საქმიანობას?

     

    30 დეკემბერი 2015

    ნანახია: 2239 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი