{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ცენტრალური ბიუჯეტიდან 145 000 ლარი გამოეყო

     

    ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, 12–13 ნოემბერს მოსული უხვი ნალექის გამო, დაახლოებით 300 000 ლარის ზარალი მიადგა. ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში პრობლემების აღმოსაფხვრელად 145 000 ლარი გამოიყო. აღნიშნული თანხით, კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბორის, ფაიქრიძეების უბანში, 151 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო. სამუშაოები ი.მ. „ვალერიან თაბუკაშვილმა“ შეასრულა. პროექტზე 20 000 ლარი დაიხარჯა. ასევე, ბორის ცენტრალურ გზაზე გაიწმინდა სანიაღვრე არხები და მოეწყო 5 მეტრიანი ცხაური.

    სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულს. ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით სოფელში 4 სახლი შეკეთდა, აქედან 2 სახლს გადასახური მასალა მთლიანად შეეცვალა. აღნიშნული სამუშაოებისთვის  12 600 ლარი დაიხარჯა.

    ნადაბურის ადმინისრტაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ზურაბ შუბითიძის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანდა, ასევე, ნადაბური–გოლისის დამაკავშირებელი გზა, რომლის შესაკეთებლად 2 000 ლარი გამოიყო. ასევე, ბღვერიეების უბანში  გამაგრდა ბონდის ხიდი  და მისი საყრდენები, რისთვისაც 4 000 ლარი დაიხარჯა.

    სტიქიით დაზარებულ ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

     

    30 დეკემბერი 2015

    ნანახია: 522 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი