{{string}}


სახელი:
E-მაილი
ტექსტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
MUNICIPALITY OF KHARAGAULI
  • საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელასთან“დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გაიმართა


    დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ვარლამ (ტატო) თავზარაშვილის ინიციატივით, საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009-სთან“დაკავშირებით საჯარო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საფეხბურთო კლუბის დირექტორი ზურაბ გიორგიძე, მთავარი მწვრთნელი პაატა ლურსმანაშვილი და ბუღალტერი როსტომ მესხი ესწრებოდნენ. შეხვედრა საჯარო ხასიათს ატარებდა და მასზე დასწრება საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ გულშემატკივრებსა და სხვა დაინტერესებულ პირებსაც შეეძლოთ.
    „დღევანდელი შეკრების მიზანი და ჩემი მხრიდან გამოხატული ინიციატივა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა 2009–სთან“ დაკავშირებულ საკითხებს ეხება. ხარაგაულში გავრცელებულია აზრი, რომ მე ვლობირებ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ არსებობას და ამას არც ვმალავ. ხარაგაულში არსებობს გარკვეული ჯგუფები პოლიტიკურ წრეებში თუ სხვაგან, სადაც „ჩხერიმელასთან“ დაკავშირებით უამრავ მოარულ ჭორზე საუბრობენ.
    ჩვენ გუშინ ყველას, მათ შორის, დეპუტატის ბიუროს, საკრებულოს თავმჯდომარეს და მათ ვისაც პრეტენზია აქვს გუნდ „ჩხერიმელასთან“ და ებრძვის მის არსებობას, შეხვედრაზე მოსვლა შევთავაზეთ. იქნებ მათ იციან და აქვთ წარმოდგენილი ეს საქმე უკეთ როგორ უნდა განვახორციელოთ. დღეს, ჩვენ მიერ ნებისმიერ შეკითხვაზე იქნებოდა პასუხი გაცემული. იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები შეხვედრაზე არ მობრძანდნენ, ვხედავ მხოლოდ ერთ რამეს, ისინი არსებობენ მხოლოდ იმიტომ, რომ აკრიტიკონ და ლანძღონ გუნდი. როგორც ჩანს, მათ შეხვედრის აუცილებლობა საჭიროდ არ ჩათვალეს და კვლავ გააგრძელებენ კრიტიკას, ეს მათი საქმეა. ჩვენ კი ჩვენ საქმეს გავაგრძელებთ.“ - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ვარლამ თავზარაშვილმა.

     

    15 იანვარი 2016

    ნანახია: 494 - ჯერ

    ვალუტის კურსი
    http://www.nbg.ge/rss.php not found!
    Kharagauli.ge © ხარაგაულის მუნიციპალიტეტი